„ვარიანის გადასახვევთან, ორთაშენში, დაღმართზე მოსრიალდა, მოწყდა, იბზრიალა და უკანა ნაწილით ცხვირში დაგვეხაჯა სამარშუტო მანქანა.
გაჩერებულ მანქანაში ვიყავი ჩემს მშობლებთან და ბებიაჩემთან ერთად, რომლებიც ჩართულები იყვნენ თავადაც ქველმოქმედებაში და თან მეხმარებოდნენ ამ ნივთების ზიდვაში.
ახალნაოპერაციები მამაჩემის მხარეს დაგვარტყეს, ბებიაჩემი კი, რომელიც გადასული იყო მანქანიდან, დარტყმის შედეგად მანქანის ქვეშ, ბორბლებს შორის აღმოჩნდა. 5-10 წუთის მანძილზე მამაჩემიც და ბებიაჩემიც ცოცხალი აღარ მეგონა.
პანიკა იმის
მთავარზე გადავალ. რატომ ვწერ ამას? -> ჩვენი ავარიით, სავაურაუდოდ, დაღუპვისგანაც კი ვიხსენით ვინმე, რადგან მოყინული გზა მხოლოდ ამის შემდეგ გადაკეტა პოლიციამ! არის თუ არა ეს სახელმწიფოს ვალდებულება, რომ მობილიზებული იყოს მსგავს მონაკვეთებში ტექნიკა, დაიყაროს ტექნიკური მარილი, დაყენდეს რამე ნიშანი? დიდი მადლობა მუნიციპალიტეტის გამგეობას, მერიას და გუბერნიის ადმინისტრაციას რომ ამ შეხვედრების ორგანიზებაში დამეხმარა, მაგრამ სავალი გზა რომ არ იყო გაწმენდილი, და ყველა მანქანა საავარიო სიტუაციაში რომ აღმოჩნდა, ეგეც ხომ ისევ ამ უწყებებს ეხებათ?
პ.ს. მამაჩემი ძალიან მადლიერია და დიდი მადლობა დამაბარა გუბერნატორის მოადგილესთან, რომელიც ავარიის შემდეგ ძალიან დაგვეხმარა და გვერდიდან არ მოგვშორებია! პირადად მეც მადლიერი ვარ, რა თქმა უნდა, მაგრამ ყოველთვის მირჩევნია, მსგავსი შემთხვევების პრევენციაში დამეხმარონ, ვიდრე პოსტ-ფაქტუმ!!
ვთვლი, რომ ამგვარად შეთანხმებული ვიზიტის ფარგლებში, უნდა მოგვმსახურებოდა მანქანა სპეციალური საბურავებით, ან პოლიციის მანქანა მაინც მოემაგრებინათ და არა ადმინისტრაციის თანამშრომელი გოგონა აქეთ ჩვენ გამოგვყოლოდა ჩვენი მანქანით და მასაც საფრთხეში ჩაეგდო თავი“.