21 ოქტომბერი, 2013
ნატა გულიაშვილმა შორენა ბეგაშვილის კაბა 150 ლარად იყიდა
სხვებთან ერთად შორენას თხოვნა გულთან ახლოს მსახიობმა ნატა გულიაშვილმაც მიიტანა და შორენას სახლში, წითელი კაბის საყიდლად მიაკითხა როგორც მკითხველისთვის ცნობილია, მსახიობმა შორენა ბეგაშვილმა ქველმოქმედება გადაწყვიტა, საკუთარი გარდერობი გადაარჩია, შემდეგ კი თავისი და შვილის კაბები და აქსეუარები გასაყიდან გამოიტანა.

''მინდა მცირედი დახმარება გავუწიო თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატს თემქაზე. აქ წარმოდგენილია ჩემი და ჩემი შვილის საყვარელი ნივთების ნაწილი. თანხა მთლიანად გადაირიცხება ზემოთაღნიშნულ მოხუცთა თავშესაფარში.

გთხოვთ, დამიჭიროთ მხარი და შეიძინოთ ნივთები. ერთად დავეხმაროთ მოხუცებს'', - წერდა შორენა ''ფეისბუქის'' საკუთარ
გვერდზე და რამდენიმე დღის განმავლობაში ნივთების ფოტოებს აქვეყნებდა.

რამდენს შეადგენს სექსიმბოლოს ნავაჭრი, ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ სხვებთან ერთად შორენას თხოვნა გულთან ახლოს მსახიობმა ნატა გულიაშვილმაც მიიტანა და შორენას სახლში, წითელი კაბის საყიდლად მიაკითხა, შემდეგ კი ახალ სამოსში იპოზიორა.

ნატა გულიაშვილი:
- ძალიან გამიხარდა რომ შორენამ ხანდაზმულთა დახმარება გადაწყვიტა და მეც ამ ერთი კაბის შეძენით ჩემი პატარა წვლილი შევიტანე ამ საქმეში. მე და შორენა 10 წელია ვმეგობრობთ, ძალიან კეთილი და უბრალო ადამიანია. როგორც გავიგე, საკუთარი ფონდის ჩამოყალიბებას აპირებს და შევეცდები, გვერდით დავუდგე ამ საქმეში.
- მხოლოდ ეს ერთი კაბა მოგეწონა?
- ბევრი მომეწონა, მაგრამ არჩევანი წითელზე გავაკეთე. ეს ჩემი საყვარელი ფერია და ვფიქრობ, მომიხდა კიდეც. საერთოდ ძალიან მომწონს შორენას გემოვნება, ყოველთვის მომწონდა მისი ჩაცმის სტილი.
- თუ საიდუმლო არ არის რამდენი გადაიხადე ამ კაბაში?
- 150 ლარი. აქ ყველა კაბას თავისი კონკრეტული ფასი აქვს. მინდა სხვებსაც მოვუწოდო, თავისი წვლილი შეიტანონ ამ კეთილ საქმეში.

ნინო მჭედლიშვილი

სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 38 /
სოპო
ორივე დალიან კარგი გოგოები აროან. მივესალმები ტქვენს გადატკვეტილებას.გმერთმა მფარველობა გქონოდეთ.
12:40 / 09-11-2013
გამოხმაურება / 0 /
მზია
ემიგრანტს---- შენ რამდენი ჩარიცხე სხვას რომ აკრიტიკებ???? აბა გვითხარი რამდენი გადარიცხე
22:45 / 08-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ეკა
ამაზე მეტი სიკეთე რა უნდა იყოს.ღმერთი გადმოხედავს და რაც შეეხება პირადულს,ეს მისი ცხოვრებაა და ყველამ თავისას მიხედოს
00:40 / 08-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ემიგრანტი
ხოარ ჯობდა სანამ შორენა კაბას იყიდიდა და მერე დაბალ ფასად გაყიდიდა' მანამ ჩაერიცხაის თანხა? ტუ საქართველოში თავგადაკლული ფანები ყავს და აუქციონზე იმატებს კაბის ფასი?!
14:37 / 03-11-2013
გამოხმაურება / 0 /
თამთა
მართლაც დიდი სიკეთეა ხალხი შორენას ლანძღვის მეტს არაფერს აკეთებს თავის ჩასვრილ ცხოვრებას მიხედოს ყველამ რა!საღოლ შორენაააააა
21:09 / 02-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS