21 ოქტომბერი, 2013
ნატა გულიაშვილმა შორენა ბეგაშვილის კაბა 150 ლარად იყიდა
სხვებთან ერთად შორენას თხოვნა გულთან ახლოს მსახიობმა ნატა გულიაშვილმაც მიიტანა და შორენას სახლში, წითელი კაბის საყიდლად მიაკითხა როგორც მკითხველისთვის ცნობილია, მსახიობმა შორენა ბეგაშვილმა ქველმოქმედება გადაწყვიტა, საკუთარი გარდერობი გადაარჩია, შემდეგ კი თავისი და შვილის კაბები და აქსეუარები გასაყიდან გამოიტანა.

''მინდა მცირედი დახმარება გავუწიო თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატს თემქაზე. აქ წარმოდგენილია ჩემი და ჩემი შვილის საყვარელი ნივთების ნაწილი. თანხა მთლიანად გადაირიცხება ზემოთაღნიშნულ მოხუცთა თავშესაფარში.

გთხოვთ, დამიჭიროთ მხარი და შეიძინოთ ნივთები. ერთად დავეხმაროთ მოხუცებს'', - წერდა შორენა ''ფეისბუქის'' საკუთარ
გვერდზე და რამდენიმე დღის განმავლობაში ნივთების ფოტოებს აქვეყნებდა.

რამდენს შეადგენს სექსიმბოლოს ნავაჭრი, ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ სხვებთან ერთად შორენას თხოვნა გულთან ახლოს მსახიობმა ნატა გულიაშვილმაც მიიტანა და შორენას სახლში, წითელი კაბის საყიდლად მიაკითხა, შემდეგ კი ახალ სამოსში იპოზიორა.

ნატა გულიაშვილი:
- ძალიან გამიხარდა რომ შორენამ ხანდაზმულთა დახმარება გადაწყვიტა და მეც ამ ერთი კაბის შეძენით ჩემი პატარა წვლილი შევიტანე ამ საქმეში. მე და შორენა 10 წელია ვმეგობრობთ, ძალიან კეთილი და უბრალო ადამიანია. როგორც გავიგე, საკუთარი ფონდის ჩამოყალიბებას აპირებს და შევეცდები, გვერდით დავუდგე ამ საქმეში.
- მხოლოდ ეს ერთი კაბა მოგეწონა?
- ბევრი მომეწონა, მაგრამ არჩევანი წითელზე გავაკეთე. ეს ჩემი საყვარელი ფერია და ვფიქრობ, მომიხდა კიდეც. საერთოდ ძალიან მომწონს შორენას გემოვნება, ყოველთვის მომწონდა მისი ჩაცმის სტილი.
- თუ საიდუმლო არ არის რამდენი გადაიხადე ამ კაბაში?
- 150 ლარი. აქ ყველა კაბას თავისი კონკრეტული ფასი აქვს. მინდა სხვებსაც მოვუწოდო, თავისი წვლილი შეიტანონ ამ კეთილ საქმეში.

ნინო მჭედლიშვილი

სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 38 /
ნატა გულიაშვილი
დზალიან თბილი მოხუცები არიან და დზალიან დიდი სურვილი მაკვს, რომ კველა ადამიანი გვერდზე დაუდგეთ ამ კეტილ მოხუცებს. მატ ხომ ჩვენი დახმარება დზალიან ჩირდებატ.
01:12 / 22-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ხატია
დზალიან კარგიაააა ასე განაგრდზეთ იმედია სვებიც მიბადზავენ
00:25 / 22-10-2013
გამოხმაურება / 0 /
მანანა ს
სენ შორენა ბიზინა გგონია მილიარდერი? საიდნა გადარიცხოს? მაგას ნივტები აქვს ტორემ ფული ხომ არა? ტუ მეტად ვერ აზროვნებ რომ იზახი გადარიცხოსო! ამას ფულს ხომ არ ჩუქნიან, არამედ ნივტებს მარა ამდენი აზრი არ გაქვს მაგ პატარა ტავში, ბალიშზე დასადებად გინდა მარტო ? :D
23:42 / 21-10-2013
გამოხმაურება / 0 /
მანანა
ამდენ მაიმუნობას,ადგეს და ფული გადარიცხოს...იაფფასიანი პიარია...
22:34 / 21-10-2013
გამოხმაურება / 0 /
სესე
ნატას კაბა უნდოდა ტორემ,მოხუცები არ კიდია?
21:18 / 21-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ყოჩაღ გოგონებო კარგია. განაგრძეთ ასე და იმედია ბევრი გამოგეხმაურებათ.კარგი იდეაა ძალიან.
20:42 / 21-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ანია
მიდით გოგოებო! ყოჩაღ, ნატა! ახლა სხვებმაც მიბაძონ! მიდი შორო, მიდი, მაგარი ხარ!
20:22 / 21-10-2013
გამოხმაურება / 0 /
მარი
ძალიან კარგი :).კარგი ქალია ეს ნატა და იდეაც არაჩვეულებრივია...
20:13 / 21-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS