23 დეკემბერი, 2016
რაში ადანაშაულებენ შორენა ბეგაშვილს - ''შე ნაგავო ქალო, სიმართლე მწარეა, არაა''?
როგორც ცნობილია, შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი, ევა ბარბაქაძე მეხუთე სართულიდან გადმოვარდა. ის ძალიან მძიმედ იყო დაშავებული თუმცა თურქი და ქართველი ექიმების პროფესიონალიზმისა და ქართველების თანადგომით გოგონას არაერთი ოპერაცია გაუკეთეს..

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც 6თვის ნიკოლოზ ელიაძეს ლეიკემია დაუდგინდა და მას სასწრაფოდ ესაჭიროება თურქეთის კლინიკაში გადაყვანა. პატარა ნიკოლოზი გადაიყვანეს კლინიკაში, თუმცა იმისთვის, რომ ბავშვს მკურნალობა არ შეუწყვიტონ უნდა შეგროვდეს 35000$.

შორენა ბეგაშვილმა გამოაქვეყნა სტატუსი, რომელშიც ის ამ ბავშვის მშობლებზე საუბრობს. შორენა ამბობს, რომ ელიაძის
მშობლები მას ლანძღავენ და შეურაცხყოფას აყენებენ. მსახიობმა რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა შემდეგი ტექსტის თანხლებით:

"ერთი კითხვა მაქვს, ამ ბავშვის ახლობლებს ჩემს სალანძღავად რატომ გცალიათ? მე რატომ გგონივართ თქვენი პრობლემების მომგვარებელი? მე ერთი კვირის წინ ჩამოვედი თურქეთიდან და კიდევ ერთი ოპერაცია გადავიტანეთ. ამიხსენით რით დაგეხმაროთ? კი ხალხი დამეხმარა, მაგრამ მას შემდეგ კიდევ სამი ოპერაცია გაიკეთა ევამ. მეც მჭირდებოდა ფული მაგრამ ნაგავო და არარაობა არავისთვის მიკადრებია. მიმართეთ ვისაც ევალება დაფინანსება. მე ჯერ ევას ოპერაციის თანხა არ დამიფარავს ბოლომდეეეე."

სურათი კი რამდენიმე სქრინშოტისგან შედგება, პირველ ნაწილში ვინმე ლელი ლელი წერს მსახიობს:

"ვის ბლოკავ შე ნაგავო ქალო? სიმართლე მწარეა, არაა? ევა, რომ იწვა საავადმყოფოში მთელი ფეისბუქი იყო აჭრელებული შენი ანგარიშის ნომრით ეს რა პოსტით გამოხვედი და რა პონტში დაამცირე ის ოჯახი შენი პოსტით? იმიტომ, რომ ხალხზე არიან დამოკიდებული? ხომ იცი, რომ მართლა არის ეს ოჯახი მთელს საქართველოზე დამოკიდებული? ამ დედააფეთქებულ მთავრობას ვერ მიმართავენ და მიმართავენ იმას, ვისაც მართლა შეუძლია დახმარება. მოხუცთა თავშესაფარს, რომ ეხმარებოდი, ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეს, მაგრამ იმათმა უკვე გაიარეს ცხოვრება. ეს პატარა ბავშვები?! მაგათ ცხოვრება არ უნახიათ ჯერ. ოჯახი უფლის და მთელი საქართველოს იმედზეა... მართლა გამიკვირდა..."

მეორე ნაწილში შორენას კომენტარებში უწერენ, რომ ის თავს ანგელოზად აჩვენებს ყველას და როცა დახმარებას სთხოვენ იმავე გასაჭირში მყოფი ადამიანები რომელშიც თავად იყო სულ ცოტა ხნის წინ, დახმარებაზე უარს ამბობს.

მესამე სურათზე ჩატის მხოლოდ რაღაც მონაკვეთი ჩანს, შორენა წერს პატარა ნიკოლოზის მამიდას:

"რამდენიც არ უნდა მლანძღოთ, ხუთი დღის წინ ჩამოვიყვანეთ ევა ოპერაციიდან.

ოპერაციის თანხა არ არის სრულად დაფარული. თავი შეიკავეთ ზედმეტი სიტყვებისგან."

მას თეონა ელიაძე პასუხობს: "სად ხედავ ლანძღვას? რომელ მონაწერში? იმდენი გაგიკეთათ უბრალო ხალხმა, რომ კიდე ვიმეორებ, უბრალოდ სინანულის გამოხატვა შეგეცლოთ მაინც, მაგრამ არა, არ შეგიძლია და არ გაწუხებს, ვერ გამოხატავ. წარმოიდგინე, ასეთი პასუხებით, რომ მოეშორებინე ერთ დროს თავიდან ყველას, ცნობილი ხალხის დახმარება საკმარისი იქნებოდა?! მოწერას გააჩნია, სინანულითაა მოწერილი თუ ფეხებზე დაკიდებით. ღმერთისთვის მიმინდვია ყველაფერი წარმატებები..."

"ქალბატონო ლელი, ანგარიშის ნომერი და ჩასარიცხი მისამართი გააზიარეთ ყველგან და ვისაც რა შეუძლია, დაეხმარება ხალხი, შორენამ რა გააკეთოს? რა უცნაური ხალხია!!!",

"შორე გაატარე შენთვის უაზრო ადამიანების პოსტებიი", - წერენ კომენტარებში.

მარიამ კაკაურიძე

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 27 /
ანი
გავგიჟდი რას წერთ ხალხო ?სულ გამოშტერდით ? როგორ შეგიძლიათ შორენას დახმარება სთხოვოთ?ევას კიდევ რამდენი რამე სჭირდება გული დამწყდა რომ გარშემო ამდენი ბოგმა ადამიანია .სიკეთე გააკეთეთ და მერე აყვედრით?გმერთო ჩემო როგორ დაგიბნელდათ გონება
03:06 / 25-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ნოდო
მეძახეთ ნაცი დღეს რომ ადამიანს ელემენტარულთან მისვლის შესაძლებობა არ აქ მხოლოდ გამოკვლევაზე არის მთავრობის ცუდი არა საერთოდ ნული ჯანდაცვის ბრალი და ასე ცჰარიცხვებით როდემდე უნდა კეთდებოდეს ოპერაციები
03:04 / 25-12-2016
გამოხმაურება / 0 /
მაო111
ლელი ჩემო კარგო, არავინაა ვალდებული დაგეხმაროს ან შენ ან შორენას ყველას მისი გაჭირვებია, ვერავის მოთხოვ. როცა ადამიანი ითხოვს დახმარებას ცოტა მეტი თავმდაბლობა გმართებს, ვისაც სურვილი აქ დაგეხმარება ვისაც არა მაგის გამო არ უნდა გალანძღო. ბოზი ეძახო და ფულის ხამი ადამიანს შენ როცა ფულის გამო ხარ ესეთ დგეში სასაცილოა სატირალი როარ იყოს. ქალმა ამხელა სტრესი გამოარა ადამიანს აღარ გავდა შვილი უკვდებოდა და შენ მას ავალდებულებ და ბოზს უძახი... რავიცი რავიცი ღმერტს შენისთანები რომ ახსენებ აი მიწა როარ სკდება და ჩაგიტანთ ქვესკნელში მიკვირს
00:39 / 25-12-2016
გამოხმაურება / 0 /
Amitom daetios tavis qerqshi da nu agizzianebs isedac gachirvebul xalxs amouyvana yelshi unaxavmara ra naxao. Aceuli pulebit ushovia ragac da axarbebs shubebs fa saatebs chantrbs . Magram ra qnas primitiulia. Nu ahegvchame qalo ukve amoxvedi yelshi.
00:28 / 25-12-2016
გამოხმაურება / 0 /
შHორენას რა Uნდა ხალხისგAნ როცა ცჰირდებოდა Nიანგივიტ ყარა ცრემლები ახლა კი განსაცდელსჰი ცჰავარდმილ Oჯახებს სჰეურაცხოპას აყენებს.
22:14 / 24-12-2016
გამოხმაურება / 0 /
maia maia
ბევრი რამ წამიკითხავს,მაგრამ ამ დონის სულელები ამდენი თუ იყო არ მეგონა,ივანიშვილისთვის,ბილ გეიტსისთვის, რომ მიეწერათ და უარი ეთქვათ ხო,კი ბატონო იქნებოდა გულისწყრომის ტალღა,რადგან მილიონრები არიან და კიდე ჰო,არ ვარ არავის მცველი,მაგრამ საღად თუ აზროვნებს ადამიანი მსახიობს და ტელეწამყვანს,რომელსაც შვილი ვერ მოურჩენია ჯერ, საიდან უნდა ჰქონდეს იმის ფული რომ სპონსორობა დაიწყოს? ის ლამაზი კაბები და შარვლები თაყვანისმცემლისგან აქვს სანამ ახალგაზრდაა უგუნურებო და რა ასესხეთ,რომ თხოვთ? ამ კომენტარების ავტორებს ერთხელ მაინც თუნდაც ლარიანი ჩაურიცხავთ სხვის დასახმარებლად? გაგიჟდება ადამიანი რა...სხვას ვერ გალანძღავს კარგი ადამიანი,ასეთი სიტყვებით მხოლოდ ბოროტი და გულქვა ადამიანები მეტყველებენ...
20:47 / 24-12-2016
გამოხმაურება / 0 /
mzia
vaime rogor borotdebit xalxno, nutu ar gesmodat sacodavi barbares mshoblebis kvnesa ,mat ar gaulandzjavt aravin da mteli saqartvelo visac ra sheedzlo imit daexmara............. gveyos erturtis landzjva ertmanetistvis vilocot jmerti ufro shegveweva gveyofa amdeni omobanis tamashi landzjva ..........................saqartvelo yvelam ertad vilocot da jmerti shegvindobs
20:26 / 24-12-2016
გამოხმაურება / 0 /
Qali aris chveulebrivi aperisti . Am xalxis gamkvirvebia ura tashs rom ukravt martla am pulis gors . Cxovrebashi erti tetrit ar daxmarebia arasdros aravis . Egoisti adamiania. Iqet weeavs myeli cxovreba xalxs . Ra vici tviton lapatskobfa milioneri iyo . Rom gviprialebda tavis briliantebs da kabebs. Weros tviton ki icis shignifan racaa da rogor ar eshinia gmertis . Es boroti da gaumazgari qali aucileblad pasuxs agebs gvtis einashe. Shvilis gasachirit piari gaiketa ai tviton rom rtkineba pirafad metr mixvdeba. Tadgan aset egoist adamianebs mxolod sakutari tavi adardebt.
16:28 / 24-12-2016
გამოხმაურება / 0 /
რომ გააზიარა ეგ არაფერი? ათასობით გამომწერი ყავს და მეტი ადამიანი ნახავს.
16:26 / 24-12-2016
გამოხმაურება / 0 /
:)
რა უბედურებაა ჩემო ლელი, შორენას თავისი შვილი ვერ მოურჩენია ჯერ და რაღა მაინცდამაინც მაგას მიადექით დასახმარებლად? არა მგონია ადამიანმა ამხელა რამე გამოიარო რაც შორენას დაემართა და იმის მერე ვიღაცას გულგრილად შეხვდე. გაბოროტებულები ხართ ხალხო და ეგ დაბოღმილი სულები გადაგიყოლებთ ყველას. გაიღიმეთ, გიყვარდეთ , ილოცეთ და ირწმუნეთ, სასწაულები ხდება
16:22 / 24-12-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS