25 ოქტომბერი, 2013
იამ და ტარიელმა კარავი დაშალეს და ყველანაირი რეიტინგი მოხსნეს
თუმცა, იას გაცნობის შემდეგ, ბავშვობის საყვარელი მსახიობით იმდენად მოიხიბლა, რომ გარისკა და ხელი პირდაპირ ფილარმონიის სცენაზე სთხოვა ია ფარულავას და ტარიელ სუარის სტუმრობამ ''პროფილში'' ხუთშაბათ საღამოს მაყურებელი ეკრანს მიაჯაჭვა. წყვილის უცნაურად გაცნობის ისტორიამ მაყურებელი გაოგნებული დატოვა.

ია ფარულავას ეპატაჟურობა უკვე არავის უკვირს, მაგრამ სპეციალურად ''პროფილისთვის'' ტარიელის მიერ ნაჩვენები გიტარის სწავლის გაკვეთილებმა იაც კი გააწითლა.

ერთობ უცნაურსა და მხიარულ წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა ცხრა წელია. ტარიელს პირველი ოჯახი რამდენიმე წლის წინ დაენგრა და როგორც თავად აღნიშნა,
დაოჯახებას აღარ აპირებდა.

თუმცა, იას გაცნობის შემდეგ, ბავშვობის საყვარელი მსახიობით იმდენად მოიხიბლა, რომ გარისკა და ხელი პირდაპირ ფილარმონიის სცენაზე სთხოვა.

''ძალიან მაგარი გამოვიდა ''პროფილში'' ჩემი და ტარიელის სტუმრობა. დაინგრა ტელეფონი და "ინბოქსი". ყველას დიდი მადლობა, მიყვარხართ... ახლა ერთი ვალიუმი თუ დამაძინებს. ტარიელ, დაშალე კარავი'' ...

ამ სიტყვებით მიმართა ფარულავამ სოციალური ქსელიდან ღამის პირველ საათზე და სავარაუდოდ, სანამ ია ლოგინამდე მივიდოდა, ტარიელი კარავში დახვდებოდა, თან დაშლილში.

''ვაშააა, გუშინდელმა ''პროფილმა'' ტოტალურად მოუგო ცეკვებს თბილისსა და რეგიონშიც, ძალიან დიდი სხვაობით. მაია, მაგარი ხარ'' ... _ ამ სიტყვებით მიმართა მაია ასათიანს ფარულავამ.

მოგვიანებით გადაცემა ''პროფილმა'' ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე გუშინდელი რეტინგი გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, სატელევიზიო სივრცეში რეტინგებისთვის ბრძოლა გრძელდება...

იხილეთ ვიდეო

ქეთი მელაძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 23 /
qqq
dza magrebi arian.tariels etyoba rom dzan uyvaras iaa....miyvars asetiiii sasiamovno ambebjs mosmenq.gmertma shegaberot ertmanets da ias vusurveb tavisi sanukvari ocnebis asrulebas
09:02 / 26-10-2013
გამოხმაურება / 0 /
მაომაო
:d
20:44 / 25-10-2013
გამოხმაურება / 0 /
მასხარა
ბედნიერი ერი ინ ექშენ!
17:05 / 25-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS