და მართლაც, ასეთი კრუიზის დავიწყება შეუძლებელია, როცა საჰაერო ხომალდის გამოსაზამთრებელ კაფსულაში 90 წლით ადრე გეღვიძება და ეს 90 წელი შენი დარჩენილი ცხოვრებაა 4 კედელში.
ხომალდში კიდევ ერთ მგზავრს ნიუ იორკელ ჟურნალისტს აურორა ლეინს (Jennifer Lawrence) ეღვიძება და ორი განწირული ადამიანი ცდილობს თავი დააღწიოს შექმნილ კრიტიკულ ვითარებას.
თავგადასავალი ხშირად დიდი
120 წლის მერე ხომალდი “Homestead 2"-ზე მშვიდობით დაჯდება, მაგრამ ჯიმი და აურორა არსად ჩანან.
ფილმ "ტიტანიკის" შემდეგ, ასეთი სიყვარულის ისტორია ჯერ არ გინახავთ, ქართული მედიის წარმომადგენლებმა კი, ის 16 დეკემბერს კინოთეატრ რუსთაველში შევაფასეთ და მსოფლიო კინოს კრიტიკოსების აზრი, რომ ეს ფილმი აუცილებლად დიდ ეკრანზე უნდა ნახო - გავიზიარეთ. მისი პრემიერა მალე საქართველოს კინოთეატრებშიც გაიმართება.
