10 მაისი, 2013
მარიამ გრიგოლიამ შსს-ში მუშაობის დაწყებაზე უარი განაცხადა
დაწყნარდით - არსად არ დავნიშნულვარ და ტყუილად ნუ ცდილობთ, კიდევ ერთხელ იერიში მიიტანოთ ინგაზე! ორიოდე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინგა გრიგოლიას შვილი, მარიამ გრიგოლია, რომელმაც კავკასიის სამართლის სკოლადაამთავრა და სისხლის სამართლის სპეციალისტი გახლავთ, შინაგან საქმეთა სამინისტროში ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსის თანაშემწედ დაინიშნა. გავრცელებული ხმების თანახმად, მარიამმა გასაუბრება გაიარა და ამ გზით აღმოჩნდა თანამდებობაზე. ამ ინფორმაციის ინტერნეტსაიტზე გამოჩენას მკითხველთა მხრიდან საკმაოდ უხეში კომენტარები და შეფასებები მოჰყვა. 

საინტერესოა, რომ რეალური ინფორმაცია ცოტათი განსხვავებულია. საქმე ისაა, რომ მარიამმა
კი გაიარა გასაუბრება, თუმცა თანამდებობაზე ჯერ დანიშნული არ გახლავთ. მარიამისთვის უხეში კომენტარების წაკითხვა საკმაოდ მტკივნეული აღმოჩნდა და გადაწყვიტა, ამ ვაკანსიაზე უარს თქვას. მარიამი ფიქრობს, რომ ამგვარი ინფორმაცია მიზანმიმართულად ვრცელდება დედის, ინგა გრიგოლიას სახელის შესაბღალად. მოგეხსენებათ, ტელეწამყვანი ეკრანს მალე დაუბრუნდება და მაყურებელს „პირველ არხზე“ ახალ გადაცემას წარუდგენს. გთავაზობთ მარიამის განცხადებას, რომელიც მან „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.

Rating

სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 14 /
ანა
არასოდეს მიაქციო ყურადღება უსაქმური და შურიანი ადამიანების ლაპარაკს. ყოველთვის იყავი შენს თავში დარწმუნებული და ამით დედას უფრო მეტად გაახარებ
12:09 / 14-05-2013
გამოხმაურება / 0 /
სტუმარი
იქნებ გვარი გადაამოწმოთ და ისე წეროთ მერე, გრიგოლია არ არის
00:11 / 12-05-2013
გამოხმაურება / 0 /
სოფო
თუკი ეს მართალია, აფსუს ინგა გრიგოლიას შვილო , რა ადვილად ჩაგაქნევინეს ხელი საკუთარ გგმებზე?!.
15:59 / 11-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მანანა
კარგი გოგო ხარ და წარმატებას გისურვებ. ინგა პატიოსანი ადანიანი, რაც მან არჩევნების წინ დაამტკიცა თავისი გაბედული ნაბიჯით. შენ ფარხმალს ნუ დაყრი. ცხოვრება ასეთია.
14:55 / 11-05-2013
გამოხმაურება / 0 /
დაია
ნუ მიაქცევ ხალხის კომენტარებს ყურადგებას, შენ სულ ინგას შვილი იქნები და მაშინ ვერაფერი გიკეთებია ცხოვრებაში. რამდენი ბოროტია ამ ქვეყნად და ნუ მიაქცევ ყურადგებას, იტყვიან ერთხელ, ორჯერ და გაჩერდებიან მოთმინება იქონიე და შენს კარიერას ნუ დაინგრევ. ავი ინგასავით შემართული
12:56 / 11-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მერი
დრონი მეფობენ,მოვა დრო და გადაფასდება შეხედულაბები,საკთარ ტავტან იკავი მარტალი
12:36 / 11-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ონიანი ტამარი
მარიამ გენაცვალე ნუ უყურებ ყველას ბოროტი ენები ყოველტვის იქნება იყავი მებრდზოლი ისეტი როგორიც დედა სჰენია არ სჰესჰინდე
10:50 / 11-05-2013
გამოხმაურება / 0 /
სოფი
მარიამ,ეგრე თუ უსმინე გაბოროტებული ხალხის კომენტარებს,ვერასოდეს ვერ მიაღწევ ცხოვრებაში იმას,რასაც მიზნად დაისახავ...ცხოვრებაში უსამართლო ალი-ყური ყველა ადამიანს ხვდება ხოლმე :-)...ასე რომ ნუ დანებდები,იბრძოლე ისე როგორც ეს ინგა გრიგოლიას შვილს შეჰფერის...სწორედ რომ ამ შედეგის მიღწევას ცდილობდნენ იმ კომენტარების ავტორები და შენ მახეში ნუ გაებმები...დატკბი შენი ცხოვრებით და არჩევანით :-)...წარმატებები
10:44 / 11-05-2013
გამოხმაურება / 0 /
თათია
მარიამ ინგას შვილს არ გეკადრება ასეთი სისუსტის გამოჩენა.....ინგა ალბათ უკან არ დაიხევდა და ხააალხის ჭორებს ყურადღებას არ მიაქცევდა....
09:10 / 11-05-2013
გამოხმაურება / 0 /
გიო
აუცილებლად უნდა დაიწყო მუშაობა ნურავის ნუ უსმენ
09:05 / 11-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS