27 დეკემბერი, 2016
რატომ თქვა რუსკა მაყაშვილმა უარი ''საქართველოს ბანკთან'' თანამშრომლობაზე - ''თავიდან მე უნდა მეცეკვა იმ იტალიელ ტიპთან''
''საქართველოს ბანკმა'' საახალწლო რეკლამაში რუსკა მაყაშვილის ნაცვლად იტალიელი მილიონერი ჯანლუკა ვაკი და მისი მომხიბვლელი მეუღლე გადაიღო).

მაყურებელმა ახალი საახალწლო რეკლამა აიტაცა და ვიდეოს რამდენიმე წუთში ათასობით ნახვა ჰქონდა. 

"სუპერ!! ძალიან ვისიამოვნე, განსაკუთრებით რაჭულით! ", "მადლობა საახალწლო განწყობისთვის, ",

"გაიხარეთ ასეთი კარგი სიამოვნებისათვის ყოველ წელს რა ენერგიასაც თქვენ ხარჯავთ იმისათვის რომ ჩვენ ამით ვისამოვნოთ", - ვიდეოს კომენტარებში წერენ კომენტარებში.

თუმცა, იგივეს ვერ ვიტყვით რუსკა მაყაშვილზე. გავრცელდა ხმა, რომ ის ამ ამბით განაწყენებულია, დეტალებში გასარკვევად ჩვენ რუსკა  მაყაშვილს დავუკავშირდით.

მართალია, რომ ''საქართველოს ბანკის'' რეკლამაში იტალიელი წყვილის გადაღებამ გაგანაწყენათ?
- გამანაწყენა?! მე თვითონ ვთქვი უარი ''საქართველოს ბანკთან'' თანამშრომლობაზე, სამაგიაროდ სხვასთან ვთანამშრომლობ და უკეთესი კლიპი გამოვა. თავიდან მე უნდა მეცეკვა იმ იტალიელ ტიპთან, მაგრამ რაღაცაზე ვერ შევთანხმდით და გაფრენამდე ერთი დღით ადრე უარი ვთქვი.

არაფერზე არ ვარ განაწყენებული, უბრალოდ ცუდი ის არის, რომ ქართველს გაკლებენ ჰონორარს და ურჩევნიათ იგივე ჰონორარი ვიღაცას სხვას, გადამთიელს იტალიელს, ფრანგს ან გერმანელს გადაუხადონ ვიდრე შენიანს, თუმცა ესეც არ მწყინს.

რატომ წამოხვედით? რაზე ვერ შეთანხმდით?
- იმიტომ წამოვედი, რომ ვერ შევთანხმდი ''საქართველოს ბანკთან''.

მოგწონთ იტალიელი წყვილის შესრულება?
- არა, რა თქმა უნდა.

მარიამ კაკაურიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 29 /
რუსო
ვეთანხმები ქალბატონ ლალის, სრული სიმართლე ჩვენებს მიზერულ თანხას უხდიან უცხოელები, ვიდრე ჩვენ მათ. ასე ვიცით ერთმანეთის დაფასება? ჯერ ჩვენი წამოვწიოთ წინ ვიდრე ისინი. რუსკა ძალიან ნიჭიერი გოგოა. და კლიპიც ბევრად კარგი იქნებოდა. სანამდე დავეშვით. დაფიქრდით საქართველოზე. ქართველის ნიჭი არ უნდა დაიკარგოს. საინტერესოა, იმ მილიონერს ხომ გადაუხდია საქართველოს ბანკისათვის ჰონორარი?
03:17 / 29-12-2016
გამოხმაურება / 0 /
მანო
ჩვენი რუსკა უფრო მაგარია. ბანძი კლიპია, სულაც არ მომეწონა. რუსკას ძველი კლიპი ბევრად კარგი იყო
21:08 / 28-12-2016
გამოხმაურება / 0 /
რეზო
ვისაც რისი ტრ**ი აქვს იმას აკეთებს. უდავოა რო ეფექტური გამოვიდა. ყოჩაღ საქართველოს ბანკი...
18:42 / 28-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ბესამე
რუსკა ჯობდა მილიონჯერ.მერე რა რო ჯან ლუკა ვაკია და ბევრი გამომწერები ყავს.გაიბანძეს თავი და ქართულიც გააბანძეს.ძაან ცუდად და უგემოვნოდ იყო გადაღებული
16:47 / 28-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ლალი
რუსკა უკეთესად იცეკვებდა. სირცხვილი საქართველოს ბანკს. იტალიელი რომ არ მოეძებნა რეკლამისათვის აქ ვერ გაართმევდნენ თავს?. მახსოვს პირველი რეკლამა სწორედ რუსკას შესრულებით იყო და გაცილებით საინტერესო და სახალისო. და რაც შეეხება ქართველების დამოკიდებულებას ანაზღაურებაზე, სწორედ თქვენნაირების დამსახურებაა სხვადასხვვა უცხოური კომპანიები ქართველებს მონობაში რომ ხდიან სულს და 10 ლარს უხდიან დღიურად.
15:55 / 28-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ანი
სანამ საკუთარ თავს არ შეიყვარებ ან არ დააფასებ სხვასაც ნუ მოსთხოვო არ გაგიგიათ. რა უბედურებაა ესეთი თაყვანისცემა ვიგაცაზე. იმ დღეს ვუყურე ფრანგულ ცეკვავენ ვარსკვლავების ფინალს. გმერთო ეგეთებს ჩვენ კონკურში თუ მიღებამდე შევაფასებთ. ჯაზ ფესტივალების არ იყოს ჩამოიყვანენ გადაუხდიან უამრავს და ზოგ ქართველს რომელსაც თვითონ აქვს ნასწავლი იმიტომ რომ სახსრები არ ქონდა სხვაგან სწავლების თვითონ ისწავლა ისე რომ არ ჩამოუვარდბეა ბევრს ზოგჯერ არც აკვრევინებენ და ამღერებენ. დააფასეთ ქარტული და ქართველები. ჩვენ გაცილებით მეტი შეგვიძლია ვიდრე ვისიც მოგვწონს და რატომ გვიყვარს მათი? იმიტომ რომ მათი ქვეყნის წარმომადგენელი აფასებს მათ !!!!!
14:29 / 28-12-2016
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
რუსკაა ბევრად ჯობდა, მაგარი ბანდზი კლიპი იყოო ;) ეგრეა ზოგადად საკუთარის დაფასება არ იციან :/
13:03 / 28-12-2016
გამოხმაურება / 0 /
დატ
შესრულება არ მომწონსო ნამეტანი დაბოღმილის პოზიციიდან გამოუვიდა ნათქვამი
12:55 / 28-12-2016
გამოხმაურება / 0 /
თაკო
როგორც ამბობენ ხელაფასი არ შეუმცირებიათ, უბრალოდ არ გაუზარდეს რუსკას. რუსკა თუ იტალიელის ჰონორარს ითხოვდა ძაან ზედმეტია. ჯანლუკას მსოფლიო იცნობს, 15 მილიონამდე ფოლოვერი ინსტაგრამზე და 2 მილიონამდე ფბ-ზე. ეს არის პიარი, ბანკმა მსოფლიოს აჩვენა თავისი კლიპი და რაჭული. რაც შეეხება რომ ბანკმა სახლიდან გამოყარა ხალხი, ეგ ცუდია, მაგრამ თუ შენი ნებით არ დააიპოთეკებ სახლს ვერავინ გამოგაგდებს. ბანკიდან სესხი აიღო და უკან არ დაუბრუნო ეგრე მარტივია :) პროცენტები არც მე მომწონს, მაგრამ სწორედ იმ არმოსაწონ პროცენტს დავთანხმდი ხელშეკრულებაზე ხელმოწერით და სწორედ ეს ვალდებულება ავიღე ბანკის წინაშე. თუ შევასრულებ ჩემს ვალდებულებას ვერავინ გამომაგდებს სახლიდან
01:12 / 28-12-2016
გამოხმაურება / 0 /
მაია
me vfiqrob ruska da misi mewyvile uketesad moixdendnen, me magalitad ar momewona ragacnairi mouqnelobis shegrdneba damitova:) .... ra mnishvneloba aqvs vin arian da internetshi ra popularobit sargebloben
00:43 / 28-12-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS