23 დეკემბერი, 2016
რამდენიმეწლიანი უთანხმოება დამთავრდა - ნინა წკრიალაშვილი მამას შეურიგდა
როგორც ცნობილია მომღერალი ნინა წკრიალაშვილი მამასთან წლების განმავლობაში არ კონტაქტობდა. მამა-შვილს შორის უთანხმოება პოლიტიკურ ნიადაგზე დაიწყო და რადგან როგორც ნინა ამბობდა, ორივე ძალიან ჯიუტები არიან, შერიგება არ ხერხდებოდა.

''ჩემს ქალიშვილთან საერთოდ არ მაქვს კონტაქტი. იმიტომ რომ მაგ ქალბატონისა და ჩემი პოზიციები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება! ჩვენ შორის საუბარი  როცა იყო, მეუბნებოდა - რა ვქნა, ვიცი, რომ გული გტკივა, მაგრამ მაგათ სამსახურში ვარ და სამსახურის გარეშე ვერ დავრჩებიო! ამაზე ყოველთვის ერთსა და იმავეს ვპასუხობდი - შვილო, არ
გინდა მაგათ სამსახურში ყოფნა მეთქი! ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში ზურაბ წკრიალაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მომღერალი მამას საჯაროდ მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც გორში სტალინის ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით ზურაბ წკრიალაშვილი ძეგლის დაბრუნების მომხრეთა შორის იყო.

ამასთან დაკავშირებით მომღერალი ამბობდა, ''რაც დავიბადე და ლაპარაკი დავიწყე, მე და მამაჩემს მას შემდეგ ყველაფერზე განსხვავებული მოსაზრება გვაქვს. ვიტირო თუ ვიცინო, აღარ ვიცი, არადა სასაცილო არ არის. მამაჩემი იქნება, ბიძაჩემი თუ ჩემი მეზობელი, ვისაც გორში სტალინის ძეგლის დაბრუნება უნდა, იქნება ლენინის მავზოლეუმის გადმოტანაც მოითხოვონ'' .

როგორც ჩანს, უთანხმოება წარსულს ჩაბარდა, რადგან ნინა სუციალურ ქსელში მამასთან და დედასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. ფოტო დედის დაბადების დღესაა გადაღებული.

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
გიორგი
მაგარი კაცი ყოფილხარ ზურაბ! გაგიმარჯოს გორელო ვაჟკაცო.
23:15 / 03-01-2017
გამოხმაურება / 0 /
გიორგი/
შენი კონფლიქტი მამაშენთან თქვენი საქმეა მაგრამ, ნათელია რომ მამაშენი ღირსეული კაცი ყოფილა რომ მაგ სისხლიან ჯალათებს ებრძოდა, შენ კი მათი თანამზრახველი იყავი. სამუშაოს დაკარგვის შიშით სპეკულირება არ გიმნდა, ხალხს სულს ხდიდნენ და აწამებდნენ, შენ რა მერე, ხომ იშოვე სამუშაო.ისე ქალის ლოგიკა რას არ იზავს? სტალინი გენიოსი იყო, ვინც მსოფლიოს აზანზარებდა. ლენინი და მისი მავზოლეუმის გადმოტანა რა კავშირშია გორთან, გაუგებარია. ვინმე ითხოვს შე "ნაცზანზარა" მის გორში ყოფნას? შენი პრობლემა სტალინი კი არა შენი უზნეობაა, ბოზობას და მრუშობას რომ თესავ ახალგაზრდებში.
23:12 / 03-01-2017
გამოხმაურება / 0 /
არადა ამერიკამ რუსეთის დიპლომატია დაითოხოვა 35 კაცი!!
ეს სამაჩაბლოც ისეევ რუსების ხელშია, ხლახი რა დღეშიააა..... ნეტა ანასტასია თურქეთში რომ გადააფრინეს როგორააა. იმედია უკეთ. დღეს ახალი წელია, ყველაფერი კარგად იქნებაა კარგააად. რაც მთავარია ნინა და ზურა შეროგდნეეენ ... როგორც იქნა, გულზე მომეშვა
11:29 / 31-12-2016
გამოხმაურება / 0 /
რუსა
ნინა გამიხარდა არანაირი პოლიტიკაზე და მშობელზე წინ არავინ დააყენო თვალები ცრემლებით ამევსო დღესაც ჩემს მშობლებს ვტირი მიუხედავად იმისა ჯერ კიდევ პატარა ვარ 30 წლის.ბედნიერი ხარ მშობლები გყავს დატკბი ამით
16:00 / 30-12-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS