09 დეკემბერი, 2016
თინა მახარაძე სვანეთის მთებში გაშიშვლებულ ბიჭზე - ''ჩემს ბევრ მეგობართან ერთად, მივმართავ პარტიზანული სიშიშვლის აქციას და გავიხდი ყველგან''
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა სვანეთის ფონზე გადაღებული შიშველი მამაკაცის ფოტო. დღეს კი გავრცელდა ვიდეო, სადაც ბიჭი ბოდიშს იხდის. მომხდარის შემდეგ არ ცხრება, კამათი სოციალურ ქსელში, თუ ვინ უფრო დამნაშავეა, ბიჭი, რომელიც ბუნებაში გაშიშვლდა, თუ სვანები, რომლებმაც იმ ბიჭს ბოდიში მოახდევინეს.
მსახიობი თინა მახარაძე მომხდარის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს:

''ის ბიჭი, რომელსაც "აღიარებითი ჩვენება" მიაცემინეს არის კლასიკური ძალადობის მსხვერპლი და მოძალადე უნდა დაისაჯოს თითოეულ იმ ადამიანთან ერთად რომელმაც ძალადობის ეს აქტი განახორციელა. საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტრო.

და თუ ამ ტიპისა და მისი თანამეინახეების წინააღმდეგ არ იქნება შესაბამისი ზომები მიღებული (რაც ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ მათი დაუსჯელობის სინდრომი გაქარწყლდეს, შემდგომში თვალებახვეულ ადამიანებს თავები არ წააცალონ და სხვა მათნაირი გონებაჩლუნგი აგრესორებისთვის მაგალითები არ იყვნენ ), მე პირადად, ჩემს ბევრ მეგობართან ერთად, მივმართავ პარტიზანული სიშიშვლის აქციას და გავიხდი ყველგან, სადაც მსგავს ტიპებს თავიანთი ულვაშის ლუსკუმები ელანდებათ'', წერს მსახიობი.

თინა მახარაძის სტატუსს, ისევე როგორც ზოგადად ამ ამბავს, დიდი პოლემიკა მოჰყვა სოციალურ ქსელში.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 34 /
მკითხველი ქალი
მიეცით ადამიანებს უფლება იცხოვრონ როგორც უნდათ!!!იმ ბიჭის სიშიშვლით ვინ რატომ იგრძნო თავი შეურაცხყოფილად არ მესმის!არ მოგწონს და არ შეხედო!არ არის საჭირო დემაგოგია!!!ნუ ვაზროვნებთ დინოზავრების ეპოქის მსგავსად!
20:33 / 09-12-2016
გამოხმაურება / 0 /
Keti
Gaixade, she qalo, shen kidev gaxda gaklia?? :)
20:11 / 09-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ხვიჩა
გაიხდი და აგცრიან სვანები
20:02 / 09-12-2016
გამოხმაურება / 0 /
teo
sanam gagwewaven....daetiae shens sacvalshi
18:17 / 09-12-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS