06 იანვარი, 2017
"დღეს კიდევ 4 ულამაზესი სიცოცხლე გაქრა... 2 ბიჭი და 2 გოგონა..." - ავტოავარიის მორიგი მსხვერპლნი
ჟურნალისტმა ბესო ჩუბინიძემ საზოგადოებას კიდევ ერთი ტრაგედიის შესახებ ამცნო და მოუწოდა კიდეც. გთავაზობთ მის ვრცელ პოსტს ამ თემაზე:

"ხალხოოოო!!! რაღაც ქენით, რამე გააკეთეთ! იყვირეთ! იჩხუბეთ! იწიოკეთ! რაც გინდათ გააკეთეთ, მაგრამ ჩუმად ნუ ზიხართ და ხმამაღლა ილაპარაკეთ, სანამ ურემი გადაბრუნდება ხოლმე!!! აღარ შემიძლია უკვე!!! 1-ლში ხუთი ქართველი ვაჟკაცი ბიჭი ცოცხლად ჩაიწვა გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავ მანქანაში რუსთავში, დღეს კიდევ 4 ულამაზესი ახალგაზრდა 21 წლის 2 ანგელოზი გოგო და 2 ვაჟკაცი ბიჭი დაიღუპა გადაჭარბებული სიჩქარის გამო ავტობანზე! არააააააააააააააააააააა...
აღარ შემიძლიააა....!!!!

თქვენც ამოიღეთ ხმა! თქვენც იყვირეთ, - არვიცი რამე ქენით!!!!!!!!!!!! რამე ქენით! რამეეე!!! მომავალი თაობა გვინადგურრრდება!!! და რისსს გამო?!! რატოოოო?!!!! მე ნუ მეძახით აგრესიულს და მომაბეზრებელს, როცა სიჩქარისადმი ზიზღს ვქადაგებ! როცა ბაიკების და ბაიკერების აღვირახსნილობაზე გელაპარაკებით! იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
ირინა
ნამდვილად რაღაც ზომები უნდა მიიღონ და თავდაპირველად მაინც თვითონ უნდა მივიდნენ იმ შეგნებამდე რა მოჰყვება ეგეთ გადაჭარბებულ სიჩქარეს. სად ეჩქარებათ? რატომ იკლავენ ძალით თავს. უნდა გამკაცრდეს მართვის მოწმობის აღების წესები და მკაცრად დაისაჯოს თოთოეული მოქალაქე ყველა წესის დარღვევაზე.
17:04 / 10-01-2017
გამოხმაურება / 0 /
ზურა
რა არის აქ გაუგებარი.უნდათ რომ მოკვდნენ ,და კვდებიან, იკლავენ თავებს .მართვის მოწმობას რომ იღებენ ,არა მგონია იქ სწავლობდნენ ,რომ იმოძრაონ იმ მაქსიმალური სიჩქარით,რაც მანქანას შეუძლია რომ განავითაროს. მკაცრად უნდა გაკონტროლდეს ეს სიტუაცია და პირველივე შემთხვევაში ჩამოერთვას მართვის მოწმობა ხუთი წლით. თუნდაც სამუდამოდ. იარონ მერე საზოგადოებრივი თრანსპორტით, დატენილი რევოლვერი რომ საფეთქელთან მიიტანოს და სასხლეტს გამოჰკრას თითი ,ყველამ იცის რომ ტვინს აასხამს ჰაერში ,და ისიც იცის ყველამ ,რა მოჰყვება გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობას,მაგრამ ამ დეგენერატებს თავი შშუმახერებჰგონიათ
00:21 / 10-01-2017
გამოხმაურება / 0 /
ბასასა
ლაწირაკებს მარტვის მოწმობას,რომ აძლევენ ამიტომაც ასეტ შედეგს ვიმკიტ,ტავდაპირველად მშობლები ჩადიან ცოდვას და მასქანიტ ანებივრებენ ეგრეტწოდებულ შვილებს,
20:51 / 08-01-2017
გამოხმაურება / 0 /
მალხაზი
მოსახლეობამ რა უნდა გავაკეთოთ. კანონმა უნდა იკანონოს ბყველკასთვის და საჭიროებაც მოითხოვს რომ გაამკაცრონ. არავითარი დანდობა მოძრაობის წესების დამრღვევებს. ერთი უნდა ნახო პლეხანოვზე კინოსტუდიიდან მარჯანიშვილის მეტრომდე მონაკვეთში. დღისით თავი რუსთავის ავტოდრომზე გეგონება, ღამე ხომ საერთო. არავითარი განსხვავება ავტობუს, მარშუტკასა და მსუბუქ მანქანაებს შორის. ორმაგი სამმაგი გასწრება, ორ რიგში დგომა მანქანების მიტოვებით, საკუთარ ეზოში ვერ შეხვალ მანქანით. და ესეა ალბათ მთელ ქალაქში. პატრული კი სეირნობს აივლიან ჩაივლიან. მილიონჯერ მივწერე ფბ-ზე მერიის ,საპატრულოს , საკრებულოს მესვეურებს რეაგირება ნოლი............
16:29 / 06-01-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS