20 დეკემბერი, 2016
ნინი ონიანი მაია ასათიანს დაუპირისპირდა - ''როცა პრეტენზია გაქვს, რომ წამყვან არხზე წამყვანი ჟურნალისტი ხარ. არ გეკადრება მსგავსი რამ''
ჟურნალ ''თბილისელებთან'' მსახიობი ნინი ონიანი მაია ასათიანთან დაპირისპირებაზე გულახდილად საუბრობს. მსახიობი ამბობს, რომ ''პროფილში'' ჩაწერეს, თუმცა მისი ინტერვიუ ამოჭრეს და ეთერში არ გაუშვეს. ნინი ამბობს, რომ მაია ასათიანზე ძალიან გაბრაზებულია. მისი თქმით მაია ასათიანმა პირადი ინტერესების გამო არ გაუშვა მისი ინტერვიუ.  

"ძალიან გაბრაზებული ვარ, სხვა ჩემ ადგილას ამას თითზე დაიხვევდა, დაატრიალებდა და ერთ ამბავში იქნებოდა. დამირეკა პროდიუსერმა, მითხრა, რომ გადაცემა უნდა ჩაეწერა და უნდა მივსულიყავით. არანაირი პრობლემა არ მქონდა და წავედით.

18 კაცი ჩაგვწერეს. გამოვიდა პრომო და მივხვდი, რომ
რაღაცაში იყო საქმე. ჩემ გარდა ყველა ჩანდა პრომოში.

დავურეკე პროდიუსერს, რა ხდება-მეთქი. მითხრა, შეცდომაა და არ მიაქციო ყურადღებაო. მოვიდა "პროფილის" დღე და აღმოჩნდა, რომ გადაცემაში საერთოდ არ ვიყავი.

ეს ყველაფერი დიდი არაპროფესიონალიზმია. როცა პრეტენზია გაქვს, რომ წამყვან არხზე წამყვანი ჟურნალისტი ხარ. არ გეკადრება მსგავსი რამ.

ჯერ საბავშვო ბაღი ხომ არ არის, ადამიანი მოგყავს, წერ და მერე ჭრი. დაახლოებით ვიცი, რაც ხდება, უბრალოდ ეს იმდენად პირადულია, ამაზე არ ვილაპარაკებ, მაგრამ მაიამ ხომ იცის თვითონ. გადაცემაში რომ არ ვიყავი, ისევ მივწერე პროდიუსერს, ხომ არ აფრენთ, გამაგებინეთ რა ხდება-მეთქი.

პროდისერმა მითხრა სისულელე: პრომოში რომ არ იყავი და მერე სტატუსი დაწერე, ეგ წაიკითხა მაიამ და ამოგჭრაო.

ანუ რა გამოდის, ჩემ გამო მაიამ თავიდან დაამონტაჟა გადაცემა? რა სისულელეა, ვის სჯერა ამის, 4 წელია "რუსთავი 2"-ში ვმუშაობ და ზეპირად ვიციმ, რა ხდება. რა აზრი აქვს ჩემ კამათს, უბრალოდ მაია ასათიანს რცხვენოდეს, ამხელა ქალია. პირადი ინტერესების გამო რომ საქმეს აფუჭებ, შენი სირცხვილია - შენი რეპუტაციის შელახვაა და არა რესპონდენტის". 
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 12 /
ნანია
მაია ასათიანი რუსთავი-2-ის სირცხვილია ჩემი აზრით.
08:26 / 29-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ნენო
რაც ერთია ის მეორეაა.. ვულგარულებიი
17:32 / 28-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ბს
ვეთანხმები ,,ნაკას" მაგარი ...-ა მაკა ასათიანი და არც ეს ნინია ანგელოზი, ასე რომ ორივენი სულ კარგად იყავით )))
11:37 / 28-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ამდენი წელია ეკრანზეა მაია და მეტყველება, დგომა, მიმიკები ვერ დახვეწა. მისი პაუზებით საუბრის მოსმენას ადამიანში ნერვული აშლილობის გამოწვწვა შეუძლია. ამ ყველაფერს ბოლო დროს უგემოვნოდ და ვულგარულად ჩაცმაც დაემატა. გაკრეჭით, რომ ცხენი ვეღარ გაკვიცდება ალბათ ჯერ არ იცის.
21:10 / 27-12-2016
გამოხმაურება / 0 /
კიკო
შეედარე ასათიანს შენი წონა ჭკუა აქვს,შენ გაიხადე და გახდი პოპულალური,შენ საერთოდ რატო უნდა მიგიწვიონ გადაცემაში,ერთი მდაბიო გოგო ხარ
19:12 / 25-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ხუილა
რა გინდოდა მერე რას გარბოდი მიშას ტელევიზიაში აააა???
10:12 / 25-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ნაკა
რა ქნას ასათიანმაც,თავისი გაჭირვებაც ეყოფა.კომპლექსები აქვს ,,N,, რაოდენობის.ტანჯული ქალის ტანჯული გადაცემა.განგან ფეხები რაღა უბედურებაა.ისე რა ჩემი საქმეა...არც ონიანს და არც ასათიანს ენა არ უგვალავს და მოუვლიან ერთმანეთს.ყველას დამდეგ შობა ახალ წელს გილოცავთ
12:04 / 24-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ნიკა გვარამიას
რა გჭირს ნიკა,ასეთ სამარცხვინო ქალს რატომ აჩერებ ტელევიზიაში?
18:43 / 22-12-2016
გამოხმაურება / 0 /
მაიას ფანუკა
ფროფილში ჩასაწერად რომ წადი მეტი გეკადრება. ანტი ქართული გადაცემა და გარყვნილების პროპაგანდაა!
17:26 / 22-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ხახა
მაიას ნუ ახსენებ, შე ნაგავოოოოო
17:30 / 21-12-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS