ჩემი დის ეკატერინე აფხაიძის 15 წლის შვილი სანდრო მგალობლიშვილი გუშინ 21 ოქტომბერს დღის 4 საათზე გავიდა და აღარ დაბრუნებულა! გთხოვთ, თუ ვინმემ სადმე შენიშნეთ, შეგვატყობინეთ! გთხოვთ! ტელეფონის ნომერი 599911255'' ...
ეს სტატუსი რამდენიმე საათის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ბოლო დროს, მომხდარი ადამიანების გაუჩინარების უცნაური ფაქტები საერთო შიშის საბაბად იქცა. ქვეყანაში ერთი მეორის მიყოლებით უგზო-უკვლოდ იკარგებიან ახალგარზდები.
დღემდე უშედეგოდ ეძებენ ნინო გვასალიას, რომელიც
''უმორჩილესად გთხოვთ ყველას, თუ სადმე შენიშნავთ ნინო გვასალიას, შეგვატყობინეთ 599858858

ნინოს ეცვა მუქი ლურჯი ბაიკის სპორტული, კაპიუშონიანი ზედა, რომელსაც გულზე თეთრი ასოებით აწერია ჩჰამპიონს, მუქი ყავისფერი ჯინსის შარვალი, შავი, ყელიანი ფეხსაცმელი...
თან ჰქონდა წითელი ფერის, ტომსიკა-ჩანთა, რომელიც ზურგზე შავი თასმებით მაგრდება.
ნინო არის გამხდარი, საშუალოზე მაღალი, მუქი ფერის, მხრებამდე თმით, შავი თვალებით.'' - წერს ნინოს დედა, ქალბატონი ლალი ცინცაძე სოციალურ ქსელში.
მეორე დაკარგული, 19 წლის სალომე დუნდუაა. ის 18 ოქტომბერს სამტრედიის სოფელ მარნიდან, სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. ეცვა ლურჯი ჯინსის შარვალი, ნარინჯისფერი მაისური და ლურჯი, მოკლე პიჯაკი. გოგონას ახლობლები დახმარებას ითხოვენ და მისი ნახვის შემთხვევაში, ყველას მოუწოდებენ დარეკონ ნომერზე: 557 93 29 96.

მესამე დაკარგულის, სანდრო მგალობლიშვილის შესახებ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია. ამ დრომდე არცერთი მათგანი ნაპოვნი არ არის...
ჟურნალი ''რეიტინგი''




















