12 იანვარი, 2017
top 10 ქართველი სელებრითი, რომლებიც პლასტიკურმა ოპერაციამ ძალიან შეცვალა
სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო, მაგრამ რა არის საჭირო იმისთვის, რომ რომ ტელე-ეკრანზე კარგად გამოიყურებოდე?! რამდენად მიმზიდველიც არ უნდა იყო, როცა კამერის დგეხარ, ყველა უმნიშვნელო ნაკლი აშკარა და ნათელია. ამიტომ, მსახიობებისთვის, მომღერლებისთვის, მოდელებისთვის, ტელე-წამყვანებისთვის, პოლიტიკოსებისა და საერთოდ, ყველასთვის, ვისაც კამერებთან ხშირად აქვთ ურთიერთობა, აუცილებლობას წარმოადგენს კარგი მაკიაჟი. თუმცა, არის შემთხვები, როცა ჩრდილები საკმარისი არაა. საბედნიეროდ, ჩვენს ეპოქაში მედიცინა იმ დონეზეა განვითარებული, რომ სხეულის ნებისმიერი ნაწილის ფორმისა და ზომის შეცვლაა შესაძლებელი.

ჩვენ მოგიყვებით იმ ათი სელებრითის შესახებ, რომლებიც
ხშირად ჩანან ტელე-ეკრანებზე და პლასტიკური ქირურგების დამსახურებით, თავიანთი სილამაზით თვალს გვჭრიან.

ალბათ ბევრმა არ იცის,როგორ გამოყურებოდა ადრე ანრი ჯოხაძე. მომღერლის ძველ სურათებსა და ჩანაწერებს თუ გადახედავთ, არ გაგიჭირდებათ ცვლილების დანახვა. ანრი ჯოხაძეს ცხვირის ოპერაცია აქვს გაკეთებული.

Rating










ეკო ფანგანი თავადაც გაოცებულია იმ გარდასახვით, რაც ცხვირის ოპერაციამ გამოიწვია. ის ამბობს, რომ სულ სხვა ადამიანი იყო სანამ ოპერაციას გაიკეთებდა. ეკომ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ოპერაციის შემდეგ მეგობრებიც ვეღარ ცნობენ.
Rating

ყველასათვის ცნობილ ჟურნალისტს, ინგა გრიგოლიასაც აქვს გაკეთებული პლასტიკური ოპერაცია. ენერგიულმა და წარმატებულმა ტელე-წამყვანმა ტუჩები გაიდიდა.
Rating


























დუტა სხირტლაძე
კიდევ ერთი სელებრითია, რომელსაც თავდაჯერებულობა პლასტიკური ქირურგიის დამსახურებით შეემატა. მას მაყურებელი ყმაწვილობიდან იცნობს. ადრე მსახიობს ძალიან აკომპლექსებდა საკუთარი ყურების ზომა და ფორმა, ამიტომ მან დასახმარებლად ქირურგებს მიმართა.
Rating
მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი თავისი გრძელი ფეხებითა და ჩაცმულობით ყოველთვის ბევრის ყურადღებას იქცევდა. მაგრამ, განსაკუთრებით მომხიბვლელი გახდა მას შემდეგ, რაც ცხვირის ოპერაცია გაიკეთა.

Rating



















ქეთო თოფურიძე არც მომღერლია, არც მსახიობი და არც მოდელი, თუმცა ცნობილი დედისა და დის დამსახურებით, თავისუფლად შეგვიძლია "სელებრითების" სიას მივათვალოთ. ნინი ბადურაშვილის უმცროსი დის, ქეთოს მცდელობა გაელამაზებია საკუთარი ცხვირი ქირურგების დახმარებით, წარმატებით დასრულდა.
Rating

ცნობილი ქართველი მომღერალი, ქეთა თოფურია რუსეთში მოღვაწეობს. ის ჯგუფ "ა სტუდიოს" ვოკალისტია. ქეთა ძალიან უყვართ ისევე როგორც ქართველ, რუს მელომანებსაც. ქეთას ცხვირის პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული.

Rating

შეკითხვა, საქართველოს #1 სექს სიმბოლოს, შორენა ბეგაშვილს აქვს თუ არა გაკეთებული პლასტიკური ოპერაციები, დიდი ხანია აქტუალურია.

Rating

" შორენას მხოლოდ სახის და სხეულის კორექცია გავუკეთეთ. აიღეთ მისი რამდენიმე წლის წინანდელი ფოტოები და ახლანდელს შეადარეთ, ნახეთ მისი ფიგურა საცურაო კოსტიუმში. ყველამ კარგად იცის, რა იყო მანამდე და რა არის ახლა. მან ამ ეფექტს აპარატების მეშვეობით მიაღწია.", - ამბობს მსახიობის პლასტიკური ქირურგი, ა.ქ. ერთ-ერთ ინტერვიუში. ამავე ინტერვიუში, მან აღნიშნა, რომ შორენას ტუჩის ოპერაციაც აქვს გაკეთებული.

როგორც აღმოჩნდა, შორენა ბეგაშვილსა და ია ფრულავას საერთო პლასტიკური ქირურგი ჰყოლიათ. "ია ფარულავა ბოტოქსს წელიწადში ერთხელ იკეთებს. ის არის ესთეტიკური მედიცინის კულტურის ეტალონი",- ამბობს ა.ქ. ია ფარულავა ბოტოქსს 25 წლიდან იკეთებს და ამას არც უარყოფს. თურმე, მსახიობს თავი არასდროს მიჰყავს იმ ზომამდე, რომ ოპერაცია დასჭირდეს.

Rating

ყველასათვის ცნობილი, ამჟამად, გადაცემა "გარდერობის" წამყვანი, ნინა წკრიალაშვილი ძალიან გულახდილი სელებრითია, ის არ მალავს, რომ სილამაზის შესანარჩუნებლად არაერთხელ მიუმართავს ქირურგებისთვის. მას მკერდის, ტუჩისა და ცხვირის ოპერაცია აქვს გაკეთებული.

Rating

მარიამ კაკაურიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 15 /
აუუ პლასტიკური ქირურგი ვინაა შორენასი და იასი გვითხარით რაა
12:17 / 02-02-2017
გამოხმაურება / 0 /
3
როგორ ქეთა თოფურის ცხვირის პლასტიკის გარდა არაფერი არაქვს გაკეთებული? რას გავდა წასვლამდე და ულამაზესია დღეს
16:04 / 27-01-2017
გამოხმაურება / 0 /
ვახ!
თოჯინებოოო...!
15:28 / 24-01-2017
გამოხმაურება / 0 /
სე
ვიამე ქეთო თოფურიძეს საშინელი ღიმილი და ნიკაპი ოპერაციამდე
10:59 / 19-01-2017
გამოხმაურება / 0 /
:)
ნანუკა გოგიჩაიშვილი ხელოვნების ნიმუშია
15:26 / 18-01-2017
გამოხმაურება / 0 /
ნანკა
იკნებ გვითხრათ ვისთან გაიკეთეს ოპერაცია
01:50 / 18-01-2017
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
ეგ შორენა არის ნამდვილად?არ მჯერა.თვალებიცც სხვანაირი აქვს,
13:37 / 15-01-2017
გამოხმაურება / 0 /
ლია
რატომ გშურთ ზოგიერთებს, თქვენც გალამაზდით, რა პრობლემაა
04:14 / 14-01-2017
გამოხმაურება / 0 /
Begashvili yvelaze katastropaa. Yovel shemtxvexashi am suratze ase chans. Ra eshveleba am xalxs silamazis agqma dakarges. Ase tavidan bolomde awyobili qali ravaria. Ise yochag shorenas rasac magi uzlebs amdeni operaciebis keteba
20:44 / 13-01-2017
გამოხმაურება / 0 /
თაა
ქეთა თოფურია ყველანაირად
16:01 / 13-01-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS