17 დეკემბერი, 2016
„ღორჯო ყრდელზე“ შეიძლება სასამართლოში დაპირისპირების მიზეზი გახდეს - "რომ უჩივლებს ლუნა ბიზნესის დახევისთვის, კი არ იციან, თავხედები"
სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ სცენარისტი ქეთი დევდარიანი ფეისბუქზე ერთ-ერთ სუპერმაკეტში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ სუპერმარკეტის ქსელში „ღორჯო ყრდელზე“ იყიდება და რომლის ფასი საკმაოდ დიდია.

„სასამართლოში რომ უჩივლებს ლუნა ბიზნესის დახევისთვის, კი არ იციან. თავხედები“- წერს აღშფოთებული სცენარისტი.

შეგახსენებთ, რომ სერიალში ერთ- ერთმა პერსონაჯმა ლუნამ ბიზნესი წამოიწყო ღორჯო ყრდელზე,რომელსაც მისი თქმით პიკანტური გემო აქვს.

ყრდელის არსებობის შესახებ საზოგადოებამ სწორედ ამ სერიალიდან შეიტყო, მანამდე ამ მცენარეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა სახელით იცნობდნენ:

ბატიბალახი, ბატიკბილა, ბატისასუქა,
ნარკოკობა, ქადუნა, ველის ყრდელი, ხარნუყა, ხავარტა, ხარნია, ხასი, ყრდელი ველისა, ყროლაველის ყრდელი.  ვენახის ღიჭას ჰგავს და მწარეა. ბევრგან მას უწოდებენ ღორის ქადას.

„არანაირი "ღორჯო ყრდელზე" სერიალამდე არ არსებობდა“, წერს სცენარისტი.

როგორ დამთავრდება ეს დაპირისპირება ამას უახლოეს მომავალში შევიტყობთ.

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
კუკური
შეთანხმებული ამბავია ეგა, უფასოდ აპიარებენ
08:36 / 26-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ინნა
პოლ ბრეგის წიგნში ეწერა, ღორის ქადა ერთერთი უმდიდრესი პროდუქტია ვიტამინების და მინერალების შემცველობით. მადლობა რეჟისორს ამ სერიალით გავიგე რა იყო ეს ღორის ქადა
01:18 / 26-12-2016
გამოხმაურება / 0 /
დათო
ყრდელი არის მცენარე,ხალხში სალათის ფოთლებს რომ ეძახიან. რაც შეეხება ველის ყრდელს, ის იგივე ღიჭაა, მწარეა და არ იჭმევა, ღორებს და კურდღლებს უყვართ ძალიან. ღორჯოს სალათის ფოთლებში შეიძლება ვუწოდოთ ღორჯო ყრდელზე, არ მგონია ამას დიდი საავტორო უფლება სჭირდებოდეს.
19:22 / 23-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ირაკლი
,,ბებო გენაცვალოს" რომ გამოვიდა იმას არ უნდა უჩივლონ? თუ ეგ სცენარისტებისაა? :))))
13:38 / 23-12-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS