27 დეკემბერი, 2016
რატომ თქვა რუსკა მაყაშვილმა უარი ''საქართველოს ბანკთან'' თანამშრომლობაზე - ''თავიდან მე უნდა მეცეკვა იმ იტალიელ ტიპთან''
''საქართველოს ბანკმა'' საახალწლო რეკლამაში რუსკა მაყაშვილის ნაცვლად იტალიელი მილიონერი ჯანლუკა ვაკი და მისი მომხიბვლელი მეუღლე გადაიღო).

მაყურებელმა ახალი საახალწლო რეკლამა აიტაცა და ვიდეოს რამდენიმე წუთში ათასობით ნახვა ჰქონდა. 

"სუპერ!! ძალიან ვისიამოვნე, განსაკუთრებით რაჭულით! ", "მადლობა საახალწლო განწყობისთვის, ",

"გაიხარეთ ასეთი კარგი სიამოვნებისათვის ყოველ წელს რა ენერგიასაც თქვენ ხარჯავთ იმისათვის რომ ჩვენ ამით ვისამოვნოთ", - ვიდეოს კომენტარებში წერენ კომენტარებში.

თუმცა, იგივეს ვერ ვიტყვით რუსკა მაყაშვილზე. გავრცელდა ხმა, რომ ის ამ ამბით განაწყენებულია, დეტალებში გასარკვევად ჩვენ რუსკა  მაყაშვილს დავუკავშირდით.

მართალია, რომ ''საქართველოს ბანკის'' რეკლამაში იტალიელი წყვილის გადაღებამ გაგანაწყენათ?
- გამანაწყენა?! მე თვითონ ვთქვი უარი ''საქართველოს ბანკთან'' თანამშრომლობაზე, სამაგიაროდ სხვასთან ვთანამშრომლობ და უკეთესი კლიპი გამოვა. თავიდან მე უნდა მეცეკვა იმ იტალიელ ტიპთან, მაგრამ რაღაცაზე ვერ შევთანხმდით და გაფრენამდე ერთი დღით ადრე უარი ვთქვი.

არაფერზე არ ვარ განაწყენებული, უბრალოდ ცუდი ის არის, რომ ქართველს გაკლებენ ჰონორარს და ურჩევნიათ იგივე ჰონორარი ვიღაცას სხვას, გადამთიელს იტალიელს, ფრანგს ან გერმანელს გადაუხადონ ვიდრე შენიანს, თუმცა ესეც არ მწყინს.

რატომ წამოხვედით? რაზე ვერ შეთანხმდით?
- იმიტომ წამოვედი, რომ ვერ შევთანხმდი ''საქართველოს ბანკთან''.

მოგწონთ იტალიელი წყვილის შესრულება?
- არა, რა თქმა უნდა.

მარიამ კაკაურიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 29 /
Koba
Ra iyo fuli aklda italiels?shegecodat?migecat ruskastvis neta riti aris vinmeze naklebi?ruska shentan vart!!!!
00:14 / 28-12-2016
გამოხმაურება / 0 /
სად უნდა ვნახო ახალიი კლიპიიი?
22:34 / 27-12-2016
გამოხმაურება / 0 /
რუსუდანი
დიახაც რუსკა მაგარია, ახალი კლიპი სულაც არ მომწონს და არც ვუყურებ
18:54 / 27-12-2016
გამოხმაურება / 0 /
იუვენტინო
მშვენიერი კრეტიული და შედეგის მომტანი ნაბიჯია საქართველოს ბანკის მხრიდან, ვინც საპირისპიროს ამტკიცებს, აზრზე არ არის რას ნიშნავს პიარი და ა.შ. რუსკას რომ ეცეკვა ვაკისთან, მაგარი იქნებოდა ფაქტია და შედეგიც 100 % იქნებოდა.
18:49 / 27-12-2016
გამოხმაურება / 0 /
Ra madlobebs uxdian es calxi ar mesmis . Rac am bankebs xalxi yavt gamwarebuli da quchashi gayrili. Ra nednierebas ganicheben ar hagonil procentebs rom gaweren sesxebze?! Ase brbod rodemde unda vuktat yvelas tashi. An ra waiges tvini am italielit. Qartvelebi daasaqmet, magram ician chveni xasiati sxvas xom ura tashi unda vukrat.
18:41 / 27-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ეკატერინე
მე რუსკა მერჩია ეს ცეკვა არ მომეწონა არც რაჭული მომეწონა იმანჭEბოდნენ სულელურად დააფასეთ ჩვენები ვისწავლო ეს ყველამ
18:13 / 27-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინა
არც მე მომწონს! რუსკა შეუდარებელი იყო ამ კლიპში,მაგრამ ქართველებმა ხომ უცხოელებზე ვიცით გადარევა და საკუთარს,უნიჭიერესიც რომ იყოს, ვიწუნებთ...
17:43 / 27-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ნათია
რა არის მოსაწონი ან რამ გადაგრიათ რუსკა ბევრად მაგრად ცეკვავს და ბევრად მაგარი კლიპებიც ქონდა ეს რა უბედურებაა მაგაში 1$ საც კი არ გადავიხდიდი
17:18 / 27-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ლი
ნუუ, რუსკა ხო "იეძინსწვენნაია ი ნიპავწარიმაია" გოგჩოა!
17:15 / 27-12-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS