19 დეკემბერი, 2016
როგორ შეიცვალა ტრაგედიის შემდეგ მეკო კვირიკაშვილის ცხოვრება და ვინ ეხმარება მას შვილების აღზრდაში
ე.წ. მორაგბეების ავტოავარიიდან 6 თვე გავიდა. ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოკატასტროფაზე, რომელსაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.

მძიმე ავარიის დროს ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, გიორგი პაპასკირი და ნუცა კალანდარია, ასევე მათი მეგობარი ანი ჩხაიძე გარდაიცვალნენ. მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი და გიორგი ლომინაძე მეუღლეებთან ერთად მძიმედ დაშავდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ, კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძე გარდაიცვალა.

შემთხვევის დროს საჭესთან ქართველი ბორჯღალოსანი მერაბ კვირიკაშვილი იჯ
და, რომელსაც 4 შვილი დარჩა აღსაზრდელი. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ავარიის დღეს მერაბ კვირიკაშვილსა და ანანო ბუაძეს ქორწინების 14 წელი შეუსრულდათ. ისინი საფრანგეთიდან ათი დღის დაბრუნებულები იყვნენ. სამწუხაროდ, ქორწინების 14 წლისთავზე, მათი სამაგალითო სიყვარულის ისტორია ტრაგიკულად დასრულდა.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მეკო კვირიკაშვილი სათამაშო მოედანს დაუბრუნდა. ცნობილია, რომ ამიერიდან ის მხოლოდ საქართველოში გააგრძელებს თამაშს და მთელ დროს ბავშვების აღზრდას დაუთმობს, რომელშიც დედა და მეგობრები ეხმარებიან. სწორედ ამიტომ კვირიკაშვილმა ფრანგულ კლუბ "სენ-ჟუნიენთან" კონტრაქტი გააუქმა. იხილეთ სრულად

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS