29 დეკემბერი, 2016
უყურე, გადაახვიე, დააპაუზე! –" SilkTVყველა არხი ყველა აბონენტს ერთდროულად ჩაერთო"
სულ სხვა გემო აქვს საჩუქარს საახალწლოდ. 200-ზე მეტი არხი სილქნეტის სატელევიზიო სერვისში ჩართულ ყველა მომხმარებელს ავტომატურად გაუაქტიურდა. 20 დეკემბრიდან 20 იანვრის ჩათვლით აბონენტებს მიეცემათ შესაძლებლობა ფასის შეუცვლელად ისარგებლონ SilkTV-ის სრული მაუწყებლობით, მათ შორის თემატური პაკეტებით.

ერთი თვის მანძილზე საინფორმაციო, შემეცნებითი, გასართობი, საბავშვო, მუსიკალური, კინო თუ სპორტული შინაარსის ქართული და უცხოური არხებით მომხმარებლებს საშუალება ექნებათ უკეთ გაეცნონ თითოეული არხის პროგრამას, შეარჩიონ სასურველი შინაარსის გადაცემები, ტვ-შოუები, მოირგონ ის შესაძლებლობები, რასაც ინტერაქტიული ტელევიზია თავაზობს მათ.

როგორც სილქნეტში აცხადებენ
საახალწლო აქციით ყველა აბონენტს, ფასის შეუცვლელად, ერთი თვით ჩაერთო ყველაზე მაღალი პაკეტი Delux (70 ლარი) და მაუწყებლობაში არსებული 200-ზე მეტი არხი ავტომატურად გაუაქტიურდა, ასევე ავტომატურად შეუჩერდება სრული მაუწყებლობა 20 იანვარს თბილისსა და რეგიონში.

Rating

ყველაზე მეტი ინტერესი კინო, სპორტულ და შემეცნებითი შინაარსის არხებზე მოდის, ასევე გასართობ პროგრამებზე.
სპორტი მართლაც SilkTV-ში ჯობია! თემატური შილკ სპორტ პაკეტი ერთი თვით ყველა მომხმარებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ეს არხები ექსკლუზიურად რეიტინგული მატჩების თუ თამაშების ტრანსლირებას ახდენენ:

ესპანეთის ჩემპიონატი იგივე LaLiga

ინგლისის ჩემპიონატი იგივე Premier League

გერმანიის ჩემპიონატი იგივე Bundes Liga

ჰოლანდიის ჩემპიონატი იგივე Eredivisie

ევროპის ლიგა იგივე Europe League

ჩემპიონთა ლიგა იგივე Champions League

კალათბურთის ყველაზე ცეცხლოვანი ტურნირი - NBA ლაივ ტრანსლაციით და Wimbledon-ის საჩოგბურთო ჩემპიონატი.
გარდა ამისა, სილქნეტის სატელევიზიო სერვისი სპორტულ Eurosport, Viasat Sport; Бокс ТВ; Авто Плюс არხებსაც მოიცავს. საახალწლო აქციის ფარგლებში თითოეული ამ არხის პროგრამას უკეთ გაეცნობა მომხმარებელი.

SilkTV-ში HD ფორმატით 7 არხი მაუწყებლობს:fashion TV; National Geographic Channel; Luxe TV; food network; Eurosport; HD Life:". თემატური პაკეტების დამატებით აბონენტებს საშუალება ეძლევათ დაიმატონ სხვადასხვა ჟანრის არხები და გაიუმჯობესონ მაუწყებლობა.

პატარებს ქართულ ენაზე დუბლირებულ ანიმაციას, სილქნეტის მიერ საგანგებოდ შექმნილი არხი - Silk ქიდსი თავაზობს. ის ვინც Cartoon Network და Nickelodeon უყურებს, ენის ცვლა შეუძლია. სულ შილკთV-ში ათზე მეტი საბავშვო არხია განთავსებული. ყველა მათგანი ხელმისაწვდომი იქნება შეუზღუდავად 20 იანვრის ჩათვლით.

SilkTV -ი 30 მდე კინო არხს თავაზობს მომხმარებელს. საუკეთესო სერიალები, ტვ-შოუები Fox Life-ზე გადის, უახლესი კინო პრემიერები არხებზე A-media-premium; A-media hit New Roman''-ზე.

თუ გაქვთ რამდენიმე საყვარელი არხი, რომელსაც ყოველდღიურად უყურებთ და რომელიც სხვადასხვა კატეგორიაშია გაფანტული, შეგიძლიათ ერთად მოუყაროთ თავი და პულტის მეშვეობით დაალაგოთ ისინი მენიუს კატეგორიაში "რჩეული".
პულტით ჩერდებით სასურველ არხზე, რომელიც გსურთ რჩეულად აქციოთ. პულტზე არსებული ლურჯი ღილაკით ჩანიშნავთ არხს, რომლის გასწვრივ გაჩნდება "ვარსკვლავი", რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არხი მოხვდა მთავარი მენიუს განყოფილებაში "რჩეული".

ვიდეო გიდი

https://www.youtube.com/watch?v=a07cJef7VGA&list=PL3vKq33F6D5VX5KqOdv1kganNHZbf73Mh&index=9/

არხების დალაგების მიზნით და სასურველი თანმიმდევრობის მისანიჭებლად, იყენებთ პულტის ყვითელ ღილაკს და ისრით სასურველ პოზიციაზე გადაგყავთ არხი.

SilkTV- სატელევიზიო სერვისი უნიკალურია და გამოირჩევა ბაზარზე, როგორც მოხმარების სიმარტივით, ინტერაქტიულობით /გადახვევა-დაპაუზება/,ისე ექსკლუზიური კონტენტით - Silk -ის ჯგუფში გაერთიანებულია კინო, საბავშვო, შემეცნებითი და სპორტული არხები. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ეკრანიდან, პულტის მეშვეობით დაიმატოს სხვადასხვა ჟანრის რეიტინგული არხი, შეცვალოს ენა, თავად შექმნას რჩეული არხების კატეგორია.

ტრადიციულად საახალწლო დღეებში თითოეულ არხს განსაკუთრებული პროგრამა ექნება. SilkTV-ის სადღესასწაულო აქცია განსაკუთრებულ განწყობას შეუქმნის ტელემაყურებელს.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS