21 ოქტომბერი, 2013
ნატა გულიაშვილმა შორენა ბეგაშვილის კაბა 150 ლარად იყიდა
სხვებთან ერთად შორენას თხოვნა გულთან ახლოს მსახიობმა ნატა გულიაშვილმაც მიიტანა და შორენას სახლში, წითელი კაბის საყიდლად მიაკითხა როგორც მკითხველისთვის ცნობილია, მსახიობმა შორენა ბეგაშვილმა ქველმოქმედება გადაწყვიტა, საკუთარი გარდერობი გადაარჩია, შემდეგ კი თავისი და შვილის კაბები და აქსეუარები გასაყიდან გამოიტანა.

''მინდა მცირედი დახმარება გავუწიო თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატს თემქაზე. აქ წარმოდგენილია ჩემი და ჩემი შვილის საყვარელი ნივთების ნაწილი. თანხა მთლიანად გადაირიცხება ზემოთაღნიშნულ მოხუცთა თავშესაფარში.

გთხოვთ, დამიჭიროთ მხარი და შეიძინოთ ნივთები. ერთად დავეხმაროთ მოხუცებს'', - წერდა შორენა ''ფეისბუქის'' საკუთარ
გვერდზე და რამდენიმე დღის განმავლობაში ნივთების ფოტოებს აქვეყნებდა.

რამდენს შეადგენს სექსიმბოლოს ნავაჭრი, ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ სხვებთან ერთად შორენას თხოვნა გულთან ახლოს მსახიობმა ნატა გულიაშვილმაც მიიტანა და შორენას სახლში, წითელი კაბის საყიდლად მიაკითხა, შემდეგ კი ახალ სამოსში იპოზიორა.

ნატა გულიაშვილი:
- ძალიან გამიხარდა რომ შორენამ ხანდაზმულთა დახმარება გადაწყვიტა და მეც ამ ერთი კაბის შეძენით ჩემი პატარა წვლილი შევიტანე ამ საქმეში. მე და შორენა 10 წელია ვმეგობრობთ, ძალიან კეთილი და უბრალო ადამიანია. როგორც გავიგე, საკუთარი ფონდის ჩამოყალიბებას აპირებს და შევეცდები, გვერდით დავუდგე ამ საქმეში.
- მხოლოდ ეს ერთი კაბა მოგეწონა?
- ბევრი მომეწონა, მაგრამ არჩევანი წითელზე გავაკეთე. ეს ჩემი საყვარელი ფერია და ვფიქრობ, მომიხდა კიდეც. საერთოდ ძალიან მომწონს შორენას გემოვნება, ყოველთვის მომწონდა მისი ჩაცმის სტილი.
- თუ საიდუმლო არ არის რამდენი გადაიხადე ამ კაბაში?
- 150 ლარი. აქ ყველა კაბას თავისი კონკრეტული ფასი აქვს. მინდა სხვებსაც მოვუწოდო, თავისი წვლილი შეიტანონ ამ კეთილ საქმეში.

ნინო მჭედლიშვილი

სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 38 /
ანაროსა
ეს კაბა ზუსტად ვიცი რომელი საიტიდანაცაა გამოწერილი შავიც იყო , ლამაზია მეც მივიღებ მონაწილეობას უბრალოდ ჩემი შემოსავლით თუ გავწვდები
19:00 / 27-10-2013
გამოხმაურება / 0 /
მაია
ვაჭრობის გარესშე დაეხმარონ არ მოსულაა?
18:15 / 27-10-2013
გამოხმაურება / 0 /
სოფო
მაგრები ხართ. მიხარია კეთილი საქმის რომ აკეთებთ. წარმატებები.
05:34 / 26-10-2013
გამოხმაურება / 0 /
თეო
ნატა დზალიან მიხარია რომ ესე ეხმარები მოხუცთა თავშესაფარს მიYვარხარ ჩემი თბილი და ტკბილი ხარ
02:47 / 25-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ლელ
კარგები ხართ, შეუერთდით ფულიანო ფეისებო.
10:24 / 23-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
მაგრები ხართ გოგოებოოოოოოოოოოოოო. ესე გააგრდელთთთთთთთთთთთთთ. :)))
04:33 / 23-10-2013
გამოხმაურება / 0 /
სანდრო
მეც ორივე დალიან მომწონს. ორივე დალიან ეშხიანი გოგოა.
04:28 / 23-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ელენე
ორივე კარგი გოგოები არიან მე, ორივედს ვაფასებ და პატივს ვცემ.
03:20 / 23-10-2013
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
კეთილი საქმის კეთება კოველთვის დასაფასებელი საქმეა
02:44 / 23-10-2013
გამოხმაურება / 0 /
დათო
მართლა დალიან კარგი გოგოები არიან შორენა და ნატა კოჩაგთ გოგოებო ეგრე გააგრდზელეთ.
02:42 / 23-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS