10 დეკემბერი, 2016
"მიყვარხარ! მენატრები!" - რას წერს სოფო ნიჟარაძე "ყოფილ რუს მეუღლეს"
მომღერალი სოფო ნიჟარაძე რუს კოლეგა ან­დრეი ალექ­სან­დრინ­ს "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაბადების დღეს თბილი სიტყვებით ულოცავს:

"გირეკავ ვიბერ-ზე, ვერ გიკავშირდები. დაბადების დღეს გილოცავ, საყვარელო! მიყვარხარ, ლამაზი, მოხდენილი, კრეატიული... მინდა, რომ მუდამ ასეთად დარჩე! მინდა, რომ ბედნიერი, საყვარელი და ჯანმრთელი იყო... დიდ წარმატებებს გისურვებ... მიყვარხარ! მენატრები!" - წერს სოფო ნიჟარაძე.

შეგახსენებთ, წლების წინ ჭორები ვრცელდებოდა, რომ სო­ფო ნი­ჟა­რა­ძე ყო­ფილ პარ­ტნი­ორ ან­დრეი ალექ­სან­დრინ­ზე იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. სწო­რედ ან­დრე­ის­თან ერ­თად თა­მა­შობ­და სო­ფო "რო­მეო და ჯუ­ლი­ე­ტა­ში", რო­მე­ლიც წა­რ­­მა­ტე­ბუ­ლი მი­­უ­ზიკ­ლი იყო დი­დი
თე­ატ­რის სცე­ნა­ზე. შე­გახ­სე­ნებთ, რომ სო­ფო თბი­ლის­ში გა­ი­ზარ­და, შემ­დეგ კი მოს­კოვ­ში წა­ვი­და სას­წავ­ლებ­ლად, სა­დაც რუ­სე­თის თე­ატ­რა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის აკა­დე­მია და­ამ­თავ­რა და არა­ერთ წარ­მა­ტე­ბულ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. 2008 წელს კი დე­დას­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და.

რო­ცა მოს­კოვ­ში ცხოვ­რობ­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვრცელ­დე­ბო­და ხმე­ბი, რომ მას­ზე ჰო­კე­ის­ტი პა­ველ ბუ­რე იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა მა­თი და­ო­ჯა­ხე­ბა არ შედ­გა. ინ­ფორ­მა­ცია ნი­ჟა­რა­ძის ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ რუ­სუ­ლე­ნო­ვან სა­ი­ტებ­სა და ინ­ტერ­ნეტ­ფო­რუ­მებ­ზე გა­და­ვა­მოწ­მეთ. რო­გორც სა­ი­ტებ­ზე წე­რენ, მან და ან­დრეი ალექ­სან­დრინ­მა 2007 წელს იქორ­წი­ნეს. "რო­მეო და ჯუ­ლი­ე­ტა და­ქორ­წინ­დნენ, "- სტა­ტი­ებს ამ სა­თა­უ­რით არა­ერთ რუ­სულ სა­იტ­ზე წა­აწყ­დე­ბით, რო­მე­ლიც 2007 წლით არის და­თა­რი­ღე­ბუ­ლი. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS