- ამ პაციენტს თავის ტვინის სიმსივნის ამოკვეთის შემდეგ განუვითარდა დამახასიათებელი გართულება, ჰიდროცეფალია. იმის გამო, რომ ჰიდროცეფალია არ ექვემდებარება მედიკამენტურ მკურნალობას, ჩატარდა გარეთა რენტრუგინული დრენირება, ნეიროქირურგიული პროცედურა. იაშვილის კლინიკაში ბევრი ასეთი პაციენტი წევს, შესაბამისად, ჩვენთვის ეს იშვიათი პროცედურა არ
ჩავუდგით დრენაჟი, პროცედურა სტანდარტული წესით შესრულდა. ოპერაციის დროს მიღებული იყო სითხე, 35 მილილიტრი. ამის შემდეგ ჩაიდგა დრენაჟი, რათა თავის ტვინი დაცლილიყო ზედმეტი სითხისგან. 24 საათის განმავლობაში დრენაჟის საშუალებით თავის ტვინიდან წამოვიდა 250-270 მილილიტრი სითხე. ბავშვის მდგომარეობა დრენაჟის ჩაყენების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
შესაბამისად, დრენაჟი იდგა თავის ადგილას და ამიტომაც მივიღეთ დადებითი შედეგი. ბავშვი იყო კონტაქტური, დაუწია სიცხემ და მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა. გარდა ამისა, როცა ბავშვი მიჰყავდათ თურქეთში, მისი მდგომარეობა განმეორებით შეფასდა დადებითად. კერძოდ, საშუალო სიმძიმის იყო. მძიმე რომ ყოფილიყო მისი მდგომარეობა, თურქი ექიმები გააკეთებდნენ შეფასებას და არ მოხდებოდა მისი ტრანსპორტირება. იხილეთ სრულად