11 დეკემბერი, 2016
რატომ გამოაგდეს ქრისტინე იმედაძე „ისთ ფოინთიდან“ და „თბილისი მოლიდან“ - „მე და თოიმ დავტოვეთ ტერიტორია“
რამდენიმე დღის წინ ქრისტინე იმედაძე „ისთ ფოინთში“ და „თბილისი მოლში“ არ შეუშვეს. ამის შესახებ მომღერალმა ფეისბუქზე დაწერა:

„ეს ფოტო სხვა ქვეყანაშია გადაღებული..აფთიაქში! თოი ყველგან ჩემთან ერთად მოგზაურობს და ყველა ქვეყანაში ნებისმიერ კაფეში, სავაჭრო ცენტრში, მაღაზიაში და აფთიაქშიც კი საპატიო სტუმარია! წყალსაც სთავაზობენ!

დაახლოებით ერთი თვის წინ მე და თოი ისთ ფოინთს ვეწვიეთ, სადაც ქუჩაში მდგომმა დაცვის ბიჭმა ტერიტორიის დატოვება მოგვთხოვა!

- ქუჩიდან მაგდებთ კილონახევრიანი ძაღლის გამოთქო ?!

- კიო აქ ძაღლი აკრძალულიაო ... ნიშანი სად
კიდიათქო? და ერთერთ ცარიელ ფართზე მიმითითა, სადაც რემონტი მიმდინარეობდა ....!

მივხვდი რომ დისპუტს აზრი არ ქონდა და დავტოვეთ ტერიტორია!

ერთ კვირაში თბილისი მოლიდანაც გამოგვაგდეს.

საზღვარგარეთ დახურულ შენობებს, რომლებსაც გადახაზული ძაღლის ნიშანი აქვს თოის ზომის ძაღლს პრობლემა არ აქვს... მაქსიმუმ ზრდილობიანი თხოვნით მოგმართონ, რომ ძირს არ დასვა!

პ.ს ისთფოინს რომ ვტოვებდით ზუსტად იმ დროს ქუჩის ძაღლმა შეირბინა ტერიტორიაზე“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 18 /
პატივცემულო ,,პროგრესულო საზოგადოებავ". თქვენმა რეპლიკებმა ძალიან დამაინტერესა. და რა დაშავდებოდა იმით რომ კილონახევრიანი ძაღლით შესულიყო ისტ პოინტში. (აქ არ წერია კარფურშიო ანუ სასურსათო მაღაზიაშიო) თქვენ ამით რა დაგაკლდათ ან თუნდაც იმით რა მოგემატათ რომ არ შეუშვეს. და საერთოდ პატარა ძაღლზეა აქ ლაპარაკი და არა იმედაძეზე რომელიც შეიძლება ვინმეს მოწონს და ვინმეს არა. ასე რამ დაგბოღმათ. ძაღლის პატრონებს რომ დიდი პრობლემები აქვთ აქ , ცნობილი ფაქტია. რესტორანში არ გიშვებენ კაფეში და ტრანსპორტში..ტაქსიზეც კი პრობლემებია. არადა კანონმდებლობით აკრძალული არაა..საზღვარგარეთ რომ უყვართ ძაღლები იქიდანაც ჩანს რომ ასე აგრესიულად არ წერენ და არც იქცევიან. და პლიუს წყალსაც სთავაზობენ საკუთარი ინიციატივით.
01:05 / 12-12-2016
გამოხმაურება / 0 /
N2502
Qristi ro xar imedaze magitom unda shegishvan???cesi cesia da ramxela ambavi atexe.modad gaxades amoichrian igliashi am dzaglebs da dadian.
00:09 / 12-12-2016
გამოხმაურება / 0 /
სტატუს ქუო
ძალიანაც კარგი უქნიათ.დღეს ძაღლის ნეხვში ჩავკარი ფეხი და 20 მეტრზე მთელი ტროტუარი დავსვარე,ეხლა ყურადღებით ვაკვირდები ,ეგებ ფული ვიპოვო...
22:06 / 11-12-2016
გამოხმაურება / 0 /
'დისპუტი', თქვი რა კამათი.
22:01 / 11-12-2016
გამოხმაურება / 0 /
კატო
ქუჩის ძაღლის შეშურდა? ძალიანაც კარგი, თუ ქუჩის ძაღლი შეუშვეს. გათბებოდა მაინც საცოდავი. მათგან განსხავევით შენს თოის სახლი აქვს.
21:42 / 11-12-2016
გამოხმაურება / 0 /
გიო
ძაღლს რა უნდა სავაჭრო ცენტრში. მეც მყავს ძაღლი, მაგრამ არასოდეს წამიყვანია როცა საყიდლებზე მივდივარ. სხვათა შორის, აფთიაქში და ჩვეულებრივ სუპერმარკეტში არც საქართველოში იკრძალება ძაღლით, ან კატით შესვლა. დიდ სავაჭრო სივრცეში კი უცხოეთშიც აკრძალულია. ეს არავის უკვირს და აკრძალვის ნიშანი არ ჭირდება. ასე რომ, ქრისტინე ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს მკითხველი.
20:20 / 11-12-2016
გამოხმაურება / 0 /
nini
moli ki ara,alievis parksi ver gaivli zaglit,ra gagikvirda?
19:54 / 11-12-2016
გამოხმაურება / 0 /
უცნობი
სახლში ვერ დატოვა? თუ სხვისთვის აკრძალულია იმედაძე ვინაა ნეტა?
19:03 / 11-12-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS