12 დეკემბერი, 2016
„ერთად გადავარჩინოთ მაია რჩეულიშვილი სიკვდილს! 46 კილო დარჩა, მძიმე ავადმყოფია“
„ცენტრ პოინტის“ დამაარსებელი მაია რჩეულიშვილი მეხუთე თვეა, ციხეშია. მეუღლე ვახტანგ რჩეულიშვილი ხშირად წერს ფეისბუქზე მაიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.  

ამჯერად ის კიდევ ერთ მიმართვას ავრცელებს, სადაც წერს, რომ მაია ძალიან ცუდადაა.

„ერთად გადავარჩინოთ მაია რჩეულიშვილი სიკვდილს!

მე 63 წლის ვხდები და მაიასავით პატიოსანი ადამიანი ცხოვრებაში არ შემხვედრია. ან ყველა ადამიანის ასეთი მოსიყვარულე და დამხმარე. დღეს კი ამისათვის კლავენ- მისი პატიმრობაში აყვანა, თან შვილთან ერთად, იგივე სასიკვდილო განაჩენია, უბრალოდ შენიღბული.

58 წლის ქალი 46 კილო დარჩა,
მძიმე ავადმყოფია.

ვისაც ეს უხარია, მათ არ მივმართავ- ვიცი, რომ ასეთებიც არიან და ამ რამოდენიმე ათეული ადამიანის გულის მოსაგებად გაწირეს მაიაც და ათასობით მისი კლიენტი, რომელთა ქონება მაიამ გადაარჩინა და დღეს იძარცვება 300 კაცმა -ბაკურიანის ყველა მაცხოვრებელმა პროკურატურას თხოვა ყადაღის მოხსნა ინვესტორებისათვის, რომლებიც მხოლოდ ამას ელოდებიან ობიექტის დასამთავრებლად და პროკურატურამ უარი უთხრა.

ინვესტორებს აფრთხობენ, კლიენტებს აშანტაჟებენ, მოსამართლეზე (ბრალდებულებზე რომ არაფერი ვთქვათ) ზეგავლენას ახდენენ და ა.შ.

დროა ბოლო მოეღოს ამ წამებას და თუ ხალხის ბედი აღელვებს პროკურატურას, უნდა ითანამშრომლონ მაიასთან, რომელიც 5 თვეა ციხეშია და სერიოზული საუბარი კომპანიის მომავალზე ჯერაც არ შემდგარა.

თუმცა კომპანიის ქონება გაძარცვის შემდეგაც კი საკმარისია მობინადრეების წინაშე ყველა დავალიანების ჩასახურავად. ძალიან გთხოვთ ყველას, ამოიღეთ ხმა მაიას გადასარჩენად! ბოლოს და ბოლოს გასცეს პროკურატურამ პასუხი კითხვაზე: რატომ არ იძიებს 3 წელზე მეტია მაიას 100-ზე მეტ საჩივარს, როგორ გაძარცვეს კომპანია და ათეულობით მილიონი დოლარი როგორ მიითვისეს ჩინოვნიკებმა! თავად თელავის ინტურისტი 1 ლარად გაყიდეს, მაიას კი ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვაში ედავებიან, რაც დეველოპერის პროფესიაა! მაია კი ამისათვის ციხეში კვდება!

ასეთ დღეში ცხოვრობდა ხალხის ქონების გადასარჩენად ბოლო 8 წელია და ესეც ეცოტავად, მის სიკვდილს ნატრულობენ! დღეს მაია 46 კილო დარჩა“!
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 17 /
მარიკა
ბატონი შალვა, არა, ვახტანგი ქვია მაგ კაცს...ტუი...პლეხანოვურად....ვის რა სიკეთე გაუკეთეს, ეს მე არ მეხება და არ მაინტერესებს! ის სიკეთე მიეზღოთ ღმერთისგან სიკეთითვე - კი ბატონო, მაგრამ გამწარებულ ხალხს უშველონ! ხალხი ქუჩაში არჩა, ულუკმაპუროდ! ეგ კიკიმორა დედაკაცი რომ ანტიკვარებს დადევდა და ნიკულინის "სპალნებს" ყიდულობდა, ვიღაცა სხვა ამ დროს უცხოელ გადამთიელს ფეხებს ბანდა და ბევრ წიხლსაც იტანდა და არ ყოფილა ისე ნებიერად, როგორც ეს ქალბატონი და მისი მარადმღიმარი ქმარი! უბედურ ხალხს რომ ასე გაამწარებ, ციხე უნდა ხოხო, დიახ!!!
22:35 / 15-12-2016
გამოხმაურება / 0 /
მარინა
ამ ადამიანებს არ ვიცნობ და არც სიმპატიები მაქვს მათ მიმართ, მაგრამ სიხარული და აღფრთივანება ადამიანის უბედურებაზე არაადამიანურია მაინც, მათ დიდი ბიზნესი აქვთ და შეცდომებიც ექნებათ, მაგრამ ამ შემთხვევაში მაია რჩეულიშვილი უბრალოდ პოლიტიკური პატიმარია და გვერდში დგომა ესაჭიროება
13:16 / 15-12-2016
გამოხმაურება / 0 /
მაია
ყველა შოუში იმას აჩვენებდნენ უსირცხვილოდ როგორ აპირებდნენ მათ დაჩებს რომელიც საქართველოს ყველა რეგიონში აიშენეს.დააქციეს უამრავი ადამიანი და ემიგრანტი! ჩემს თვალწინ ქალს ინსულტმა დაარტყა! რომელ სიკეთეს მელაპარაკება ვინმე ამ კაციჭამიებზე როცა ერთი უპოვარიც არ გახსენებიათ!! იქით დატოვეს ხალხი უპოვარი! საერთოდ როგორ იღებ ხმას შენი ცოლის დასაცავად და კიდევ მიმართავ ხალხს! სულ გაგიწყდათ ნამუსი??!!
21:47 / 14-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ეკა
ყველა ვინც ამ თაღლითებს იცავს ან მოსყიდულია ან ნაძირალა. სხვანაირად არ არსებობს ამდენი ხალხის გამმწარებელი შეგეცოდოს
15:43 / 14-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ეკა
ნეტა სხვის ხარჯზე არ იყოთ კეთილები და გულმოწყალენი. დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მაშინ სხვა პატიმრებმა რა დააშავეს ყველანი გამოუშვათ. ნება იბოძოს და დააკმაკოფილოს დაზარალებულები კომპანიამ და მისმა ძვირფასმა მეუღლემ და არამგონია ვინმეს პრეტენზია ქონდეს. და ეგ აფერისტების ხროვა ყველა ხრიკს მიმართავს რომ ხალხი ისევ მოატყოს, არც მისი ავადმყოფობის მჯერა და თუნდაც ავად იყოს ამით არაფერი იცვლება. დააკმაყოფილონ დაზარალებულები. ამის რესურსი მათ აქვთ. დააბრუნონ მოპარული
15:23 / 14-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ც.პ.
ნამდვილად ძალიან ბევრი სიკეათეა აქვს გაკეთებული და მემგონი ჯობს, რომ გამოუშვან და მიხედოს დაზარალებულებს!
10:52 / 14-12-2016
გამოხმაურება / 0 /
მარინა
"ქალბატონო"-თი ხსენება არ დაგავიწყდეთ მაგ გოიმი დედაკაცის, ხალხი როცა შიმშილობდა და ნავთის რიგში გაყინული იდგა, ტვ-თი რომ უცხადებდა - ჩემს ტანსაცმელზე რომ არ ეცემიან, მიკვირსო და სხვა კიდევ ათას გულისამრევობას რომ როშავდა. არავის ციხე არ მიხარია, მაგრამ რამდენი ხალხიც მათ გაამწარეს, ისიც გაიხსენეთ, რჩეულიშვილების ადვოკატებო!
02:30 / 14-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ია
ასე არ ჰეიდლება მსჯელობა პატიმარია ადამიანი გრცხვენოდეტ ვინც საჰინებას დატერს გაიხედეტ ტინ რას მოიგებტ მაგიტ არც არაფელს ციხე ვისაც არ გამოუცდია ის ვერ მიხვდება ტკივილს ესე არაა ცხოვრება
00:37 / 14-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ნარგიზი
გადაიხადოს ვალები და კარგად გახდება, ვისი ტანხებიც მიიტვისა ისინიც 46 კილ არიან დარჰენილები
18:06 / 13-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინო
მე თავიდანვე ვამბობდი და ეხლაც ვამბობ, რომ მაიას დაჭერით დაზარალებულებს არაფერი შეღავათი არ გვაქვს, პირიქით, ჩვენი ობიექტი ნელ-ნელა, მაგრამ მაინც შენდებოდა. რაც ქ-ნი მაია დაიჭირეს ობიექტი გაჩერდა. სახელმწიფოს ფეხებზე კიდია ხალხიც და მაიაც. მათ სხვა მიზნები ამოძრავებთ. თუ ხალხის ბედი აღელვებთ, გამოუშვან მაშინ მაია და მისცენ საშუალება თავისი საქმეები დაამთავროს.
14:05 / 13-12-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS