„მეგობრებო, გვსურს განგიმარტოთ, რომ ერთერთ სუპერმარკეტში გამოჩენილ სალათს, სახელწოდებით "ღორჯო ყრდელში" არანაირი კავშირი არ აქვს ფორმულა კრეატივთან, ბათე ჯენერალსთან და ჩვენს სერიალთან.
სუპერმარკეტების ქსელმა ჩვენი სერიალის ერთერთი პერსონაჟის, ლუნა მაზიაშვილის მოფიქრებული და სერიალში არაერთხელ გაჟღერებული კერძი "ღორჯო ყრდელში", ჩვენთან ყოველგვარი წინასწარი შეთანხმების ან ნებართვის გარეშე დაარქვა გაურკვეველი შემადგენლობის მქონე სალათს და ჩაუშვა გაყიდვაში.
შესაბამისად, ვემიჯნებით ამ სუპერმარკეტის მიერ მყიდველის შეცდომაში შეყვანის მცდელობას. გაუზიარეთ ეს ინფორმაცია