დაწყნარდით - არსად არ დავნიშნულვარ და ტყუილად ნუ ცდილობთ, კიდევ ერთხელ იერიში მიიტანოთ ინგაზე!
ორიოდე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინგა გრიგოლიას შვილი, მარიამ გრიგოლია, რომელმაც „
კავკასიის სამართლის სკოლა“
დაამთავრა და სისხლის სამართლის სპეციალისტი გახლავთ, შინაგან საქმეთა სამინისტროში ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსის თანაშემწედ დაინიშნა. გავრცელებული ხმების თანახმად, მარიამმა გასაუბრება გაიარა და ამ გზით აღმოჩნდა თანამდებობაზე. ამ ინფორმაციის ინტერნეტსაიტზე გამოჩენას მკითხველთა მხრიდან საკმაოდ უხეში კომენტარები და შეფასებები მოჰყვა.
საინტერესოა, რომ რეალური ინფორმაცია ცოტათი განსხვავებულია. საქმე ისაა, რომ მარიამმა
კი გაიარა გასაუბრება, თუმცა თანამდებობაზე ჯერ დანიშნული არ გახლავთ. მარიამისთვის უხეში კომენტარების წაკითხვა საკმაოდ მტკივნეული აღმოჩნდა და გადაწყვიტა, ამ ვაკანსიაზე უარს თქვას. მარიამი ფიქრობს, რომ ამგვარი ინფორმაცია მიზანმიმართულად ვრცელდება დედის, ინგა გრიგოლიას სახელის შესაბღალად. მოგეხსენებათ, ტელეწამყვანი ეკრანს მალე დაუბრუნდება და მაყურებელს „პირველ არხზე“ ახალ გადაცემას წარუდგენს. გთავაზობთ მარიამის განცხადებას, რომელიც მან „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის