27 დეკემბერი, 2016
"სიმსივნის დიაგნოზით და სასწრაფო ქირურგიული ჩარევის აუცილებლობით ორი თვე ვიარე აღმა-დაღმა" (თინათინ ხიდაშელის ბლოგი)
"როცა იმ საშინელი ავარიის დროს, ჩემს მესამე დაყვირებაზე დათოს ხმა გავიგე, სანდრო კარგად არისო, მაშინაც მეგონა "მორჩა, ვაჯობე"

"დამშვიდობება 2016 და მისალმება 2017-ს! დიაგნოზი: ვორკოჰოლიკი" - ასეთი სათაურით გამოაქვეყნა ვრცელი პოსტი სოციალურ ქსელში თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინათინ ხიდაშელმა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"გამარჯობა, ჩემი სახელია ტოდი.
მე ალკოჰოლიკი ვარ! ვცდილობ თავი დავაღწიო !
უკვე 10 დღეა სასმელის გარეშე ვარ!"

ოვაციები, ბევრი ტაში, მილოცვები, წახალისება..

ალბათ ბევრს გახსოვთ მსგავსი სცენა თქვენთვის ნაცნობი ფილმიდან. ასევე გემახსოვრებათ ისტორიის გაგრძელება:
ერთად შეკრული ჯგუფი, ამბის გაზიარება, გადარჩენილები, გაქცეულები, გვერდზე დარჩენილები.

მეც ასე დავიწყებ. თქვენ სწორედ ის ჯგუფი იქნებით. ჯგუფი, რომელსაც გაგიზიარებთ ჩემს ბრძოლას და რომელთან ერთადაც გავიმარჯვებ.

მაშ ასე. დავიწყოთ!

გამარჯობა!

ჩემი სახელია, თინათინ ხიდაშელი ("თინათინ" და არა "თინა").

მე "ვორკოჰოლიკი" ვარ.

თინა თანდათანობით გაჩნდა, ერთხელ, ორჯერ და შენარჩუნდა. არ მომწონს, არ მიყვარს. მაბერებს, თინა სიცოცხლისგან დაცლილია, ზოლიან პიჯაკს გავს. თინა ჩემი ვორკოჰოლიკობის ხნისაა, სწორედ მისი ნაწილია და მასაც უნდა დავაღწიო თავი.

დათო თინის მიძახის, ბავშვები დედას, ჩემები თიკას, თიას, ბავშვობაში ყველა თინიკოს მეძახდა, მეგობრების ნაწილი თინათინს. თინიკო მემხიარულება. იმ წლებში მაბრუნებს განსაცდელსაც რომ ღიმილით ვხვდებოდი.
თითქმის სამი თვეა ვცდილობ "მას/თინას" დავაღწიო თავი.

- როგორ გაჯობათ?
- ისე, თავისთავად მოხდა.

ერთ დღეს, მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, ორლესული ნიჩბით მოსაკლავად მომდევდნენ, შემდეგ მამაჩემს ჩემს მიერ მოპოვებულ სტუდენტობაში ფული მოსთხოვეს, შემდეგ ჩემს ქალაქში ჩვენ ერთმანეთს ვესროლეთ და ერთი ტყვია მეც შემხვდა, შემდეგ სიკვდილმისჯილებთან აღმოვჩნდი საკანში, შემდეგ კონსტიტუციის წერა დავიწყეთ და ასე თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ, ვქორწინდებოდი "მასზე" - საქმეზე.

საქმეზე, რომელიც ჩემზე გაცილებით დიდი იყო, უზარმაზარი, ბევრის პრეტენზია ქონდა - ქართული სახელმწიფო უნდა შეექმნა, ამ სახელმწიფოში ადამიანები უნდა დაეცვა და მათთვის ბედნიერება მოეტანა.

მისმა სიდიდემ მაჯობა, ჩამყლაპა, ჩემი ბედნიერება მოიპარა და ერთ დღეს, ჩემდაუნებურად, სრულად დამეუფლა. ის მკარნახობდა რა მეკეთებინა, რა წამეკითხა, სად წავსულიყავი, რა მენახა, ან არ მენახა, რა გამხარებოდა ან რით დავტანჯულიყავი, ვისთან მქონოდა ურთიერთობა და ვისთვის არ მქონოდა დრო, ვინ იყო ჩემთვის მთავარი და ვინ მეორეხარისხოვანი. ის ბატონობდა ჩემზე, ზუსტად ისე როგორც ნარკოტიკი, ან ალკოჰოლი ან ის ნებისმიერი, რაზე დამოკიდებულების მავნე ზიანის შემცირებისთვის ასე გამალებით იბრძვის სამყარო.

- კი მაგრამ ოჯახი? სიყვარული?
- დიახ, მსოფლიოში ყველაზე მაგარ ადამიანზე ვიქორწინე. მაგრამ ჩვენ "პაქტი" დავდეთ, რომ ჩვენს პირად ცხოვრებას საქმისთვის არ უნდა შეეშალა ხელი, პირიქით უნდა შეევსო, უნდა დახმარებოდა.

ჩვენ პატარა მინდორზე დავრჩით, საქმეს დიდი მინდორი დავუთმეთ სასკოლო რვეულის ფურცელზე გავლებული წითელი ხაზით გაყოფილი.

გინახავთ ცოლ-ქმარი, რომელიც მხოლოდ კომპიუტერზე, ოფისის კედლებზე, ქაღალდებზე, კონსტიტუციაზე ეჭვიანობს? - ეს ჩვენ ვართ, "ერთად, ხელჩაკიდებული შინ და გარეთ".

20 წელია ერთად ვართ ქორწინებაში, ოჯახში, პროფესიულად, საქმეში, ფორმალურად და არაფორმალურად, აი, თითქოს ზუსტად ისე, ჯვრისწერის დროს სასულიერო პირი რომ გმოძღვრის

"ავადმყოფობის დროს და სიხარულისას, და ა.შ.". სინამდვილეში, მხოლოდ ბოლო სამი თვეა ერთმანეთისთვის.  იხილეთ სრულად

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მზია
ყველას და ყველაფრის მიუხედავად უძლიერესი ქალბატონი ბრძანდებით,ღმერთმა გაგაძლიეროთ და შეგინდოთ.
02:32 / 28-12-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS