07 იანვარი, 2017
„როგორც ჩანს, ყველა წუთს მნიშვნელობა აქვს მაიას გადარჩენისათვის“
ვახტანგ რჩეულიშილი ფეისბუქზე მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის  მდგომარეობაზე კიდევ ერთხელ წერს.

"გიჟებს ეკლესია წყალობს. ჩემს თავზე მაქვს საუბარი: დღეს რუსუდანს ვურეკავდი და ზარი არ გადიოდა. თურმე ტელევიზორის პულტით ვკრიფავდი ნომერს. ასე გამომათაყვანეს მაიას და გუკას წამებით. ჩვენთვის ამ ქვეყანაში ერთი უფლება ყოფილა-სიკვდილის უფლება ვიღაცების ბინძური პოლიტიკური თამაშების შესანიღბავად.

მაიას საქმეზე ჩვენი ექსპერტ-კონსულტანტები არიან თავისი კონკრეტული დარგის წამყვანი სპეციალისტები: გულის მკურნალობაზე ჩაფიძე
და გოგორიშვილი, ფილტვის სიმსივნეს დარგში გაგუა და კუჭავა, მშენებლობის დარგში ტულაშვილი და წოწორია, შპს-ების სამართალში ნინიძე და ბარათაშვილი და ა.შ. არც პროკურატურა და არს სასამართლო მათ ყურს არ უგდებს არც მაიას და არც ამ ცნობილ სპეციალისტებს, არ იხილავენ მათ დასკვნებს და თან არც მალავენ, რომ თავად ამ სფეროებში არცერთი არ ერკვევა.

ამიტომაც ვთხოვ დარგის სპეციალისტებს გაეცნონ ამ დასკვნებს და თავისი აზრი მოგვაწოდონ ხელმოწერების სახით საიტზე MANIFEST.GE ან მაია რჩეულიშვილის ფეისბუკ გვერდზე. გთხოვთ გააზიაროთ, როგორც ჩანს ყველა წუთს მნიშვნელობა აქვს მაიას გადარჩენისათვის. მაიასთან ერთად დაიკარგება მთელი ცენტრ-პოინტის ქონებაც, მისაკუთრების ამდენი მსურველი რომ გამოუჩნდა. ცენტრ-პოინტის საქმე საუკუნის აფიორააა მართლაც: ჯერ ჩვენი საკუთარი კომპანიის ათეულობით მილიონი დოლარის მითვისება და შემდეგ კვალის დასაფარავად გაძარცვული დედა-შვილის დადანაშაულება და წამება.

მაგრამ უფალი დიდია-ხვალე კატოს დაბადების დღეა და ყველას შეგვეწიოს შობის მადლი“.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS