22 ოქტომბერი, 2013
კიდევ ერთ ახალგაზრდას ეძებენ...
ქვეყანაში ერთი მეორის მიყოლებით უგზო-უკვლოდ იკარგებიან ახალგარზდები ''ჩემო მეგობრებო, პირველად გთხოვთ უმორჩილესად დახმარებას!
ჩემი დის ეკატერინე აფხაიძის 15 წლის შვილი სანდრო მგალობლიშვილი გუშინ 21 ოქტომბერს დღის 4 საათზე გავიდა და აღარ დაბრუნებულა! გთხოვთ, თუ ვინმემ სადმე შენიშნეთ, შეგვატყობინეთ! გთხოვთ! ტელეფონის ნომერი 599911255'' ...

ეს სტატუსი რამდენიმე საათის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ბოლო დროს, მომხდარი ადამიანების გაუჩინარების უცნაური ფაქტები საერთო შიშის საბაბად იქცა. ქვეყანაში ერთი მეორის მიყოლებით უგზო-უკვლოდ იკარგებიან ახალგარზდები.

დღემდე უშედეგოდ ეძებენ ნინო გვასალიას, რომელიც
რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა...
''უმორჩილესად გთხოვთ ყველას, თუ სადმე შენიშნავთ ნინო გვასალიას, შეგვატყობინეთ 599858858

Rating

ნინოს ეცვა მუქი ლურჯი ბაიკის სპორტული, კაპიუშონიანი ზედა, რომელსაც გულზე თეთრი ასოებით აწერია ჩჰამპიონს, მუქი ყავისფერი ჯინსის შარვალი, შავი, ყელიანი ფეხსაცმელი...

თან ჰქონდა წითელი ფერის, ტომსიკა-ჩანთა, რომელიც ზურგზე შავი თასმებით მაგრდება.
ნინო არის გამხდარი, საშუალოზე მაღალი, მუქი ფერის, მხრებამდე თმით, შავი თვალებით.'' - წერს ნინოს დედა, ქალბატონი ლალი ცინცაძე სოციალურ ქსელში.

მეორე დაკარგული, 19 წლის სალომე დუნდუაა. ის 18 ოქტომბერს სამტრედიის სოფელ მარნიდან, სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. ეცვა ლურჯი ჯინსის შარვალი, ნარინჯისფერი მაისური და ლურჯი, მოკლე პიჯაკი. გოგონას ახლობლები დახმარებას ითხოვენ და მისი ნახვის შემთხვევაში, ყველას მოუწოდებენ დარეკონ ნომერზე: 557 93 29 96.
Rating
მესამე დაკარგულის, სანდრო მგალობლიშვილის შესახებ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია. ამ დრომდე არცერთი მათგანი ნაპოვნი არ არის...

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ქეთი
აუუუ მეშინია უკვე, ჩემები გავაფრთხილე თუ გავქრი ერთ დღეს მე ჩემი ნებით არსად არ გავრბივარ და არც თავს ვიკლავს მეთქი :(
11:09 / 23-10-2013
გამოხმაურება / 0 /
სოფო25
ეს რა ხდება მარტლა რა უბედურებაა გმერტო. ნეტავ უვნებლები იპოვნონ ტავიანტმა ახლობლებმა. მეც დედა ვარ და მეშინია ასეტი ამბების გამო. იქნებ მარტლა მეტი ყურადგება დავუტმოტ ცჰვენს შვილებს ხანდახან მაინც ვკიტხოტ რა უხარაიტ და რა აწუხებტ, ადრე სხვა დრო იყო პრობლემებიც იყო მეტი გასაჭირიც, მაგრამ ახლა რომ გვიდგას საშინელი დრო ასეტი დრო არასოდეს ყოფილა, დავიცვატ შვილები
14:47 / 22-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანიკო
რა არის ეს რა ხდება,მიაწერენ პოლიტიკას ეხლა!.. მოდა მკვიდრდება გაუჩინარების მგონი..კარგად მიხედეთ შვილებს,საძებნი რიმ არ გაგიხდეთ მერე
13:18 / 22-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS