25 ოქტომბერი, 2013
იულია ქავთარაძის გაგდებამ სერიოზული აჟიოტაჟი გამოიწვია
მართალია, გოჩას სიმთვრალე სოფო ნიჟარაძისა და მისი მეწყვილის ''განუმეორებელ'' ვალსს დააბრალეს - თვალებდაბინდულმა გოჩამ სოფიასთვის ათიანი გაიმეტა ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მესამე საკონკურსო ტურზე მოვლენები უცნაურად განვითარდა. გარდა იმისა, რომ ჟიურის ყველაზე ავანგარდული წევრი, გოჩა ჩერტკოევი ოდნავ შეზარხოშებული ჩანდა, პროექტიდან ერთ-ერთი საუკეთესო წყვილი იულია ქავთარაძე და ოთო ფოლადაშვილი გაუშვეს.

მართალია, გოჩას სიმთვრალე სოფო ნიჟარაძისა და მისი მეწყვილის ''განუმეორებელ'' ვალსს დააბრალეს - თვალებდაბინდულმა გოჩამ სოფიასთვის ათიანი გაიმეტა.

მართალია, როგორც ნიჟარაძე წინა ტურზე ოცნებობდა, გოჩასგან ''ექსელენთ'' ვერ გაიგო, მაგრამ
მაინც კმაყოფილი დარჩა, რადგან უმაღლესი შეფასება მიიღო. ათიანები დაუწერეს ''იმედის'' ჟურნალისტ თაკო ჩორგოლაშვილსაც, რომელიც ჟიურიმ პროფესიონალ მოცეკვავეს შეადარა.

იულიას ცეკვამ, სოციალურ ქსელში ნამდვილი ფურორი მოახდინა და მისმა გაგდებამ  საზოგადოებაში დიდი უკმაყოფილება გააჩინა.

გთავაზობთ, Forum.ge-ზე გამოქვეყნებულ პოსტებს, სადაც მაყურებელი მომხდარის გამო აღშფოთებას ვერ მალავდა...

keti 111

პეტო უნდა იყოს გარეთ და გუგა კუზანოვი სცენაზე? კუზანოვს მგონი გიაჩო სჯობდა. ტოლიკა მაგარ პრესშია, საწყალი...

marimari

მარაზმია და არ შემიძლია არ დაგეთანხმო... ორი უძლიერესი აუტსაიდერი... უი, იულია გავარდა... და ნინა და კუზანოვი დარჩნენ?


merciamercia

''ცეკვავენ ვარსკვლავები'' კი არა და ცეკვავენ ფულიანები დაარქვან.

just_mee

ნიჭი კი არ ფასდება, ფულები. სოფო მოიგებს, რად უნდა ამას ბევრი ლაპარაკი, ყველაზე ფულიანი ეგაა.

irinka555

სოფოოოოოო, პირველი იქნება ნაცების დამსახურებით, უსამართლობა ისევ...

Windmühle

შოკირებული ვარ. თვითონაც შოკში არიან ყველა _ მონაწილეებიდან დაწყებული ჟიურით დამთავრებული. ადგეს კუზანოვი, წკრიალაშვილი ან კოტიკო და დაუთმონ ოფიციალურად ადგილი, რა უბედურებაა ეს.

just_mee

ფინალი: წკრიალაშვილი, კოტიკო და სოფო. იგებს სოფო.

irinka555

როდის იქნება საქართველოში სამართლიანი რამე? რა უბედურებაა, უსამართლობის ზეიმი. არჩევნების მერე მაინც დაცხრენ...

Mariko20

და საერთოდ, ოდნავი სირცხვილის გრძნობა მაინც რომ ჰქონდეს მაგ სამიდან ერთ-ერთს უნდა დაეთმო იულიასთვის. ვსიო რა, ამ პროექტის ყურების სურვილი დავკარგე, თუ ასე გაგრძელდა უსამართლობა კუზანოვი შეიძლება ფინალშიც ვიხილოთ. ან რათ უნდათ ეგრე ფულებით გადასვლა ტურიდან ტურში როცა აშკარად იცი რომ ვერ ცეკვავ და ვიღაც კარგი იჩაგრება იმის გამო რომ ფული არ აქვს შენსავით. ოდნავი სინდისი მაინც თუ აქვთ ამ ადამიანებს მაინტერესებს (ნინას, კუზანოვს და კოტიკოს).

Mariko20

თვითონ ჩერტკოევიც და ჟიურის წევრებიც გაოცებულები იყვნენ და საერთოდ ყველასთვის შოკი იყო მგონი მათი გავარდნა. მე მაინც მგონია, რომ იულიას მოგება არ აწყობდათ, ამიტომ მოიშორეს თავიდანვე, საინტერესოა რატომ არ ამბობენ ბოლოს ვინ რამდენი პროცენტი მიიღო.
ისე ვეტოს უფლება აქვთ მგონი, მაგრამ არამგონია გამოიყენონ.

tsimbireli

სოფოზე გამოიყენებენ, თუ მართლა აქვთ უფლება...

GoSsiP GirL

რატომ გიკვირთ იულია რომ გავარდა, ვერ ვხვდები. იულია თავიდანვე კარგად ცეკვავდა. არანაირი განსაკუთრებული პროგრესი მას არ ჰქონია. ამავდროულად, უცხოა ქართული საზოგადოებისათვის. ჩემი აზრით, ისინი უფრო იმსახურებენ შემდგომ ტურებში გადასვლას, ვინც პროგრესს განიცდის და მართლა წვალობს იმისათვის, რომ რამე გამოუვიდეს.

gabi_3

უკვე მეორე გადაცემა იყო ველოდი კუზანოვის ან ნინას გავარდნას, მაგრამ იმედები გამიცრუვდა. უსამართლობა იქნებოდა ნანა რომ გავარდნილიყო მაგარია ძალიან.
ჟიური რაღაც ადვილად წერს მგონი 10-ს. ეს ჩერტკოევიც გადარიეს და საერთოდ, ხუთი ჟიურის წევრი არ იყო საჭირო, ზოგგან სამი ჰყავთ.

იხილეთ ვიდეო

ქეთი მელაძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 70 /
იკო
ერთადერთი ის მწყინს, რომ მაინცდამაინც ხუთშაბათ დღეს, პროფილის დროს რომ დაამთხვიეს "ცეკვავენ ვარსკლავები". "პროფილს" თავისი ნიშა აქვს სატელევიზო სივრცეში. ასე არ შეიძლებოდა. 2 წელი ცეკვები სულ ოთხშაბათს გადიოდა, ეხლა რა მოხდა? ყველას ხომ არა აქვს სილქნეტი, რომ უკან გადაახვიოს? იმედია მომავალში გაითვალისწინებენ. სხვა მხრივ "ცეკვავენ ვარსკლავები' უნიკალური პროექტია. წარმატებები ყველას
12:49 / 26-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნუნუკა
ჩემი ფავორიტები სალომე ჭაჭუა და სოფო ნიჟარაძეა. სალომე სიგიჟეა, ის არის ცეკვის ბრილიანტი! სოფო კი სცენის ფერია. გისურვებთ წარმატებებს გოგოებო!
12:39 / 26-10-2013
გამოხმაურება / 0 /
მზიკო
დაწყნარდით ხალხო, დაშოშმინდით. ვაიმე, რა დღეში აქვს ხალხს ნერვები ამ საქართველოში. უყურეთ პროექტს და უბრალოდ ისიამოვნეთ, თქვენს ფავორიტს სმს გაუგზავნეთ და გაიხალიეთ ცხოვრება. მე პირადად ყოველ ხუთშაბათს მოუთმენლად ველოდები, ძალიან მიყვარს ცეკვები და მინდა ხუთშაბათს საღამოს განვიტვირთო. გაუფრთხილდით ნერვებს
12:34 / 26-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
სოპოს ბრალია ყოულია რომ გააგდეს. უეტველი მისჰას ეტკოდა, თავიდან მომაშორეტ ეს გოგოო. არ მანერვიულოტოოო ჩაწკობაა მანდაც. სოპოს გაამარჯვებინებენ უეტველი. უსამარტლობააა.
05:48 / 26-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ლილუ
ძალიაააააან მეწყინა იულიას გავარდნაააააა, აგარ მინდა ეს პროექტი,ჩაოოო
01:16 / 26-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ამიტომ არ უნდა წყდებოდეს სმს ყველაფერი. ჟიურის ქულებიც მნიშვნელოვანი უნდა იყოს და ეს სოფო და ნინა რით ვერ მოაცილეს, არ გახადეს ყველაფრის მცოდნე ეს სოფო მაინც რა!!იულია აშკარად ჯობდა ბევრს მანდ
00:03 / 26-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ირა
ამერიკელების dancing with the star-ში ამ სეზონზე ,კერძოდ წინა კვირას გამოიყენეს ვეტოს უფლება და არავინ არ გაუშვიათ სახლში,სამაგიეროდ მომავალ ორშაბათს ორი წყვილი დატოვებს შოუს.მანამდე კი წყვილი რომლებიც პირველ პოზიციაზე იყვნენ გავარდნენ.ასე რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს,ტყუილად ნერვებს ნუ იშლით,უყურეთ და ისიამოვნეთ.
23:45 / 25-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ტატკა
იხილეთ კდემამოსილება, როცა სხვაზე ლაპარაკობთ: http://www.youtube.com/watch?v=Yph2Yu1Y5U ასეთი "ვარსკვლავი" უნდა ყადევს ამ ბოღმის ბუდეს. გრცხვენოდეთ ქართბველებო!!! სამარცხვინოა!!!
22:53 / 25-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ირენ
ეს არ არის პროფესიონალების ცეკვა სჰოუა და სჰოუს უხდება მოულოდნელობები, რაც სჰეეხება ჯიურიც სჰესაბამისად არაპროფესიულია. ჰვენ გვაინტერესებს სწორედ არაპროფესიონალების გაზრდა ცეკვაში ამ მხრივ საინტერესოა
21:11 / 25-10-2013
გამოხმაურება / 0 /
AMPREDUZO
ძალიან დაუვარდა რეიტინგი გუშინდელის გამო, ე.ი. წკრიალაშვილი და კუზანოვი დატოვეთ და...
21:09 / 25-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS