ივენთი 14 დეკემბერს, 20:00 საათზე დაიწყება.
The Radio Dept. შვედური კოლაბორაციაა. ის 1995 წელს იოჰან დანკანსონმა და ელინ ალმერიდმა ჩამოაყალიბეს. ჯგუფი მალევე დაიშალა და მოგვიანებით დანკანსონს მარტინ ლარსონი შეუერთდა. მათ პირველ ალბომსLesser Matters (2003 წელი) ცნობილმა ბირტანულმა გამოცემამ NME -მ 10-იდან 10 ქულა დაუწერა. სწორედ სადებიუტო დისკის გამოსვლის შემდეგ დაიწყო კოლექტივის წინსვლა.
საერთო ჯ
დისკის პირველი სიმღერის სახელწოდება "Sloboda Narodu-ა" (ითარგმნება, როგორც "თავისუფლება ხალხს"), იუგოსლავიის წინააღმდეგობის მოძრაობის სლოგანი.
ჯგუფი ინდი როკ, ინდი და ალტერნატიული პოპისა ჟანრში მოღვაწეობს. მათ ანგარიშზე 4 სტუდიური ალბომი და ერთი კომპილაციაა. კოლექტივის ნამუშევრები ("Pulling Our Weight" და "I Don't Like It Like This") ფილმ "მარია ანტუანეტას" საუნდტრეკად გამოიყენა სოფია კოპოლამ.
The Radio Dept. DIY (Do It Yourself)) ფილოსოფიის მიმდევარია. ისინი კატეგორიულ უარს აცხადებენ დიდ ლეიბლებთან თანამშრომლობაზე, მუსიკის კომერციალიზაციაზე და 20 წლის განმავლობაში ლეიბლ "Lაბრადორ-თან" თანამშრომლობენ, რომელთან კონტრაქტის დასრულებასაც სულმოუთქმელად ელიან, რათა თავიანთი შემოქმედება სურვილისამებრ თავად მართონ, ყოველგვარი შეზღუდვისა და კონტროლის გარეშე.
The Radio Dept.-ის კონცერტი 14 დეკემბერს, 20:00 საათზე SPACEHALL-ში გაიმართება.
მისამართი: "დინამო არენას" ქვეშ, კლუბ "ბასიანის" გვერდით.