20 დეკემბერი, 2016
ნინი ონიანი მაია ასათიანს დაუპირისპირდა - ''როცა პრეტენზია გაქვს, რომ წამყვან არხზე წამყვანი ჟურნალისტი ხარ. არ გეკადრება მსგავსი რამ''
ჟურნალ ''თბილისელებთან'' მსახიობი ნინი ონიანი მაია ასათიანთან დაპირისპირებაზე გულახდილად საუბრობს. მსახიობი ამბობს, რომ ''პროფილში'' ჩაწერეს, თუმცა მისი ინტერვიუ ამოჭრეს და ეთერში არ გაუშვეს. ნინი ამბობს, რომ მაია ასათიანზე ძალიან გაბრაზებულია. მისი თქმით მაია ასათიანმა პირადი ინტერესების გამო არ გაუშვა მისი ინტერვიუ.  

"ძალიან გაბრაზებული ვარ, სხვა ჩემ ადგილას ამას თითზე დაიხვევდა, დაატრიალებდა და ერთ ამბავში იქნებოდა. დამირეკა პროდიუსერმა, მითხრა, რომ გადაცემა უნდა ჩაეწერა და უნდა მივსულიყავით. არანაირი პრობლემა არ მქონდა და წავედით.

18 კაცი ჩაგვწერეს. გამოვიდა პრომო და მივხვდი, რომ
რაღაცაში იყო საქმე. ჩემ გარდა ყველა ჩანდა პრომოში.

დავურეკე პროდიუსერს, რა ხდება-მეთქი. მითხრა, შეცდომაა და არ მიაქციო ყურადღებაო. მოვიდა "პროფილის" დღე და აღმოჩნდა, რომ გადაცემაში საერთოდ არ ვიყავი.

ეს ყველაფერი დიდი არაპროფესიონალიზმია. როცა პრეტენზია გაქვს, რომ წამყვან არხზე წამყვანი ჟურნალისტი ხარ. არ გეკადრება მსგავსი რამ.

ჯერ საბავშვო ბაღი ხომ არ არის, ადამიანი მოგყავს, წერ და მერე ჭრი. დაახლოებით ვიცი, რაც ხდება, უბრალოდ ეს იმდენად პირადულია, ამაზე არ ვილაპარაკებ, მაგრამ მაიამ ხომ იცის თვითონ. გადაცემაში რომ არ ვიყავი, ისევ მივწერე პროდიუსერს, ხომ არ აფრენთ, გამაგებინეთ რა ხდება-მეთქი.

პროდისერმა მითხრა სისულელე: პრომოში რომ არ იყავი და მერე სტატუსი დაწერე, ეგ წაიკითხა მაიამ და ამოგჭრაო.

ანუ რა გამოდის, ჩემ გამო მაიამ თავიდან დაამონტაჟა გადაცემა? რა სისულელეა, ვის სჯერა ამის, 4 წელია "რუსთავი 2"-ში ვმუშაობ და ზეპირად ვიციმ, რა ხდება. რა აზრი აქვს ჩემ კამათს, უბრალოდ მაია ასათიანს რცხვენოდეს, ამხელა ქალია. პირადი ინტერესების გამო რომ საქმეს აფუჭებ, შენი სირცხვილია - შენი რეპუტაციის შელახვაა და არა რესპონდენტის". 
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 12 /
ეკა
მაია ასათიანი ვინაა უკაცრავად? ჟურნალისტია?? :)) სირცხვილია რომ მის გადაცემას თუნდაც 5 წუთი ეთმობა. გადამალეთ, გაიტანეთ! მოაშორეთ!
16:00 / 21-12-2016
გამოხმაურება / 0 /
მარი
საერთოდ ვინ უყურებს მაგ თავდაჯერებულ,ვაი ტყლარჭია დაკომპლექსებულ ქალს.დასვავს ჯითხვას და თვითონვე პასუხობს,აქაოდა მე ვარ და ჩემი ნაბადიო,ჩაცმის სტილი ხომ ვაუ და ვაუ...
21:13 / 20-12-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS