10 მაისი, 2013
მარიამ გრიგოლიამ შსს-ში მუშაობის დაწყებაზე უარი განაცხადა
დაწყნარდით - არსად არ დავნიშნულვარ და ტყუილად ნუ ცდილობთ, კიდევ ერთხელ იერიში მიიტანოთ ინგაზე! ორიოდე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინგა გრიგოლიას შვილი, მარიამ გრიგოლია, რომელმაც კავკასიის სამართლის სკოლადაამთავრა და სისხლის სამართლის სპეციალისტი გახლავთ, შინაგან საქმეთა სამინისტროში ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსის თანაშემწედ დაინიშნა. გავრცელებული ხმების თანახმად, მარიამმა გასაუბრება გაიარა და ამ გზით აღმოჩნდა თანამდებობაზე. ამ ინფორმაციის ინტერნეტსაიტზე გამოჩენას მკითხველთა მხრიდან საკმაოდ უხეში კომენტარები და შეფასებები მოჰყვა. 

საინტერესოა, რომ რეალური ინფორმაცია ცოტათი განსხვავებულია. საქმე ისაა, რომ მარიამმა
კი გაიარა გასაუბრება, თუმცა თანამდებობაზე ჯერ დანიშნული არ გახლავთ. მარიამისთვის უხეში კომენტარების წაკითხვა საკმაოდ მტკივნეული აღმოჩნდა და გადაწყვიტა, ამ ვაკანსიაზე უარს თქვას. მარიამი ფიქრობს, რომ ამგვარი ინფორმაცია მიზანმიმართულად ვრცელდება დედის, ინგა გრიგოლიას სახელის შესაბღალად. მოგეხსენებათ, ტელეწამყვანი ეკრანს მალე დაუბრუნდება და მაყურებელს „პირველ არხზე“ ახალ გადაცემას წარუდგენს. გთავაზობთ მარიამის განცხადებას, რომელიც მან „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.

Rating

სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 14 /
მაიკო
ჩემო კარგო ძალიან ცუდად მოიქცევი თუ შენი კარიერის პირველივე ნაბიჯზე უარს იტყვი და უკან დაიხევ, საქართველოში ასეა დიდი დიდი 1 კვირა ილაპარაკონ მერე ახალი ექნებათ სალაპარაკო, ასე რომ მოიწყვე სენი ცხოვრება და გაიხარე
04:28 / 11-05-2013
გამოხმაურება / 0 /
თათა
ამ ხალხს მეტი საქმე არ აქვს რაა,დაეტიოს ყველა მის ტყავში და ნუ ხართ ასეთი ბოროტები,შენ კიდე მარიამ სადაც გინდა იქ იმუშავე რატო ითვალისწინებ ამ ბოროტი ბრბოს აზრს,წარმატებები!!!
03:04 / 11-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მანანა
რას ქვია უარი ტქვი ,ეს ბოროტები არ ,გაახარო,დაიწყე მუსჰაობა ,აბა რისტვის ისწავლე , არ ტქვა უარი ტორემ,მერე ინანებ ,ჯერ ბავსჰვი ხარ და ცხოვრებასჰი ბევრ უსამარტლობას დაინახავ ,ტუ ერტი დაიხიე უკან მერე ზნელია ტავის დახწევა ამიტომ მებრზოლი უნდა იყო, მიხარია ასეტი კარგი დედა-სჰვილი რომ ხარტ
02:39 / 11-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მარინა
ძალიან მიყვარს ინგა და წარმატებებს ვუსურვებ არა მარტო მას, არამედ შენც. ძალიან ბევრი შურიანი ადამიანია და ნუ მიაქცევ ყურადრებას. საქ-ში ერთ-ერთი ძლიერი ჟურნალისტის შვილობა საამაყოა. აბა, შენ იცი, ყოჩაღად იყავი
00:18 / 11-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS