12 იანვარი, 2017
ნუკი კოშკელიშვილმა მეუღლე უთოთი დაწვა - "ეს პირველი შემთხვევაა, როცა შენ ქერასავით მოიქეცი''
10 იანვარს ნუკი კოშკელიშვილის მეუღლეს - ბენ ჩეიმსს დაბადების დღე ჰქონდა, ნუკიმ ამერიკელ მეუღლეს დაბადების დღე სოციალურ ქსელშიც მიულოცა:

"დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო სიყვარულო!
მინდა რომ ყოველთვის იცეკვო, იცინო, იმხიარულო, გაიქცე ჩემგან, როცა დავაპირებ გიბწკინო..

უბრალოდ იყავი ბედნიერი!!!

ყველა ოცნების ასრულებას გისურვებ

ძალიან მიყვარხარ, ძვირფასო!"

მოგვიანებით მან "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა უთოსა და ბენის დამწვრობის ფოტო, წარწერით: "ბენი სამსახურში, მიდიოდა დღეს დილით, როცა შენიშნა, რომ მისი ქურთუკი დაკუჭული იყო. ჩვენ ვიფიქრეთ, მოდი ეცმევა ტანზე და ისე გავაუთოვოთო და
ასეც მოვიქეცით. გილოცავ დაბადების დღეს!"

ნუკიმ თავისი მეუღლე ტანსაცმლის უთოთი დაწვა. ამ პოსტის კომენტარებში ნუკის "ფეისბუქის" მეგობრებმა ბევრი იხუმრეს:

"ეს პირველი შემთხვევაა, როცა შენ ქერასავით მოიქეცი და ეს ფაქტი სულაც არ მახარებს, მაგრამ ჯერ კიდევ მიყვარხარ!",

"ის არ იკმარე, რომ ზედ აუთავებდი და ორთქლის გამოშვებასაც დააჭირე?!", "ლოლ, შენ ის დაფაზეც დააწვინე?!".

სტატუსი ნუკის მეუღლეს არ დაუკომენტარებია, თუმცა მანაც მოიწონა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ბენმაც იუმორით მიიღო ეს ინციდენტი.

მარიამ კაკაურიძე

Rating

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
ნათის მლანძღველებს
და რა გაგიკვირდათ რომ? ადამიანს პირველი ხარისხის დამწვრობა აქვს მიღებული... ქურთუკზე რომ მიადო, რა რქიანი უნდა იყო, კანამდე გაატანო, ვერ უნდა იგრძნო მანამდე, რომ რაღაც ვერაა წესრიგში? გასაგებია, უთო პირველად გიჭირავს ხელში, მაგრამ ტვინსაც პირველად ამოძრავებ?
16:21 / 14-01-2017
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
კიდევ კარგი, შარვლის გაუთოება არ მოუწია, წარმომიდგენია შედეგები :)
16:18 / 14-01-2017
გამოხმაურება / 0 /
სოფი
ბიჭოს რა გალანძღა წინა კომენტარის ავტორმა (ნათიმ), რამე დაგიშავა, შენ დაგწვა თუ? მე რომ ეგრე ვინმემ დამგესლოს, ალბათ მაგრად გავმწარდები. შურს ეტყობა რამე, თორემ ასე კბენა???
13:36 / 13-01-2017
გამოხმაურება / 0 /
სოფი
ლოლ მერე რა, არაუშავს :))) ეტყობა ძალიან ცხელი იყო :))
13:33 / 13-01-2017
გამოხმაურება / 0 /
თეა
ნათი ბოღმით გულზე არ გასკდე
11:47 / 13-01-2017
გამოხმაურება / 0 /
ნათი
შენ რა ქალი გქვია რა, წინა დგეს არ უნდა ნახო ქმრის ტანსაცმელი რო გაუმზადო და ამ დგეში არ ცააგდო ადამიანი. ვაი შენს პატრონს ამხელა გოგომ ელემენტარული ყურადგება არ გცოდნია, მაგ ბენის ადგილზე რომ ვიყო მაგ უთოთი მიგაწვავდი მაგ გაბზეკილ ტუჩებს ვოტ!
22:11 / 12-01-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS