"Hotsale -მა და Solo Per Te-მ გააკეთეს ერთობლივი პროექტი, რომელიც გოგონების გარდასახვას გულისხმობდა. "გარდასახვის" ფარგლებში ფილერებით მოხდა ცხვირის კორექცია,

კონკურსის შედეგად ერთი გოგონა შეირჩა. მარიამს Solo Per Te-ში პირველი კონსულტაციის შემდეგ დაუდგინდა, რომ ცხვირის აწევა და კეხის გასწორება, ღაწვევბისთვის მოცულობის მიცემა და ზედა ტუჩის გაზრდა სჭირდებოდა. ეს ყველაფერი მარიამს უფასოდ გაუკეთდა. უმტკივნეულო პროცედურის ხანგრძლივობა 40 წუთი იყო. სახის ნაკვთების ფორმაცია კი 2 წელი შენარჩუნდება.

"ბავშვობიდან მინდოდა ცხვირის ფორმის შეცვლა, მაგრამ პლასტიკური ქირურგიის მეშინოდა. თან იმის რისკიც იყო, რომ შეიძლება ისეთი შედეგი არ მიმეღო, როგორიც მინდოდა. ამ პროექტის შესახებ გავიგე თუ არა, გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო მასში. ძალიან ბედნიერი ვიყავი, მე რომ ამარჩიეს. Solo Per Te-ში პირველივე კონსულტაციის შემდეგ კი სრულიად მომეხსნა ნერვიულობა და დაძაბულობა. კლინიკაში საუკეთესო გუნდი მუშობს და დიდ მადლობას ვუხდი პროფესიონალიზმისთვის. მათ მიმართ ასეთი ნდობა რომ არ მქონოდა, შეიძლება ამ ნაბიჯის გადადგმა გამჭირვებოდა," - ამბობს მარიამი.
Hotsale-ისა და Solo Per Te-ს პროექტი "გარდასახვა" უნიკალურია ქართულ ბაზარზე, რადგან მის ფარგლებში ხდება მონაწილის სახის ნაკვთების დამუშავება. მსგავ პროექტებში, რომელიც საქართველოში განხორციელებულა, გარდასახვა თმის და ფრჩხილის პროცედურებითა დ მაკიაჟის საშუალებით ხდება ხოლმე. ეს კი იყო რევოლუციური გარდასახვა.
მოთხოვნიდან გამომდინარე, hotsale პროექტის გაგრძელებაზეც ფიქრობს.

"გოგოებო, ჩვენს Facebook გვერდს ყოველთვის ადევნეთ თვალი, რომ ინფორმირებული იყოთ და არ გამოგრჩეთ ჩვენი შეთავაზებები, მათ შორის კი უფასო აქცია "გარდასახვა" - ამბობს ქეთი მაჭავარიანი.