23 დეკემბერი, 2016
რაში ადანაშაულებენ შორენა ბეგაშვილს - ''შე ნაგავო ქალო, სიმართლე მწარეა, არაა''?
როგორც ცნობილია, შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი, ევა ბარბაქაძე მეხუთე სართულიდან გადმოვარდა. ის ძალიან მძიმედ იყო დაშავებული თუმცა თურქი და ქართველი ექიმების პროფესიონალიზმისა და ქართველების თანადგომით გოგონას არაერთი ოპერაცია გაუკეთეს..

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც 6თვის ნიკოლოზ ელიაძეს ლეიკემია დაუდგინდა და მას სასწრაფოდ ესაჭიროება თურქეთის კლინიკაში გადაყვანა. პატარა ნიკოლოზი გადაიყვანეს კლინიკაში, თუმცა იმისთვის, რომ ბავშვს მკურნალობა არ შეუწყვიტონ უნდა შეგროვდეს 35000$.

შორენა ბეგაშვილმა გამოაქვეყნა სტატუსი, რომელშიც ის ამ ბავშვის მშობლებზე საუბრობს. შორენა ამბობს, რომ ელიაძის
მშობლები მას ლანძღავენ და შეურაცხყოფას აყენებენ. მსახიობმა რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა შემდეგი ტექსტის თანხლებით:

"ერთი კითხვა მაქვს, ამ ბავშვის ახლობლებს ჩემს სალანძღავად რატომ გცალიათ? მე რატომ გგონივართ თქვენი პრობლემების მომგვარებელი? მე ერთი კვირის წინ ჩამოვედი თურქეთიდან და კიდევ ერთი ოპერაცია გადავიტანეთ. ამიხსენით რით დაგეხმაროთ? კი ხალხი დამეხმარა, მაგრამ მას შემდეგ კიდევ სამი ოპერაცია გაიკეთა ევამ. მეც მჭირდებოდა ფული მაგრამ ნაგავო და არარაობა არავისთვის მიკადრებია. მიმართეთ ვისაც ევალება დაფინანსება. მე ჯერ ევას ოპერაციის თანხა არ დამიფარავს ბოლომდეეეე."

სურათი კი რამდენიმე სქრინშოტისგან შედგება, პირველ ნაწილში ვინმე ლელი ლელი წერს მსახიობს:

"ვის ბლოკავ შე ნაგავო ქალო? სიმართლე მწარეა, არაა? ევა, რომ იწვა საავადმყოფოში მთელი ფეისბუქი იყო აჭრელებული შენი ანგარიშის ნომრით ეს რა პოსტით გამოხვედი და რა პონტში დაამცირე ის ოჯახი შენი პოსტით? იმიტომ, რომ ხალხზე არიან დამოკიდებული? ხომ იცი, რომ მართლა არის ეს ოჯახი მთელს საქართველოზე დამოკიდებული? ამ დედააფეთქებულ მთავრობას ვერ მიმართავენ და მიმართავენ იმას, ვისაც მართლა შეუძლია დახმარება. მოხუცთა თავშესაფარს, რომ ეხმარებოდი, ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეს, მაგრამ იმათმა უკვე გაიარეს ცხოვრება. ეს პატარა ბავშვები?! მაგათ ცხოვრება არ უნახიათ ჯერ. ოჯახი უფლის და მთელი საქართველოს იმედზეა... მართლა გამიკვირდა..."

მეორე ნაწილში შორენას კომენტარებში უწერენ, რომ ის თავს ანგელოზად აჩვენებს ყველას და როცა დახმარებას სთხოვენ იმავე გასაჭირში მყოფი ადამიანები რომელშიც თავად იყო სულ ცოტა ხნის წინ, დახმარებაზე უარს ამბობს.

მესამე სურათზე ჩატის მხოლოდ რაღაც მონაკვეთი ჩანს, შორენა წერს პატარა ნიკოლოზის მამიდას:

"რამდენიც არ უნდა მლანძღოთ, ხუთი დღის წინ ჩამოვიყვანეთ ევა ოპერაციიდან.

ოპერაციის თანხა არ არის სრულად დაფარული. თავი შეიკავეთ ზედმეტი სიტყვებისგან."

მას თეონა ელიაძე პასუხობს: "სად ხედავ ლანძღვას? რომელ მონაწერში? იმდენი გაგიკეთათ უბრალო ხალხმა, რომ კიდე ვიმეორებ, უბრალოდ სინანულის გამოხატვა შეგეცლოთ მაინც, მაგრამ არა, არ შეგიძლია და არ გაწუხებს, ვერ გამოხატავ. წარმოიდგინე, ასეთი პასუხებით, რომ მოეშორებინე ერთ დროს თავიდან ყველას, ცნობილი ხალხის დახმარება საკმარისი იქნებოდა?! მოწერას გააჩნია, სინანულითაა მოწერილი თუ ფეხებზე დაკიდებით. ღმერთისთვის მიმინდვია ყველაფერი წარმატებები..."

"ქალბატონო ლელი, ანგარიშის ნომერი და ჩასარიცხი მისამართი გააზიარეთ ყველგან და ვისაც რა შეუძლია, დაეხმარება ხალხი, შორენამ რა გააკეთოს? რა უცნაური ხალხია!!!",

"შორე გაატარე შენთვის უაზრო ადამიანების პოსტებიი", - წერენ კომენტარებში.

მარიამ კაკაურიძე

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 27 /
ნაკ
ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს!!!ყველა დედას თავისი შვილი კარგად უმყოფოს!!!
18:18 / 02-01-2017
გამოხმაურება / 0 /
ჰჯ
რატომ წერთ შორენას, რომელი მილიონერი ნახეთ? მიწერეთ კახი კალაძის ან მაგისთანების ცოლებს, იმათ აქვთ ბევრი ფული!
13:22 / 31-12-2016
გამოხმაურება / 0 /
მარი
მე საერთოდ თხოვნა(თანაც ფულის)ძალიან მეთაკილება!მაგრამ როცა გამოუვალი სიტუაციაა უნდა მოსთხოვო ხელისუფლებას!ხალხს ისედაც უჭირს და კიდე გამოძალვა???
23:40 / 30-12-2016
გამოხმაურება / 0 /
მესხი-მელექსე
შვილი ღმერთმა ყველას კარგად უმყოფოს მაგრამ ერთი რამ მაინც არ შემიძლია არ ვთქვა: დახმარება იმაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, ვის გადასარევი ტ....ი და კარგი მკერდი აქვს. ამას წინათ წავიკითხე, კახი კალაძე შორენას გვარიანი თანხით დაეხმარაო. მეც ბატონი კახას რეგიონიდან ვარ და ამიტომაც ვბრაზობ და ვწერ: ჩემო კახა, წავის ქურქიანს რომ ეხმარები, რატომ არ გახსოვს, შენი მეზობელი სამტრედიელი ქალები, შიმშლით მკერდი რომ გაშრობიათ, ძუძუს ვეღარ აჭმევენ პატარებს, უშაქრო ფაფაზე ჰყავთ...
22:09 / 30-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინი
ღმერთო რამდენი ბოროტი და სულელია ამ ქვეყანაზე , არც შორენა და არც არავინაა ვალფებული ვინმეს დაეხმარონ, ეს ადამიანის შეგნების და მორალის ამბავია , თუ არ გეხმარება რა უფლება გაქვს რომ ლანძღავ.
16:42 / 30-12-2016
გამოხმაურება / 0 /
მელი
ლელი ლელი ხარ თუ ჯანდაბა,რა გინდა ამ შორენასგან,ქალი თავის შრომით იღებს ფულს,მაგის სამსახური ეგაა.გადი შენც გაიხადე და გადაიღე აბა გადაგიხდიან?მაგრამ გადასაღებიც არ იქნები შე ბოღმიანოო.იმ პატარა ანგელოზს გამოჯანმრთელობას ვუსურვებ,სალაპარაკო რომ გახადე.
16:38 / 30-12-2016
გამოხმაურება / 0 /
NIA
რას იტხოვტ შორესგან. ხალხო სულ გაუბერეთთ
13:41 / 27-12-2016
გამოხმაურება / 0 /
მარი
ასეც არ უნდა ილაპარაკოთ გამწარებული ხალხი რაგაცას რო მოგწერთ უნდა ეცადოთ რო თანაუგრზნოთ თავის დროზე ალბათ ეს ხალხიც ეხმარებოდა ყველას ვისაც დახმარება სჩირდებოდათ უნდა ვეცადოთ რომ რაგაც მცირედით ერთმანეთ დავეხმაროთ თორე ხო ხედავთ რა მოულოდნელობებით არის ცხოვრება სავსეე ,დგეს კარგად ხარ ხვალ კაცმა არ იცის რა მოგივია,გმერთმა ყველა დაიფაროს მაგრამ ასეთ ადამიანებს ზურგი არ უნდა ვაქციოტ
14:45 / 26-12-2016
გამოხმაურება / 0 /
nino
რა ესველებოდა ამ ხალხს სოციალური კსელები რომ არ არსებობდეს.სად უნდა ამოენტხიატ ეს ამდენი ბოგმა გვარზლი სიზულვილი.ხალხნო გონს მოდიტ ......გონს მოდიტ ტორემ ეს სამკარო ვეგარ დაიტევს ამდენ უარკოპიტ ენერგიას და ტავზე დაგვეკცევა კველაპერი
11:05 / 25-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ანი
გავგიჟდი რას წერთ ხალხო ?სულ გამოშტერდით ? როგორ შეგიძლიათ შორენას დახმარება სთხოვოთ?ევას კიდევ რამდენი რამე სჭირდება გული დამწყდა რომ გარშემო ამდენი ბოგმა ადამიანია .სიკეთე გააკეთეთ და მერე აყვედრით?გმერთო ჩემო როგორ დაგიბნელდათ გონება
03:08 / 25-12-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS