14 დეკემბერი, 2016
„დაიღუპა გიორგი, ჩემი მეოთხე შვილი - აღმოჩნდა, სულ სხვა რამ აწუხებდა და სხვა რამეს მკურნალობდნენ “
ირინა სარიშვილი ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს, საიდანაცცნობილი ხდება, რომ მისი მეოთხე შვილი, რამდენიმე თვის გიორგი გარდაიცვალა. ირინა სარიშვილის პოსტი ძნელია, ემოციების გარეშე წაიკითხო.

„ორი თვის წინ ერთ ცეროდენა ბიჭს გადავეყარე საავადმყოფოში, მშობლებისგან მიტოვებულს.

იწვა გაუნძრევლად, უხმოდ. ექიმებმა მითხრეს, აზრი არა აქვს, არაფერზე არ რეაგირებსო.

ავიყვანე ხელში და გაახილა თავისი ლურჯი თვალები.

იმ წამს უკვე მივხვდი, რომ ჩემი მეოთხე შვილი მეჭირა ხელში.

მერე ნელ–ნელა ხმაც ამოიღო, ტრიალიც დაიწყო, ისე გავატუტუცე რომ ხელში აყვანას მთხოვდა. მძიმე მდგომარეობა ჰქონდა
ვიცოდი, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა და დარწმუნებული ვიყავი რომ სახლი, დედა და ძმები 10 თვის ნაწვალებ პატარას ფეხეზე დააყენებდნენ.

ეს ორი თვე მე ოთხი შვილი მყავდა და ეს ჩემმა ახლო მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა იცოდნენ. გუშინ ოფიციალური ნებართვა ავიღე მიმღები მშობლის და ხვალ სახლში უნდა წამომეყვანა და ამის მერე ვაპირებდი გასაჯაროებას.

დღეს დილით გიორგი ცუდად გახდა და საოპერაციოდ შეიყვანეს. როგორც აღმოჩნდა, სულ სხვა რამ აწუხებდა და სხვა რამეს მკურნალობდნენ აქამდე.

ვერ გაუძლო გიორგის გულმა ოპერაციას და გაჩერდა.

არც აპარატზე შეერთებამ უშველა.

დაიღუპა გიორგი, ჩემი მეოთხე შვილი.

სოციალური სამსახურიდან სანამ მოვიდნენ რეანიმაციაში ვიჯექი და ხელში მეჭირა ჩემი პაწაწუნა რიჟიკა.

მერე მითხრეს, მოვიდნენ უკვე, შენ ქვემოთ ჩადი და ჩამოიყვანენ ბავშვსო.
ჩავედი ქვემოთ.

უცებ ვხედავ ვიღაც ახმახ ტიპს გამოაქვს საავადმყოფოდან კარდონის გადასკოჩილი ყუთი და ორი პარკი, სადაც გიორგის ტანსაცმელები და პამპერსები იდო. რაღაც ინსტიქტით გიჟვით გავეკიე ამ ტიპს და რა არის ამ ყუთშიმეთქი და გარდაცვლილი ბავშვიო.
აქამდე ვიბრძოდი რომ ბავშვი სახლში დროზე წამომეყვანა და ვერ მოვასწარი.

ეხლა უნდა ვიბრძოლო, რომ ჩემი მეოთხე შვილი მე დავასაფლავო.

ძალიან არეული ვწერ. დავლაგდები რაღაც დროის მერე.

უბრალოდ რაღაცას ვერ ვიგებ და ვერსადროს ვერ გავიგებ.
შეიძლება შეგეშალოს დიაგნოზი, შეიძლება კანონმდებლობამ შეგიშალოს ხელი რომ დროულად გადაწყვიტო რაც გადასაწყვეტია, მაგრამ კარდონის გადასკოჩილი ყუთით ბავშვის პროზექტურაში გადაყვანას ვერ გავიგებ ვერასდროს.

ისევე როგორც ვერ გავიგებ რატომ შევხვდით მე და გიორგი ორი თვის წინ ერთმანეთს, რატომ ვიბრძოლეთ ამდენი და რატომ დამთავრდა ეს ყველაფერი ასე.

გიორგის ორი თვე უკვე ვყავდი მე, დედა მაგრამ ვერ მოასწრო ძმების გაცნობა და სახლში მოსვლა და თუნდაც მცირე ხნით მაგრამ ყველასთან ერთად სიცოცხლე.

ვერ გავიგებ რატომ უნდა ვუყურებდეთ მე და ჩემი სამი შვილი დღეს მოტანილ საბავშვო ეტლს და ჩვილის სასწორს გაოგნებული და ენაჩავარდნილი და არ ვიცოდეთ რა ვქნათ.

რატომ?
არეული ვწერ. ჯერ არ ვარ გონზე და ბოლომდე არ მჯერა რა მოხდა“.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 22 /
თეკო
უფალმა ნათელში ამყოფოს პატარა გიორგი :( ღმერთმა გამძლეობა მოგცეთ ქალბატონო ირინა :(
19:29 / 14-12-2016
გამოხმაურება / 0 /
Dari
Sityvebi ar myopnis ra vtqva da davcero.q.irina upalma gagazlierot .parara giorgi ki angelozad wavida da angelozad darcheba mudam.guli damewva.ertma shecdomam kidev erti patara sheiwira.ra ubedurebaa gmeeto gana tojinebtan aqvt saqme ras piqroben es eqimebi nutu exla gadianpraqtikas da teorias rom es ucodveli bavshvebi sheiwiron.sircxvili matu neta ra namusit zian da kidev gebuloben pacientebs..
17:02 / 14-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ფიქრია
ქნ ირინა მწუხარების მოზიარე ვარ! ნათელში ამყოფოს უფალმა პატარა გიორგის სული! ბევრი წერს და მეც ვეთანხმები, გაუთბეთ და გაუბედნიერეთ კიდევ ერთ ობოლ ბავშვს ცხოვრება! უფალმა გამძლეობა მოგცეთ!
15:38 / 14-12-2016
გამოხმაურება / 0 /
თეონა
33 წლის წინ მეც მიმატოვა მშობელმა დედამ დაგამაბედნიერა ერთმა ოჯახმა ცხოვრება და სიყვარული მაჩუქა.ეს უდიდესი მადლია. იშვილეთ კიდევ ერთი არსება და გაულამაზეთ ცხოვრება ქბ ირინა
13:36 / 14-12-2016
გამოხმაურება / 0 /
შორენა
ღმერთმა დაგლოცოს და გაგახაროს, ის ბედნიერი ორი თვე ხომ მაინც აჩუქეთ იმ ლამაზ ბიჭს. ნათელში იკოს ყოველთვის
13:32 / 14-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ეკა
შეუცნობელნი არიან გზანი უპლისანი! გაგვიგონია, და ალბათ ვერ გავიგებთ . თუმცა ერთ რამეში დარწმუნებული ვარ- გიორგი სასუფევეშია, ხოლო თქვენ და თქვენმა შვილებმა დიდი სიკეთე გააკეთეთ , ეს კი ცოტა არ არის და თქვენს სიცოცხლეს და თკვენს სულს მხოლოდ მადლს შესძენს!!!
12:20 / 14-12-2016
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი პატარას,2 თვე მაინც იცოცხლა სითბოში. ხოლო ცარიელ დარჩენილი ეტლს რო ამბობთ ერთი პატარას კიდევ გაუბედნიერებთ ცხოვრებას ქბ ირინა, იშვილეთ კიდევ ერთი პატარა....ბედნიერაბას და ღვთის წყალობას გისურვებთ
11:47 / 14-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ხათო
ვიზიარებ ირინა შენს მწუხარებას, გიორგის სულს ნათელი დაადგეს... რა სხვანაირი , მაგარი სიყვარული იცი.... მეტირება
11:19 / 14-12-2016
გამოხმაურება / 0 /
222
ალბათ იმიტომ შეგახვედრათ უფალმა ერთმანეთს რომ პატარა ანგელოზს ეგრძნო ის სითბო რასაც დედის ალერსი და ჩახუტება ქვია.ყველას არ შეუძლია იყოს დედა.დედა რომელიც ისეთს მიიგებს შვილს როგორსაც უფალი აჩუქებს.თქვენ ბედნიერი ქალი და დედა გქვიათ რადგან ზრდით უფლისგან ნაჩუქარ სხვის შვილებს.გიოს გაუმართლა რომ შეხვდით.უფალმა ნათელში ამკოფოს მისი სული.
02:26 / 14-12-2016
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
ამ ქალს გული აქვს ძალიან კEთილი . რა ცუდია სიტყვები არ მყოფნის რძნებობების გადმოსაცმეად...ყველა დაიფაროს ასეთი უბედურებისგან
01:59 / 14-12-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS