26 ოქტომბერი, 2013
მიშას რაააა... ბიძინა!.. - ახალი სიმღერა პრეზიდენტს
"მარშრუტკა" დიდი ხანია, რაც უკვე გავიდა, "კუპალნიკი" არ დაგრჩეს, გელოდება ლაზიკა...
მიშა სააკაშვილის შესახებ არაერთი სიმღერა მოგვისმენია, მათ შორის, მისი დიდი ხნის თანამებრძოლის, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრის, გოგა ხაჩიძის "მიშა მაგარია" და შემდეგ უკვე შალვა რამიშვილის "მიშა, დავაი, დასვიდანია" .

მოკლედ, ეროვნულ "ფოლკლორში" საქართველოს მესამე პრეზიდენტის სახელი ძალიან აქტუალურია. წლევანდელი არჩევნების წინ კი ინტერნეტში მიშაზე ახალი სიმღერა გავრცელდა სახელად "მიშას რაა...".

ეს სიმღერა ვინმე სმაილისა და მომღერალ თიელის, ანუ ლევან ჩიჩუას ერთობლივი ნამუშევარია. სიმღერის ტექსტი
კი შემდეგნაირია -

"მიშა მაგარია" გადავიდა მოდიდან, ხალხი აღარ გისმენს, გამოდიხარ წყობიდან, სასახლე ჩაგიქრეს, მოძრაობს სანთელით, რაღაცა წაგართვეს, ჩაანაცვლე სასმელით.

"მარშრუტკა" დიდი ხანია, რაც უკვე გავიდა, "კუპალნიკი" არ დაგრჩეს, გელოდება ლაზიკა...

შენც მალე ნახავ, ბუშს და სარკოზს, ახლა ვიღა დაგვაბოლებს და გვაჩუქებს ნატოს.

არადა, ყველას ერთი რამის თქმა გვინდა, ჰოდა მოდით, ერთად ვთქვათ, თქვი, მიშას რაა, ბიძინა!..

"ვეფხისტყაოსანი" სულ ზეპირად იცი, არ გეშლება ბიბლიაზე ერთგულების ფიცი, არადა, როგორ გიყვარს უცნაური მასაჟები, უნგრელები, ფინელები, რუსები და ყაზახები.

მიშა, მიშა, მიშა, დროა უკვე წასვლის, მიშა, მიშა, მიშა, გეფიცები მართლა არ მწყინს!.. ამდენი ხანია ვიცდით და ახლა ყველამ ერთხმად დავიყვიროთ, მეგობრებო. აბა, მოდით, იცით, რაა?.. თქვი მიშას რა, ბიძინა!..

კარგად დაიწყე სტარტი, მაგრამ ფინიში ცუდად დამთავრდა. ვეღარ დადიხარ ჩინურში, შენი ბიუჯეტი უკვე გათავდა. იქით თუ აქეთ, აქეთ თუ იქით, გიჟივით დაფრინავდი, ამდენი ხალხი ნახე, მაგრამ მაინც ვერ დაჭკვიანდი.

რაც გინახავს, ვეღარ ნახავ და მთვარეზე ვეღარ ახვალ. თვითმფრინავი ჩამოგერთვა, ნეტავ, ახლა სადღა წახვალ, არადა, გინდა, არადა, ცდილობ, არადა იცი, არადა ფიქრობ, არადა, გრძნობ, მოვიდა ბიძინა!.."

სიმღერის პოლიტიკურობიდან და აქტუალობიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, მას საკმაოდ ბევრი ადამიანი ნახავს, რადგან ის ახლახან, 26 ოქტომბერს განათავსეს.

იხილეთ ვიდეო

ქეთი მელაძე
სპეციალურად "რეიტინგის" საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 10 /
ტამუნა
თქვენ მაგრები ხართ დავაით ორივემ მიშამაც და ბიძინამაც
21:50 / 04-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ტატა
ნეტა რა გვემღერება ორი აგური უნდა გვეჭიროს.
20:43 / 30-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ზაური
ლაზიკაში მარტლა მიდის მარშრუტკა უკვე ტუ მე ჩამოვრჩი ცხოვრებას და ისევ"ჩარეცხილის"დონეზე დავრჩი?
20:41 / 30-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნათია
ნაციიონალებო ააიტ!:D
15:22 / 29-10-2013
გამოხმაურება / 0 /
აბოკი
ნეტა უეტესი ცხოვრება ვინ მოგანდობატ, მაგარი სირები ხარტ
11:30 / 29-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ლადო
ჯერ ერთი რომ ლექსის რითმი აქ არ არის, და დაუნახაობა იქნებ არაც მიშამ ქვეყანას გაუკეთა, დაამთავრა იმ კაცმა თავისი საპრეზიდენტო ვადა და მიდის მშვიდობიანად, ავირჩიეთ ახალი პრეზიდენტი და ღმერთმა გვისმინოს და იმდენი მაინც გააკეთებინოს რაც მიშამ გააკეთა, "იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა", "დრონი მეფობენ და არა მეფენი". საქართველო გაბრწყინდება!!!
09:55 / 29-10-2013
გამოხმაურება / 0 /
გრიშა
მიშას მხარს ვუჭერდი ვიდრე 2008 წლის აგვისტოს ჯადოქრობებში გაიხლართებოდა.... კაციშვილი რო ვარ იგებს რა მოახდინა თუ რაში შეიტყუეს თუ რა ფოკუზი ჩაატარა.... მაგ ომის მერე მივხვდი რო მაგას თავისი სკამის გარდა ყველაფერი ფეხებზე ეხატა.... მანამდე ყველაფერს ვამართლებდი გრეჩიხების და ბადრის ვაი ოპოზიციის დარბევებსაც, ქურდების ტრაკში ტყვნასაც, წითელი ინტელიგენტების ჩარეცხვასაც.... მარა ცხინვალის სისულელეებისთვის დასახვრეტია!!!
12:54 / 28-10-2013
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
მიშამ მაინც ბევრი კარგი გააკეთა, ცუდიც იყო მაგრამ თუ მაგრები ვართ ლექსად რითმების ძებნის ნაცვლად საქმე ვაკეთოთ, საქმე კი ბევრზე ბევრია, მიშას რომ ვაშაყირებთ მაგაზე მაგარი რომელი იყო ამ ბოლო 10 წლის პერიოდში, არავინ არ ყოფილა, ღმერთმა ბიძინა გამოგვიგზავნა და მაგასაც უკვე შაყირს უწყებენ მხარდაჭერის და საქმის კეთების ნაცვლად, და საერთოდ მე ნამდილად ვიცი რომ საქართველო გადარჩება !!!!!!
08:16 / 28-10-2013
გამოხმაურება / 0 /
nino
თქვენ სიმგერები გამოიგონეთ საქართველო დაგუპულია
06:16 / 28-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ცოპე
წადი რა სახლსჰი
22:07 / 27-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS