მოგვიანებით ირინა სარიშვილმა ფეისბუქზე მორიგი პოსტი მიუძღნა გარდაცვლილ შვილს.
„ის ჩავაცვი რაც გამოყვანისას უნდა ცმოდა.
დავტოვე ოქროყანაში, სადაც ჩემი დედ–მამის საფლავია მამაჩემის გულზე.
ამას იმიტომ ვწერ რომ ბევრი ატირდეს ჩემთან და ჩემ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად.
ბევრმა მინდა იტიროს.
ამდენი ხანი მარტო იყო.
ამიტომ მინდა, რომ დღეს ბევრი ატირდეს და მარტო არ იყოს.
ცოტა დრო გავა. გონზე მოვალ და ყველაფერს ვიტყვი.
არავის ვაპატიებ გიორგის დატანჯულ ცხოვრებას, ასეთ დასასრულს და ჩემი დანარჩენი სამი შვილის იმ ტანჯვას რაც მათ ამ დღეებში გამოიარეს.
გიორგის ვეღარ ვუშველი მაგრამ ეგებ სხვა გადავარჩინო“.