21 ოქტომბერი, 2013
ნატა გულიაშვილმა შორენა ბეგაშვილის კაბა 150 ლარად იყიდა
სხვებთან ერთად შორენას თხოვნა გულთან ახლოს მსახიობმა ნატა გულიაშვილმაც მიიტანა და შორენას სახლში, წითელი კაბის საყიდლად მიაკითხა როგორც მკითხველისთვის ცნობილია, მსახიობმა შორენა ბეგაშვილმა ქველმოქმედება გადაწყვიტა, საკუთარი გარდერობი გადაარჩია, შემდეგ კი თავისი და შვილის კაბები და აქსეუარები გასაყიდან გამოიტანა.

''მინდა მცირედი დახმარება გავუწიო თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატს თემქაზე. აქ წარმოდგენილია ჩემი და ჩემი შვილის საყვარელი ნივთების ნაწილი. თანხა მთლიანად გადაირიცხება ზემოთაღნიშნულ მოხუცთა თავშესაფარში.

გთხოვთ, დამიჭიროთ მხარი და შეიძინოთ ნივთები. ერთად დავეხმაროთ მოხუცებს'', - წერდა შორენა ''ფეისბუქის'' საკუთარ
გვერდზე და რამდენიმე დღის განმავლობაში ნივთების ფოტოებს აქვეყნებდა.

რამდენს შეადგენს სექსიმბოლოს ნავაჭრი, ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ სხვებთან ერთად შორენას თხოვნა გულთან ახლოს მსახიობმა ნატა გულიაშვილმაც მიიტანა და შორენას სახლში, წითელი კაბის საყიდლად მიაკითხა, შემდეგ კი ახალ სამოსში იპოზიორა.

ნატა გულიაშვილი:
- ძალიან გამიხარდა რომ შორენამ ხანდაზმულთა დახმარება გადაწყვიტა და მეც ამ ერთი კაბის შეძენით ჩემი პატარა წვლილი შევიტანე ამ საქმეში. მე და შორენა 10 წელია ვმეგობრობთ, ძალიან კეთილი და უბრალო ადამიანია. როგორც გავიგე, საკუთარი ფონდის ჩამოყალიბებას აპირებს და შევეცდები, გვერდით დავუდგე ამ საქმეში.
- მხოლოდ ეს ერთი კაბა მოგეწონა?
- ბევრი მომეწონა, მაგრამ არჩევანი წითელზე გავაკეთე. ეს ჩემი საყვარელი ფერია და ვფიქრობ, მომიხდა კიდეც. საერთოდ ძალიან მომწონს შორენას გემოვნება, ყოველთვის მომწონდა მისი ჩაცმის სტილი.
- თუ საიდუმლო არ არის რამდენი გადაიხადე ამ კაბაში?
- 150 ლარი. აქ ყველა კაბას თავისი კონკრეტული ფასი აქვს. მინდა სხვებსაც მოვუწოდო, თავისი წვლილი შეიტანონ ამ კეთილ საქმეში.

ნინო მჭედლიშვილი

სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 38 /
ჯონი
nata da shorena kochag mixaria rom ketil sakmes aketebtt
02:39 / 23-10-2013
გამოხმაურება / 0 /
გაგა
ძალიან მიხარია ნატა გულიშვილი, ჩემი ძალიან ახლობელი და მეგობარი რომ ეხმარება მოხუცთა თავშესაფარს. ეგრე გააგრძელე ნატალია, შენი დიდი იმედი გვაქვს.
02:37 / 23-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ჯულიანა
აშკარაა რომ ნატა მაგრად ეტენება შოკას )))) შორენა ულამაზესია მაგრად მომწონს
20:16 / 22-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ტატა
გულის ამაჩუყებელი ამბავია :)
19:30 / 22-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანიკო
შორენა ყოჩაღ მართლა! შენ კი ნატა,თუ ასე ეფეთებოდი შოკას კაბებზე,გეთქვა და ერთს გაჩუქებდა არ დაგწყვეტდა გულს,მითუმეტეს თუ შენი მეგობარია ))
16:14 / 22-10-2013
გამოხმაურება / 0 /
კოკო
ამეტირაააააააა
13:43 / 22-10-2013
გამოხმაურება / 0 /
თათა
ეს ნატააა სულ რატომ ბაძავს შორენას?))) აბაა შორეს კითხეე ხარ კიი მისიი მეგობარიი ))) ისეე შორებას მერეე ბატას ტანზეე ეს კაბაა არ არის მიმზიდველიი გააბანძა კაბააა :დ
11:44 / 22-10-2013
გამოხმაურება / 0 /
შამილი
ამეტირა:DDDD რა დედამ გშობათ?!
09:38 / 22-10-2013
გამოხმაურება / 0 /
დათო
ნატა გულიაშვილს და შორენა ბეგაშVილს ჩემგან დიდი პლიუსი !!
01:49 / 22-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
ნატაა ნატა!!! ჩემოო კარგო ! ძალიან მეამაყება შენი საქციელი! ქველმოქმედება ყველაზე დიდიი მადლიაა !!
01:36 / 22-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS