სოციალურ ქსელში გავრცელებულმა "საახალწლო" რეკლამამ ფეისბუქ-მომხმარებლების აღშფოთება გამოიწვია. რეჟისორ დავით ჯიბლაძის მიერ გადაღებული ვიდეორგოლი "
"Papa vs. Santa"" ახალი წლის ღამეს აღწერს, როცა ბუხრიდან ჩამოსულ "ამერიკელ" სანტას სახლში ქართველი "თოვლის პაპა" დახვდება. სცენარის მიხედვით, თოვლის პაპა ჩიჩილაკით კლავს "გადამთიელს" და აბაზანაში მჟავის დასხმით წვავს. თუმცა, ყველაფერი ამით არ სრულდება - სანტას "მკვლელობას" პატარა ბიჭუნა შეესწრება...
იხილეთ ვიდეოკლიპის ბოლოს სარკეზე ვკითხულობთ წარწერას: "
New Studio გილოცავთ ქართულ ახალ წელს". სარეკლამო რგოლი, სწორედ
New Studio-ს დაკვეთითაა გადაღებული.
კლიპის შინაარსმა საზოგადოების ცხარე კრიტიკა დაიმსახურა. ფეისბუქმომხმარებლები წერენ, რომ კლიპი "რიტუალური მკვლელობისკენ წაქეზება და სიძულვილის გაღვივებაა" და ისინი სამართალდამცველ უწყებებსაც კი მიმართავენ, დაინტერესდნენ კლიპის ავტორების ვინაობით.
AMBEBI.GE ვიდეორგოლის რეჟისორს დავით ჯიბლაძეს დაუკავშირდა, რომელიც ამბობს რომ რგოლით სურდა ხალხისთვის ეთქვა, რომ ქართული ტრადიციები დააფასონ.
იხილეთ ინტერვიუ რეჟისორთან