29 დეკემბერი, 2016
ნოე სულაბერიძის პროვოკაციული დაბრუნება ტელეეთერში - "18+" შოუ, სადაც პროდიუსერი წამყვანად მოგვევლინება
ტელევიზიიდან და კერძოდ, ისეთი პროექტიდან წასვლის შემდეგ, როგორიც "ცეკვავენ ვარსკვლავებია", პროდიუსერი ნოე სულაბერიძე არც ერთ ტელევიზიაში გამოჩენილა, ზოგადად ამ სფეროდან წავიდა და გარკვეული პაუზა ჰქონდა, თუმცა ბოლო რამდენიმე დღეა, ერთ-ერთ სატელევიზიო პრომოში გამოჩნდა.

ვიდეორგოლი იმით იწყება, რომ ცნობილი ადამიანები (ზურა ყიფშიძე, ნინო სურგულაძე, დათო ევგენიძე, გიო ხუციშვილი, ნინი ბადურაშვილი, რამაზ ნოზაძე...) ეკრანიდან, ერთი შეხედვით, გვაგინებენ, - "მოგ", მოგი...", "მოგიტ...", რაც უხერხულ სიტუაციას ქმნის. თუმცა, კლიპის ფინალში ირკვევა, რომ ისინი ტელეეკრანთან ახალი გადაცემის საყურებლად გვეპატიჟებიან...

AMBEBI.GE
ყველაფერში გასარკვევად პროდიუსერ ნოე სულაბერიძეს დაუკავშირდა.

- პრომოს ნახვის შემდეგ ეჭვი გაგვიჩნდა, რომ რაღაც ახალ პროექტს იწყებ და პაუზის შემდეგ, ტელევიზიაში პროვოკაციულად ბრუნდები...
- დიახ, ვბრუნდები... რაც ქართულ ტელევიზიას ყველაზე მეტად აკლია, არის ფორმატი, რომლის ავტორიც ვარ მე. გადაცემა ღამის 12 საათზე დაიწყება, რის გამოც მას "18+" დავარქვი. ის ისეთ ელემენტებს შეიცავს, რაც 18 წელს ზემოთ ასაკისთვის არის განკუთვნილი...

- ეროტიკული შოუა?
- მაგას მაყურებელი ნახავს... იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS