15 დეკემბერი, 2016
რატომ დაუპირისპირდა ია ფარულავა მარიამ კუბლაშვილის ბიზნესს - ''მე მაგათ ვაჩვენებ სეირს''...
მსახიობი ია ფარულავა ფეისბუქზე მარიამ კუბლაშვილის ბიზნესის სქემაზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც იას სახელს იყენებენ.

''მარიამ კუბლაშვილის კანტორიდან სახელად ლაქშერი კოსმეტიკი რომელიც იგივე ყოფილა რაც დე შელი ქალბატონებს ურეკავენ და ეუბნებიან, რომ ია ფარულავა არის ჩვენი მომხმარებელი სრული სიცრუეა, არ დაიჯეროთ მაგათ ვაჩვენებ მე სეირს... წლებია, ნატალი ანტი ეიჯ კლინიკის სახე ვარ და ჟერმენ და კაპუჩინის გარდა სხვა ბრენდს არ ვხმარობ .... თუმცა ერთმა ქალბატონმა თავისი გაკეთებული სახის საცხი გამასიჯნა და...დანარჩენს ხვალ დავწერ.

ყველაზე მაგარი ისაა,
რომ თავად კუბლაშვილი ამბობს, რომ არ იცის, ვინ აკეთებს ამას და რომ ამას აკეთებენ სხვები და მის სახელს იყენებენ''.

''თბილისში არ ვიყავი, თორემ შენი სიყვარულით მივიდოდი''

''მარიამ კუბლაშვილი ძალიან სასიამოვნო გოგოა და მიკვირს რატომ მისცა მის თანამშრომლებს მარკეტინგში ტყუილის გარევის უფლება ...ტყუილი ანგრევს და ანადგურებს ბიზნესს'' ..., ვკითხულობთ სტატუსის კომენტარებში.

იას სტატუსის შემდეგ მოდელი ნინო ორდენიძე წერს, რომ მასაც დაურეკეს ''დეშელიდან''

''ვაიმე ია,შენი სახელი რომ მიხსენეს გავუგრძელე საუბარი მომერიდა მეთქვა, არ მინდათქო!და გამომკითხეს როგორი ტიპის კანი გაქვს და ა.შ. აი, მაიმუნი გავხდი და მერე დამირეკეს, მოხვდით აქციაშიო! თქვენ ხართ ყველაზე იღბლიანიო! და აი, მანდ მივხვდი, რაც ხდებოდა''.

თავად მარიამს ამ თემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ჯერჯერობით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ რამდენიმე დღის წინ მარიამ კუბლაშვილი ფეისბუქზე წერდა, რომ ქვეყანაში ისეთი ცუდი ეკონომიური პირობებია, საქართველოდან გაქცევა მოუნდა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 23 /
ნინა
კუბლაშვილი თავისი კომპანიის სრული შემადგენლობით ნაძირალები, არაადამიანები არიან!!!
17:04 / 15-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ნნნ
ეგ კომპანია უნდა დაიხუროს საერთოდ,ამდენი ქალბატონების ცოდვა ადევს და არამგონია რომ რაიმე წინსვლა ქონდეს ამის შემდეგ,როგორ ატყუებენ ასე ამ ხალხს და სთავაზობენ ასეთ ნაგავ კოსმეტიკას.
14:36 / 15-12-2016
გამოხმაურება / 0 /
თეკლა
პროდუქციის ხარისხზე ვერაფერს ვიტყვი რაც არვიცი მაგრამ მეგობარი დადიოდა პრაქტიკებს გადიოდა სამსახური უნდა დაეწყო და წამოვიდა.ხალხს ისე ამწარებენ მანდ რა მამუშავებსო,ისე ესაუბრებიან და აშტერებენ რომ დაუფიქრებლად აწერენ რაღაც ძვირიან ხელშეკრულებებს და განვადებებს ხელსო.რომ იხვდებიან რაშიც აქვთ თავი გაყოფილი მოვარდებიან და არი ერთი ტირილი,მოთქმა,წყევლა და ვაი ვიშიო
14:33 / 15-12-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS