23 დეკემბერი, 2016
რაში ადანაშაულებენ შორენა ბეგაშვილს - ''შე ნაგავო ქალო, სიმართლე მწარეა, არაა''?
როგორც ცნობილია, შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი, ევა ბარბაქაძე მეხუთე სართულიდან გადმოვარდა. ის ძალიან მძიმედ იყო დაშავებული თუმცა თურქი და ქართველი ექიმების პროფესიონალიზმისა და ქართველების თანადგომით გოგონას არაერთი ოპერაცია გაუკეთეს..

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც 6თვის ნიკოლოზ ელიაძეს ლეიკემია დაუდგინდა და მას სასწრაფოდ ესაჭიროება თურქეთის კლინიკაში გადაყვანა. პატარა ნიკოლოზი გადაიყვანეს კლინიკაში, თუმცა იმისთვის, რომ ბავშვს მკურნალობა არ შეუწყვიტონ უნდა შეგროვდეს 35000$.

შორენა ბეგაშვილმა გამოაქვეყნა სტატუსი, რომელშიც ის ამ ბავშვის მშობლებზე საუბრობს. შორენა ამბობს, რომ ელიაძის
მშობლები მას ლანძღავენ და შეურაცხყოფას აყენებენ. მსახიობმა რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა შემდეგი ტექსტის თანხლებით:

"ერთი კითხვა მაქვს, ამ ბავშვის ახლობლებს ჩემს სალანძღავად რატომ გცალიათ? მე რატომ გგონივართ თქვენი პრობლემების მომგვარებელი? მე ერთი კვირის წინ ჩამოვედი თურქეთიდან და კიდევ ერთი ოპერაცია გადავიტანეთ. ამიხსენით რით დაგეხმაროთ? კი ხალხი დამეხმარა, მაგრამ მას შემდეგ კიდევ სამი ოპერაცია გაიკეთა ევამ. მეც მჭირდებოდა ფული მაგრამ ნაგავო და არარაობა არავისთვის მიკადრებია. მიმართეთ ვისაც ევალება დაფინანსება. მე ჯერ ევას ოპერაციის თანხა არ დამიფარავს ბოლომდეეეე."

სურათი კი რამდენიმე სქრინშოტისგან შედგება, პირველ ნაწილში ვინმე ლელი ლელი წერს მსახიობს:

"ვის ბლოკავ შე ნაგავო ქალო? სიმართლე მწარეა, არაა? ევა, რომ იწვა საავადმყოფოში მთელი ფეისბუქი იყო აჭრელებული შენი ანგარიშის ნომრით ეს რა პოსტით გამოხვედი და რა პონტში დაამცირე ის ოჯახი შენი პოსტით? იმიტომ, რომ ხალხზე არიან დამოკიდებული? ხომ იცი, რომ მართლა არის ეს ოჯახი მთელს საქართველოზე დამოკიდებული? ამ დედააფეთქებულ მთავრობას ვერ მიმართავენ და მიმართავენ იმას, ვისაც მართლა შეუძლია დახმარება. მოხუცთა თავშესაფარს, რომ ეხმარებოდი, ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეს, მაგრამ იმათმა უკვე გაიარეს ცხოვრება. ეს პატარა ბავშვები?! მაგათ ცხოვრება არ უნახიათ ჯერ. ოჯახი უფლის და მთელი საქართველოს იმედზეა... მართლა გამიკვირდა..."

მეორე ნაწილში შორენას კომენტარებში უწერენ, რომ ის თავს ანგელოზად აჩვენებს ყველას და როცა დახმარებას სთხოვენ იმავე გასაჭირში მყოფი ადამიანები რომელშიც თავად იყო სულ ცოტა ხნის წინ, დახმარებაზე უარს ამბობს.

მესამე სურათზე ჩატის მხოლოდ რაღაც მონაკვეთი ჩანს, შორენა წერს პატარა ნიკოლოზის მამიდას:

"რამდენიც არ უნდა მლანძღოთ, ხუთი დღის წინ ჩამოვიყვანეთ ევა ოპერაციიდან.

ოპერაციის თანხა არ არის სრულად დაფარული. თავი შეიკავეთ ზედმეტი სიტყვებისგან."

მას თეონა ელიაძე პასუხობს: "სად ხედავ ლანძღვას? რომელ მონაწერში? იმდენი გაგიკეთათ უბრალო ხალხმა, რომ კიდე ვიმეორებ, უბრალოდ სინანულის გამოხატვა შეგეცლოთ მაინც, მაგრამ არა, არ შეგიძლია და არ გაწუხებს, ვერ გამოხატავ. წარმოიდგინე, ასეთი პასუხებით, რომ მოეშორებინე ერთ დროს თავიდან ყველას, ცნობილი ხალხის დახმარება საკმარისი იქნებოდა?! მოწერას გააჩნია, სინანულითაა მოწერილი თუ ფეხებზე დაკიდებით. ღმერთისთვის მიმინდვია ყველაფერი წარმატებები..."

"ქალბატონო ლელი, ანგარიშის ნომერი და ჩასარიცხი მისამართი გააზიარეთ ყველგან და ვისაც რა შეუძლია, დაეხმარება ხალხი, შორენამ რა გააკეთოს? რა უცნაური ხალხია!!!",

"შორე გაატარე შენთვის უაზრო ადამიანების პოსტებიი", - წერენ კომენტარებში.

მარიამ კაკაურიძე

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 27 /
ნაკა
მე არ ვიცი ვინ არის ეს ,,ლელი ლელი,,მაგრამ როცა დიდი ტკივილია სხვისი ლანძღვის ნერვი როგორ გაქვს.ამ ბეგაშვილს რას გადაეკიდეთ.მათ მისი პრობლემებიც ეყოფათ.ეძახო ნაგავი ადამიანს რომელმაც იგივე ტკივილი გაიარა რაც სამწუხაროდ დღეს ეს ოჯახი განიცდის,რბილად რომ ვთქვათ არაადამიანობის ტოლფასია
12:15 / 24-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ირინა
გავგიჯდი შორენასგან რა გინდათ, ჩვენ ხალხი დავეხმარეთ და თქვენც დაგეხმარებით ეს აგრესია ვერ ხვდები, მესმის რო გაღიზიანებული ხართ მარა ასე ადამიანებს არ უნდა ვეცეთ.
00:41 / 24-12-2016
გამოხმაურება / 0 /
Leli leli
Gamarjoba sruliad mtel saqartvelos !! Leli Leli gaxlavart gamoaqveynes chemi da ramodenime adamianis werili sadac chans is rom vlandzgav shorena begashvils .. saidan daiwyo es tema mogaxsenebt ) avadmyofis ojaxma mimarta shorena begsshvils da daxmareba stxova aman gaaziara gverdii da daawera ojaxs ar davexmarebio (ver dagexmarebit mainc daewera gaunatlebel idiotkas) magram gavaziare gverdio tu ragac magdagvari ... chemi komentari ar moewona qalbatons da mimbloka shesabamisad waishala is komentari da gamoaqveyna mxolod is rac awyobda vitom dzaan sacodavia da yvela ver itans da gvela chagravss .. aqamde mec vfiqrobdi ras erchis tqo es xalxi am gogos mara nabizari da saqoneli rom aris yvelas daanaxa tavisi saxe .. kimentarshi gamovxate ukmayofileba jer magisi teqstis formit shemdeg kide shonaarsit ... shorena , gushin win vuyirebdi shens videos profilshi rom iyvi evastan ertad programashi tqvi erti fraza is rom dziritadi tanxa 1 larit shegrovdao evas operaciistvis ... masxarad rom aigde is ojaxi romelic daxmareba gtxiva da dawere ar davexmarebio nutu 1 laris sashialebac ara gaqvs rom daxmareba gauwio am gulnatken ojaxs ?? Aravin ar gavaldebulebs kaco shen dgeshi milioni adamiani gwers magat mesijebss aignoreb da am oijaxis mesijiic shegedzlo dageignorebina da ar gageziarebina magram raxanc gaaziare is komentari Ar davdxmarebio imitom rom sashualeba ara maqvsoo martla zedmeti iyo ... xalxii 300-400 larze mushaobss tvidan tvemde isini ikleben da 5 lati iqneba tu 10 lari iqneba exmarebianda gverdshi udgebian errmanets .. chemi saqme aaraa magram shen gadagebebze gamodixar reklamebshi gamodixar suratebs igeb da amashic gixdian tanxas su mcire ert tveshi shemosavali gaqvs 2000-3000 lari, 300 lartan da 400 lartan mimartebashi dzalian didi tanxaa nutu sheni shemosavlidan 5-da 10 laris sashualeba ara gaqvs daexmaro ojaxs da gauwio gvefshi tanadgoma .. prosta erti daskvna gamovitane, gori adamiani xar !!! Exla ginda yvitel presas gadaeci ginda mamachemis mamas magrad mkidia imitom rom fulis xami xar !!!
00:16 / 24-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ზიზი
მართლა თავისი გაჭირვებია ადამიანს, სხვა ვერავინ მონახეთ შორენას მეტი? მართლა რამდენი თანხა დაჭირდებოდათ და კიდევ დაჭირდებათ
22:02 / 23-12-2016
გამოხმაურება / 0 /
მოქალაქე
ღმერთო რა ხალხია ვგიჯდები.რახან შორენას ხალხი დაეხმარა,ეხლა აუცილებლად შორენამ უნდა გადაიხადოს თანხა?შორენას ხალხი სწორედ იმიტომ დაეხმარა,რომ საკმარისი თანხა არ გააჩნდა ოპერაციისთვის.აქედან გამომდინარე არც ექნება თანხა.მე დარწმუნებული ვარ რომ ჰქონდეს ყველას დაეხმარება ასეთ სიტუაციაში,რადგან თვითონაც იგივე გადაიტნა.მას თუ დაეხმარენ სხვები რატომ ამადლებთ.სირცხვილია.ნუ იქცევით უსამართლოდ.ილოცეთ ავადმყოფისთვის და ნუ გააკეთებთ ღმერთის დასაგმობს.მე შორენას საერთოდ არ ვიცნობ,მაგრამ ეს ყველაფერი ჩემთვის უმსგავსობაა.რა ხდება ამ ქვეყანაში.დაწერეთ ყველგან და ვისაც საშუალება აქვს დაგეხმარებათ.ძალას ჰუკი დაატანთ ხალხს და უფალს სთხოვეთ დახმარება და გამოგიჩენთ გზას.აგრესიას ნუ გამოიწვევთ ხალხში....
21:55 / 23-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ეკა
რა დეზერტირების ბაზარია...პატარას მიხედეტ... მტავრობაა ვალდებული დაგეხმაროტ
21:45 / 23-12-2016
გამოხმაურება / 0 /
მარი
ვერ ვხვდები რა უნდათ შორენასგან
18:15 / 23-12-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS