09 დეკემბერი, 2016
თინა მახარაძე სვანეთის მთებში გაშიშვლებულ ბიჭზე - ''ჩემს ბევრ მეგობართან ერთად, მივმართავ პარტიზანული სიშიშვლის აქციას და გავიხდი ყველგან''
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა სვანეთის ფონზე გადაღებული შიშველი მამაკაცის ფოტო. დღეს კი გავრცელდა ვიდეო, სადაც ბიჭი ბოდიშს იხდის. მომხდარის შემდეგ არ ცხრება, კამათი სოციალურ ქსელში, თუ ვინ უფრო დამნაშავეა, ბიჭი, რომელიც ბუნებაში გაშიშვლდა, თუ სვანები, რომლებმაც იმ ბიჭს ბოდიში მოახდევინეს.
მსახიობი თინა მახარაძე მომხდარის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს:

''ის ბიჭი, რომელსაც "აღიარებითი ჩვენება" მიაცემინეს არის კლასიკური ძალადობის მსხვერპლი და მოძალადე უნდა დაისაჯოს თითოეულ იმ ადამიანთან ერთად რომელმაც ძალადობის ეს აქტი განახორციელა. საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტრო.

და თუ ამ ტიპისა და მისი თანამეინახეების წინააღმდეგ არ იქნება შესაბამისი ზომები მიღებული (რაც ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ მათი დაუსჯელობის სინდრომი გაქარწყლდეს, შემდგომში თვალებახვეულ ადამიანებს თავები არ წააცალონ და სხვა მათნაირი გონებაჩლუნგი აგრესორებისთვის მაგალითები არ იყვნენ ), მე პირადად, ჩემს ბევრ მეგობართან ერთად, მივმართავ პარტიზანული სიშიშვლის აქციას და გავიხდი ყველგან, სადაც მსგავს ტიპებს თავიანთი ულვაშის ლუსკუმები ელანდებათ'', წერს მსახიობი.

თინა მახარაძის სტატუსს, ისევე როგორც ზოგადად ამ ამბავს, დიდი პოლემიკა მოჰყვა სოციალურ ქსელში.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 34 /
მოქალაქე
მარტივი არითმეტიკაა, სომ თუ რაიმე ვინმესთვის მისაღები არ არის არ უნდა გააკეთოს,არ უნდა დაწეროს, არ წაიკითხოს, არ ნახოს,არ ჭამოს და ასე შემდეგ. მაგრამ ძალიან ცუდია,როცა შენთვის მიუღებელ რიგ ქცევებს თავს ახვევ სხვებს და უფრო ემტიც კადრულობ და საქვეყნოდ მართლაც დაშინებით ბოდიშს ახდევინებ. აუცილებლად უნდა დაისაჯონ, მასეტი "ტრადიციების მოყვარული კაი ბიჭები", 21-ე საუკუნეა თავს ნუ გვახვევთ ტრადიციებს, რომლებსაც მხოლოდ თქვენ ემონებით! და თქვენშI უფრო მეტი საშიში ადამიანია, ვიდრე მაგ შიშველ ბიჭში!
12:23 / 12-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
დასასჯელია ის ვინც ეგ გადაიღო და გაავრცელა. ნეტავ რა სიამოვნება მიიღო რომ გააპიარა.
11:08 / 12-12-2016
გამოხმაურება / 0 /
თინას
ტრუსიკსაც გაიხდიი ? არა მჯერა.
14:12 / 11-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ზურა
მაგ უზრდელმა ტურისტმა სვანეთის და საქართველოს შეურაცხმყოფელი სქციელი ჩაიდინა და სვანებმა მიუთითეს, რომ ჩვენი ქვეყანა მოწოდების დონეზე დგას. თინა მახარაძეს და მისნაირ ამორალურ სუბიექტებს რომ ეძლევათ ეთერში გამოსვლის და თავიანთი "ბრძნული" აზრების დაფიქსირების უფლება, ესაა პრობლემა ქვეყანაში. ასეთი სუბიექტები ე.წ. ევროპულ ღირებულებებს ამოფარებული, ათასგვარ ტალახს ასხამენ საქართველოს სახელს. ისიც არიციან, რა არის ევროპული ღირებულებები და რომ კავკასიიდან გავრცელდა იქ ბევრი ნამდვილი ღირებულება. რატომმღაც კავკასიურ ღირებულებებზე არავინ საუბრობს.
11:43 / 11-12-2016
გამოხმაურება / 0 /
Cudi azri araa, itantale shishvelma ramdenic ginda, prosta zamtaria da ar gacivde, an yinulze fexi ar dagicdes :))
11:08 / 11-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ბარბარე-ს
ნეტავ,რომელ ევროპულ ქვეყანაში მიყავთ პირდაპირ საგიჟეთში გაშიშვლებისთვის? შემთხვევით ამ "ევროპულ"ქვეყანას ირანი ან ჩრდილოეთ კორეა ხომ არ ჰქვია?ე.ი.ევროპაში არც პოლიციაა,არც სასჯელის სახით ფულადი ჯარიმა ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა?რაც შეეხება,სვანების რბილ ქცევას(როგორც თქვენ ამბობთ):ე.ი. თქვენთვის მათი ქცევა მისაღებია? გამოდის,რომ ბებერ ევროპაში ადათობრივი სამართლით ხელმძღვანელობენ?ე.ი. მათთვის კანონით დაშვებულია ვინმემ ვინმე დააშინოს და რაიმე ქმედება აიძულოს?ან იქნებ ისიც ამტკიცოთ, რომ ევროპაში კანონები არ არის და ყველა თავისი შინაგანი მრწამსის შესაბამისად ირგებს ნორმებს?თქვენი ინფორმირებულობიდან და ლექსიკიდან გამომდინარე რჩება შთაბეჭდილება,რომ სწორედ თქვენ გაქვთ განათლება ტელევიზორიდან(და თუ უფრო დავკონკრეტდებით-ინდური სერიალებიდან) მიღებული! არცერთი ევროპული ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსში მსგავსი შინაარსის მუხლი ვერ იქნება!(თქვენ თუ გაქვთ ასეთი სურვილი-ეს უკვე სხვა თემაა!) გაერკვიეთ ჯერ საკითხში და მერე წერეთ კომენტარები მტკიცებითი ფორმით,მით უფრო,რომ თქვენი "ეპითეტები"არ მგონია ნამდვილი ევროპული ოჯახისთვის მოსაწონი იყოს!...არ გეკადრებათ "ევროპაში დაბერებულ"ადამიანს ასეთი მეტყველება!...და კიდევ,კომენტარები ცოტა დაკვირვებით წერეთ-ძალიან ბევრი შეცდომები გაქვთ!!!
09:17 / 11-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ბარბარე-ს
გაშიშვლება და საზოგადოებისათვის შეურაცხმყოფელი ქცევა,საზოგადოებრივი თავშესაფრის ადგილას არის აკრძალული!იმ შიშველი ბიჭის სურათზე სად ნახეთ საზოგადოება-ხალხი?რა,ხალხის წინაშე გაიხადა,პოზირება დაიწყო და იქვე "შეკრებილმა ხალხმა" ხმა არ ამოიღო,დაიცადა სანამ ფოტო ინტერნეტში გავრცელდა და ბიჭს ამის შემდეგ გაურჩიეს საქმე? მაგარია!!!რაც შეეხება საგიჟეთს: ქუჩაში საზოგადოებისთვის შეუფერებელი ქცევისთვის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არავინ მიყავთ! არსებობს დაჯარიმება და ა.შ.ესეთი "ზღაპრები" ბავშვებს მოუყევით:"ჭამე,თორემ პატრული წაგიყვანს!"ფსიქიატრიულ საავადმყოფოში კი სულით დაავადებულები მკურნალობენ,ვისაც შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდათ...
20:10 / 10-12-2016
გამოხმაურება / 0 /
დეა-ს
ალბათ გაგიგიათ გამონათქვამი:"მორალისტები სინამდვილეში ყველაზე უფრო ამორალურები არიან!!!" ამაზე დაფიქრდით,სანამ ვინმეს "სისუფთავეს"შეეხებით!
19:43 / 10-12-2016
გამოხმაურება / 0 /
თამარ-ს
რა ძალადობაზე ლაპარაკობთ? გესმით საერთოდ ამ სიტყვის მნიშვნელობა?რა,სახლში მოგივარდათ ეს ბიჭი ყვირილით:"მიყურეეეე!უყურე ჩემს გენიტალიებს,თორემ..."აი,ეს არის ძალადობა და იმ სვანების საქციელია ძალადობა,ვინც ამ ბიჭს ბოდიშის მოხდა აიძულა! პრესაში და ინტერნეტში ბევრ რამეს ბეჭდავენ და ეს ძალადობაა? სასაცილოა! შეიძლება ვიღაცას ცხოველები არ უყვარს,ინტერნეტში ძაღლებზე სტატიას რომ გადააწყდეს,ძალადობად უნდა ჩათვალოს?ამ ლოგიკით აზროვნებთ?...ან მაგალითად,თქვენს მეზობელს თქვენი გარეგნობა არ მოსწონს,სადარბაზოში რომ შემთხვევით შეხვდეთ,მან ეს თქვენი მხრიდან ძალადობად უნდა აღიქვას??????
19:34 / 10-12-2016
გამოხმაურება / 0 /
რას ამბობ
გაცივდები
18:11 / 10-12-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS