12 დეკემბერი, 2016
„ერთად გადავარჩინოთ მაია რჩეულიშვილი სიკვდილს! 46 კილო დარჩა, მძიმე ავადმყოფია“
„ცენტრ პოინტის“ დამაარსებელი მაია რჩეულიშვილი მეხუთე თვეა, ციხეშია. მეუღლე ვახტანგ რჩეულიშვილი ხშირად წერს ფეისბუქზე მაიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.  

ამჯერად ის კიდევ ერთ მიმართვას ავრცელებს, სადაც წერს, რომ მაია ძალიან ცუდადაა.

„ერთად გადავარჩინოთ მაია რჩეულიშვილი სიკვდილს!

მე 63 წლის ვხდები და მაიასავით პატიოსანი ადამიანი ცხოვრებაში არ შემხვედრია. ან ყველა ადამიანის ასეთი მოსიყვარულე და დამხმარე. დღეს კი ამისათვის კლავენ- მისი პატიმრობაში აყვანა, თან შვილთან ერთად, იგივე სასიკვდილო განაჩენია, უბრალოდ შენიღბული.

58 წლის ქალი 46 კილო დარჩა,
მძიმე ავადმყოფია.

ვისაც ეს უხარია, მათ არ მივმართავ- ვიცი, რომ ასეთებიც არიან და ამ რამოდენიმე ათეული ადამიანის გულის მოსაგებად გაწირეს მაიაც და ათასობით მისი კლიენტი, რომელთა ქონება მაიამ გადაარჩინა და დღეს იძარცვება 300 კაცმა -ბაკურიანის ყველა მაცხოვრებელმა პროკურატურას თხოვა ყადაღის მოხსნა ინვესტორებისათვის, რომლებიც მხოლოდ ამას ელოდებიან ობიექტის დასამთავრებლად და პროკურატურამ უარი უთხრა.

ინვესტორებს აფრთხობენ, კლიენტებს აშანტაჟებენ, მოსამართლეზე (ბრალდებულებზე რომ არაფერი ვთქვათ) ზეგავლენას ახდენენ და ა.შ.

დროა ბოლო მოეღოს ამ წამებას და თუ ხალხის ბედი აღელვებს პროკურატურას, უნდა ითანამშრომლონ მაიასთან, რომელიც 5 თვეა ციხეშია და სერიოზული საუბარი კომპანიის მომავალზე ჯერაც არ შემდგარა.

თუმცა კომპანიის ქონება გაძარცვის შემდეგაც კი საკმარისია მობინადრეების წინაშე ყველა დავალიანების ჩასახურავად. ძალიან გთხოვთ ყველას, ამოიღეთ ხმა მაიას გადასარჩენად! ბოლოს და ბოლოს გასცეს პროკურატურამ პასუხი კითხვაზე: რატომ არ იძიებს 3 წელზე მეტია მაიას 100-ზე მეტ საჩივარს, როგორ გაძარცვეს კომპანია და ათეულობით მილიონი დოლარი როგორ მიითვისეს ჩინოვნიკებმა! თავად თელავის ინტურისტი 1 ლარად გაყიდეს, მაიას კი ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვაში ედავებიან, რაც დეველოპერის პროფესიაა! მაია კი ამისათვის ციხეში კვდება!

ასეთ დღეში ცხოვრობდა ხალხის ქონების გადასარჩენად ბოლო 8 წელია და ესეც ეცოტავად, მის სიკვდილს ნატრულობენ! დღეს მაია 46 კილო დარჩა“!
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 17 /
ქეთინოუარ
უბრალოდ სირცხვილია ქალმა ოდესგაც ხონ ბევრი სიკეტე აკეტა უბრალოდ სირცხვილია ზალიან ძალიან მეცოდება ვინც დასაჭერია ის დაიჭირეთ ხალხის თხივნაა გამოუშვით
12:42 / 13-12-2016
გამოხმაურება / 0 /
რეალობა
ნამდვილად არ მიხარია მისი ცუდად ყოფნა. უბრალოდ რეალობაა როცა უჭირთ ხალხი მერე ახსენდებათ!!!!! როცა ულხინთ ხალხი ფეხებზე კიდიათ!!!!
12:34 / 13-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ემიგრანტი
ვისაც არ გაქვთ ამ საქმესთან შეხება თქვენი ოჯახებისთვის შეინახეთ დამრიგებლური აზრები,ჩვენს საქმეში ნუ ერევით,როცა ხედავ რომ შეუძლია და არ აკეთებს როგორ ჭკუაზე დადგები?მართლა ნუ გაგვაგიჟებთ,თორემ საერთოდ ქუჩაშიც ვერ გამოვლენ მთელი სიცოცხლე,ვიღაცას შემოაკვდებიან ხელში,ან სამართალი მიხედავს ან ძალიან ცუდად დაამთავრებენ გარეთ.ჩვენი მოთმინებაც უკვე ამოიწურა.
06:22 / 13-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინული
ვის უნდა გაუხარდეს ასეთი რამ. ღმერთმა გამოაჯანმრთელოს ქალბატონი მაია. უბრალოდ არ მესმის, მაშ რატომ ყავს მომჩივნები ამ ადამიანს?
23:56 / 12-12-2016
გამოხმაურება / 0 /
Sopo
Anu im xalxs stxov daxmarebas visac tavis droze rodesac sashvaleba gkonda zaglad ar agdebdi,xalxs adamianebad ar agikvamdidascinodi,gegona sul gapashpashebuli icxovrebdit.. gmerts ar echkareba dchven ro dagvavickdes kidec mas ar avickdena..
23:10 / 12-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ბატონო შალვა, გამაგრდით, ქალბატონი მაია არც პირველი და უკანასკნელია, რომელიც ასეთ სიტუაციაში ხვდება, მაგრამ მერწმუნეთ, როგორც უწმინდესი ამბობს "ყველა განსაცდელი გაივლის და მშვიდობა მოვა" ასე იქნება თუ ისე ეს საქმეც მოგვარდება და ცხოვრებას ისევ გააგრძელებთ - ციხე, ეს ის ადგილია თუ იმ დღეს იმ წამს, როცა პირველად იქ მოხვდები გული არ გაგისკდა მერე ვერაფერი ვერ მოგერევა.
22:24 / 12-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ნატა
მე ვფიქრობ ,რომ მაიას მოშორება ვიღაცას აწყობს,რომ ხელები დააწმინდოს,იმ ეპოქაში ბიზნემენებმა დიდი ამბები გადაიტანეს და არა მგონია რომ მთლად დამნაშავე იყოს,თუ გაძარცვა სად წაიღო.მიეცეს შანსი რომ გამოჯანმრთელდეს და მერე გამოიძიონ
20:41 / 12-12-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS