25 ოქტომბერი, 2013
იულია ქავთარაძის გაგდებამ სერიოზული აჟიოტაჟი გამოიწვია
მართალია, გოჩას სიმთვრალე სოფო ნიჟარაძისა და მისი მეწყვილის ''განუმეორებელ'' ვალსს დააბრალეს - თვალებდაბინდულმა გოჩამ სოფიასთვის ათიანი გაიმეტა ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მესამე საკონკურსო ტურზე მოვლენები უცნაურად განვითარდა. გარდა იმისა, რომ ჟიურის ყველაზე ავანგარდული წევრი, გოჩა ჩერტკოევი ოდნავ შეზარხოშებული ჩანდა, პროექტიდან ერთ-ერთი საუკეთესო წყვილი იულია ქავთარაძე და ოთო ფოლადაშვილი გაუშვეს.

მართალია, გოჩას სიმთვრალე სოფო ნიჟარაძისა და მისი მეწყვილის ''განუმეორებელ'' ვალსს დააბრალეს - თვალებდაბინდულმა გოჩამ სოფიასთვის ათიანი გაიმეტა.

მართალია, როგორც ნიჟარაძე წინა ტურზე ოცნებობდა, გოჩასგან ''ექსელენთ'' ვერ გაიგო, მაგრამ
მაინც კმაყოფილი დარჩა, რადგან უმაღლესი შეფასება მიიღო. ათიანები დაუწერეს ''იმედის'' ჟურნალისტ თაკო ჩორგოლაშვილსაც, რომელიც ჟიურიმ პროფესიონალ მოცეკვავეს შეადარა.

იულიას ცეკვამ, სოციალურ ქსელში ნამდვილი ფურორი მოახდინა და მისმა გაგდებამ  საზოგადოებაში დიდი უკმაყოფილება გააჩინა.

გთავაზობთ, Forum.ge-ზე გამოქვეყნებულ პოსტებს, სადაც მაყურებელი მომხდარის გამო აღშფოთებას ვერ მალავდა...

keti 111

პეტო უნდა იყოს გარეთ და გუგა კუზანოვი სცენაზე? კუზანოვს მგონი გიაჩო სჯობდა. ტოლიკა მაგარ პრესშია, საწყალი...

marimari

მარაზმია და არ შემიძლია არ დაგეთანხმო... ორი უძლიერესი აუტსაიდერი... უი, იულია გავარდა... და ნინა და კუზანოვი დარჩნენ?


merciamercia

''ცეკვავენ ვარსკვლავები'' კი არა და ცეკვავენ ფულიანები დაარქვან.

just_mee

ნიჭი კი არ ფასდება, ფულები. სოფო მოიგებს, რად უნდა ამას ბევრი ლაპარაკი, ყველაზე ფულიანი ეგაა.

irinka555

სოფოოოოოო, პირველი იქნება ნაცების დამსახურებით, უსამართლობა ისევ...

Windmühle

შოკირებული ვარ. თვითონაც შოკში არიან ყველა _ მონაწილეებიდან დაწყებული ჟიურით დამთავრებული. ადგეს კუზანოვი, წკრიალაშვილი ან კოტიკო და დაუთმონ ოფიციალურად ადგილი, რა უბედურებაა ეს.

just_mee

ფინალი: წკრიალაშვილი, კოტიკო და სოფო. იგებს სოფო.

irinka555

როდის იქნება საქართველოში სამართლიანი რამე? რა უბედურებაა, უსამართლობის ზეიმი. არჩევნების მერე მაინც დაცხრენ...

Mariko20

და საერთოდ, ოდნავი სირცხვილის გრძნობა მაინც რომ ჰქონდეს მაგ სამიდან ერთ-ერთს უნდა დაეთმო იულიასთვის. ვსიო რა, ამ პროექტის ყურების სურვილი დავკარგე, თუ ასე გაგრძელდა უსამართლობა კუზანოვი შეიძლება ფინალშიც ვიხილოთ. ან რათ უნდათ ეგრე ფულებით გადასვლა ტურიდან ტურში როცა აშკარად იცი რომ ვერ ცეკვავ და ვიღაც კარგი იჩაგრება იმის გამო რომ ფული არ აქვს შენსავით. ოდნავი სინდისი მაინც თუ აქვთ ამ ადამიანებს მაინტერესებს (ნინას, კუზანოვს და კოტიკოს).

Mariko20

თვითონ ჩერტკოევიც და ჟიურის წევრებიც გაოცებულები იყვნენ და საერთოდ ყველასთვის შოკი იყო მგონი მათი გავარდნა. მე მაინც მგონია, რომ იულიას მოგება არ აწყობდათ, ამიტომ მოიშორეს თავიდანვე, საინტერესოა რატომ არ ამბობენ ბოლოს ვინ რამდენი პროცენტი მიიღო.
ისე ვეტოს უფლება აქვთ მგონი, მაგრამ არამგონია გამოიყენონ.

tsimbireli

სოფოზე გამოიყენებენ, თუ მართლა აქვთ უფლება...

GoSsiP GirL

რატომ გიკვირთ იულია რომ გავარდა, ვერ ვხვდები. იულია თავიდანვე კარგად ცეკვავდა. არანაირი განსაკუთრებული პროგრესი მას არ ჰქონია. ამავდროულად, უცხოა ქართული საზოგადოებისათვის. ჩემი აზრით, ისინი უფრო იმსახურებენ შემდგომ ტურებში გადასვლას, ვინც პროგრესს განიცდის და მართლა წვალობს იმისათვის, რომ რამე გამოუვიდეს.

gabi_3

უკვე მეორე გადაცემა იყო ველოდი კუზანოვის ან ნინას გავარდნას, მაგრამ იმედები გამიცრუვდა. უსამართლობა იქნებოდა ნანა რომ გავარდნილიყო მაგარია ძალიან.
ჟიური რაღაც ადვილად წერს მგონი 10-ს. ეს ჩერტკოევიც გადარიეს და საერთოდ, ხუთი ჟიურის წევრი არ იყო საჭირო, ზოგგან სამი ჰყავთ.

იხილეთ ვიდეო

ქეთი მელაძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 70 /
დოდო
ხალხნო სირცხვილია!!!. ყველაფერში ცუდი როგორ უნდა დაინახოთ.. რატომ გიყვართ ყველაფრის გამუქება...სოფო რომ ნიჭიერია ეს უდაოა, მაგრამ ქართველებს ხომ არ შეგვიძლია კარგის დანახვა და მოფერება... რა გჭირთ ხალხნო, რამ გაგაბოროტათ ასე?! ვაი, რა საცოდავი და ბოღმით სავსე ერი ვართ..... სოფოს კი მინდა მივულოცო წარმატება და ვუსურვო ფინალში გამარჯვება!!!!!!!!!!!!
20:25 / 27-10-2013
გამოხმაურება / 0 /
გულშემატკივარი
გოჩა ალბად იმედოვნებს, რომ მასაც ერგება ,,წიწილის" ნაჭერი და უწერს მაღალ ქულას სოფოს. გოჩა მიშამ არ დაგბეთქოს.
18:06 / 27-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნიკუშა
სოფოოო ვეცემი შენზე! უმაგრესი გოგო ხარ! შენზე მაგარი და ლამაზი გოგო არ დადის ქვეყანაზე. გამარჯვებას გისურვებ
17:34 / 27-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ამიტომ ეს სოფოს არ დააბრალოთ ისიც გეოთ რამდენი ჯორი შემოუგეთ ის არაჩვეულებრივი ადამიანია სინამდვილეში ვინც არ იცნობთ ვწუხვარ მაგრამ ადამიანს ცილს ნუ სწამებთ ტორემ მერე მოგეკიტხებათ
16:56 / 26-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინა
სოფო და ოთო მაგარი მეგობრები არიან მე ვიცი პირადათ და უკვე იულიაც ოთოს და სოფის ერთად უნდოდათ ყოფნა ამიტომ ამ არაჩვეულებრივ სოფის არაფერი არ დაუშავებია პირიკით იტირა ოთო და იულია რომ გავარდა და თკვენი ბოგმა ტკვენთვის შეინახეთ ყველამ თკვენ ფავორიტს დაუმესიჯეთ და არაფერი მოხდება მე მაგალიტად ვუმესიჯებ ჩემს ცხოვრებას სოფიას და ის მართლაც უნიკალურად ცეკვავს არც კი უცეკვია მას აქამდე მიუზიკლებშიც კი სხვა ჯანრში იყო ის ცეკვები იულიას კი რაც შეეხება ის სტრიპტიზის მოცეკვავეა გამოცდილება ჰქონდა და არ უნდა გავარდნილიყო მე პიადად ფინალში სოფო და იულია მინდოდა მაგრამ ყველანაირად და სულ ვესწრები შოუს და ვუმესიჯებ ჩემს ულამაზეს და უნიწიერეს სოფიას ამიტომ გული რომ არ დაგწყდეთ უბალეშიკეთ თკვენს ფავორიტებს :)
16:54 / 26-10-2013
გამოხმაურება / 0 /
მარინა
სოფო ნამდვილი ვარსკვლავია, პროექტს კი ჰქვია ცეკვავენ ვარსკვლავები და ლოგიკურად უნდა გაიმარჯვოს ვარსკვლავმა! სოფო იქნება ამ პროექტის ღირსეული გამარჯვებული
16:27 / 26-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ქეთი.ა
სოფო შენ ნამდვილი ვარსკვლავი ხარ! შენ იქნები ღირსეული გამარჯვებული. ხალხს უყვარხარ და ამ ორიოდ უსაქმურ, ბოღმიანებს, თავისი არაფერი, რომ არ გააჩნიათ და სხვისი ლანძღვით რომ ცხოვრობენ, ყურადღება არ მიაქციო
13:19 / 26-10-2013
გამოხმაურება / 0 /
თემო
ნანა შენ რა იცი ვინ ვისთან მივიდა და რა თხოვა? თუ სოფომ მოგიყვა? შენი ბოროტი გონების ნააზრევი შენთვის შეინახე. ასე როგორ შეგიძლია ადამიანს ცილი დასწამო. გეშინოდეს და მაგ სიმართლის იცხოვრო შენ. უნამუსო და ჭორიკანა გოგო ხარ. ალბათ იმდენად შეუხედავი და უნიჭო ხარ,იმიტომ ვერ ხედავ სოფოსს სილმაზხეს. უფრო კეთილი იყავი და შენც შეუყვარდები ხალხს.ისიც გაითვალისწინეთ, რომ სოფო მოცეკვავე არ არის და ისიც გაითვალისწინეთ რომ ეს არის "ცეკვავენ ვარსკვლავები"
13:16 / 26-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ელენე
ხალხნო საიდან მოგაქვთ ეს სისულელეები! გონებით და გულით განსაზღვეთ ყველაფერი და არა ბოღმით და ღვარძლით. თქვენი პატარა და უუნარო გონებით რომ განსჯით ყველაფერს იმიტომ აქვს ამ ქვეყანას კარგად საქმე. მესმის რომ მოგწონთ უილა, მაგრამ სოფოს რას ერჩით? კარგად ვერ ცეკვავს? შეუხედავია? უნიჭოა თუ რაშია საქმე? მგონი სოფოს არც ნიჭი აკლია, არც გარეგნობა და არც ის თავშეკავებულობა და ელეგანტურობა, რომელიც ღირსეულ მანდილოსანს უნდა ჰქონდეს. იმას ერჩით სოფოს რომ შურიანები და ბოროტები ხართ. სოფოს პირად ცხოვრებას რაც შეეხება ეს არც ჩემი და არც არავის საქმეა.
13:08 / 26-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ლადა
იულიას გავრდნა დიდი შეცდომაა, ამაში ალბატ ჟიურიც დამნაშავეა, რომ სწორ მიმარტუებაას არ აძლევს ესემესებს და ყველას აქებენ
13:08 / 26-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS