20 დეკემბერი, 2016
თეა სიჭინავა - „ჩემი ამბავიც რომ არ გაგიზიაროთ, ალბათ მეც შევიშლები, ორი საათის წინ ჩემი მანქანაც დავამტვრიე და სხვისიც“
თეა სიჭინავას წმინდა ნიკოლოზის დღესასწაულზე უიღბლობა სდევდა თან. ავარიას უვნებელი გადაურჩა, თუმცა ჯარიმის გადახდა მოუწევს.

ამავე დღეს მას მეორე ჯარიმაც გამოუწერეს. მეგობრები ტელეწამყვანს ურჩევენ, მანქანა ველოსიპედით ჩაანაცვლოს. 

„ხალხნო, ვიცი რომ სამყარო შეიშალა და ისიც ვიცი ლარი რა უბედურ დღეშიცაა, მაგრამ ჩემი ამბავიც რომ არ გაგიზიაროთ, ალბათ მეც შევიშლები. ორი საათის წინ ჩემი მანქანაც დავამტვრიე და სხვისიც, გამოვიწერა 250 ლარიანი ჯარიმა, ავარიის შოკი არ მაქვს ჯერ კიდევ გავლილი და სახედაკარგული რომ მივედი ერთ ადგილას, აგერ თურქეთში
ელჩის მკვლელობაც წამომეწია.

გგონიათ დასრულდა? გამოვედი და არასწორი პარკირებისთვის ამჯერად ათი ლარით დავჯარიმდი. ამ წმინდა ნიკოლოზს მეც კი ვთხოვე დღეს რაღაც, მაგრამ მგონი არასწორად გამიგო“, წერს თეა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
K.თ
ცოცხალი გადარჩენილხარ ამ წმინდა ნიკოლოზობას და მადლობა თქვი. ხალხი რა უკუგმა აზროვნებს, რა დაემართათ ადამიანებს?
18:57 / 27-12-2016
გამოხმაურება / 0 /
დავით123
"ამ წმინდა ნიკოლოზს მეც კი ვთხოვე დღეს რაღაც, მაგრამ მგონი არასწორად გამიგო“, წერს თეა." მე მგონი შენ თავად ვერ გაგიგია თეა სად ხარ და რა გინდა
16:57 / 21-12-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS