''მინდა მცირედი დახმარება გავუწიო თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატს თემქაზე. აქ წარმოდგენილია ჩემი და ჩემი შვილის საყვარელი ნივთების ნაწილი. თანხა მთლიანად გადაირიცხება ზემოთაღნიშნულ მოხუცთა თავშესაფარში.
გთხოვთ, დამიჭიროთ მხარი და შეიძინოთ ნივთები. ერთად დავეხმაროთ მოხუცებს'', - წერდა შორენა ''ფეისბუქის'' საკუთარ
რამდენს შეადგენს სექსიმბოლოს ნავაჭრი, ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ სხვებთან ერთად შორენას თხოვნა გულთან ახლოს მსახიობმა ნატა გულიაშვილმაც მიიტანა და შორენას სახლში, წითელი კაბის საყიდლად მიაკითხა, შემდეგ კი ახალ სამოსში იპოზიორა.
ნატა გულიაშვილი:
- ძალიან გამიხარდა რომ შორენამ ხანდაზმულთა დახმარება გადაწყვიტა და მეც ამ ერთი კაბის შეძენით ჩემი პატარა წვლილი შევიტანე ამ საქმეში. მე და შორენა 10 წელია ვმეგობრობთ, ძალიან კეთილი და უბრალო ადამიანია. როგორც გავიგე, საკუთარი ფონდის ჩამოყალიბებას აპირებს და შევეცდები, გვერდით დავუდგე ამ საქმეში.
- მხოლოდ ეს ერთი კაბა მოგეწონა?
- ბევრი მომეწონა, მაგრამ არჩევანი წითელზე გავაკეთე. ეს ჩემი საყვარელი ფერია და ვფიქრობ, მომიხდა კიდეც. საერთოდ ძალიან მომწონს შორენას გემოვნება, ყოველთვის მომწონდა მისი ჩაცმის სტილი.
- თუ საიდუმლო არ არის რამდენი გადაიხადე ამ კაბაში?
- 150 ლარი. აქ ყველა კაბას თავისი კონკრეტული ფასი აქვს. მინდა სხვებსაც მოვუწოდო, თავისი წვლილი შეიტანონ ამ კეთილ საქმეში.
ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის




















