29 დეკემბერი, 2016
ფეხმძიმე ლიკა ლაბაძეს ორ ქალაქში მოუწია ნაძვის ხის მორთვა (+ ფოტოები)
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ბალერინა და ტელეწამყვანი ლიკა ლაბაძე ბავშვს ელოდება. ლიკამ ინსტაგრამზე დედასთან ერთად გადაღებული ფოტო დადო, სადაც ის დედასთან ერთადაა და აშკარად ჩანს, რომ ბავშვს ელოდება.





ლიკა ქმრის გვარზე გადავიდა. ის ლიკა ლაბაძე - მარელა გახდა. ორსულობის მიუხედავად ლიკა აქტიურ ცხოვრებას ეწევა, სოციალურ ქსელში ხშირად დებს ცეკვის ვიდეოებს.

ასევე ძალიან დატვირთულია ლიკას მეუღლე, ცოტა ხნის წინ  ჯოზეპე მარელას კინოდებიუტი შედგა, ჯუზეპე ფრანგულ-ამერიკულ ფსიქოლოგიურ დრამაში გადაიღეს.

ჟურნალ ''სარკესთან'' საუბარში ჯუზეპე ამბობს ''ფრანგულ-ამერიკულ
ფილმში, ფსიქოლოგიურ დრამაში გადამიღეს, რომელშიც მთავარ როლს ვასრულებ.

ლიკა ლაბაძის ქმრის სამსახიობო დებიუტი შანზ-ელიზეზე შედგა

ფილმის რეჟისორი ფრანკ ვიქტორია. ეს ფილმი არის პიროვნების შესახებ, რომელსაც რთული ცხოვრება აქვს და სულიერ სიმშვიდეს ვერ პოულობს. ფილმის პრემიერა პარიზში, შანზ-ელიზეზე ერთ-ერთ კინოთეატრში შედგა. ფილმის ჩვენება მალე საერთაშორისო კინოფესტივალებზე შედგება".

ასეთი ცხოვრების წესის გამო ლიკას და ჯუზეპეს წელს ორ ქალაქში - რომში და პარიზში მოუწიათ ნაძვის ხის მორთვა.

''რომი VS პარიზი

წელს ორმაგად ვიმუშავეთ'', წერს ლიკა და ორივე ქალაქში მორთულ ნაძვის ხის ფოტოებს აქვეყნებს. 

Rating

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
რიმა
აი ქალი ლამაზიც და ბედნიერიც.გაიხარე ლიკა
18:31 / 04-01-2017
გამოხმაურება / 0 /
ლალი
ბედნიერებას გისურვებტ:))
01:08 / 03-01-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS