09 დეკემბერი, 2016
თინა მახარაძე სვანეთის მთებში გაშიშვლებულ ბიჭზე - ''ჩემს ბევრ მეგობართან ერთად, მივმართავ პარტიზანული სიშიშვლის აქციას და გავიხდი ყველგან''
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა სვანეთის ფონზე გადაღებული შიშველი მამაკაცის ფოტო. დღეს კი გავრცელდა ვიდეო, სადაც ბიჭი ბოდიშს იხდის. მომხდარის შემდეგ არ ცხრება, კამათი სოციალურ ქსელში, თუ ვინ უფრო დამნაშავეა, ბიჭი, რომელიც ბუნებაში გაშიშვლდა, თუ სვანები, რომლებმაც იმ ბიჭს ბოდიში მოახდევინეს.
მსახიობი თინა მახარაძე მომხდარის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს:

''ის ბიჭი, რომელსაც "აღიარებითი ჩვენება" მიაცემინეს არის კლასიკური ძალადობის მსხვერპლი და მოძალადე უნდა დაისაჯოს თითოეულ იმ ადამიანთან ერთად რომელმაც ძალადობის ეს აქტი განახორციელა. საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტრო.

და თუ ამ ტიპისა და მისი თანამეინახეების წინააღმდეგ არ იქნება შესაბამისი ზომები მიღებული (რაც ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ მათი დაუსჯელობის სინდრომი გაქარწყლდეს, შემდგომში თვალებახვეულ ადამიანებს თავები არ წააცალონ და სხვა მათნაირი გონებაჩლუნგი აგრესორებისთვის მაგალითები არ იყვნენ ), მე პირადად, ჩემს ბევრ მეგობართან ერთად, მივმართავ პარტიზანული სიშიშვლის აქციას და გავიხდი ყველგან, სადაც მსგავს ტიპებს თავიანთი ულვაშის ლუსკუმები ელანდებათ'', წერს მსახიობი.

თინა მახარაძის სტატუსს, ისევე როგორც ზოგადად ამ ამბავს, დიდი პოლემიკა მოჰყვა სოციალურ ქსელში.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 34 /
სვანებს
სვანებო მიუხედავად იმისა რომ ამ მახარაძეს მაგრად ვერ ვიტან და გინდა აუხდია გინდა ჩაუხდია ჩემთვის სულ ერთია , თქვენს თავებში მაინც მაგრად ბნელა
10:30 / 13-12-2016
გამოხმაურება / 0 /
სოფო
როგორც აღმოჩნდა, თვითონ ეგ სვანი სელფებით ყოფილა გატაცებული, თან შიშველი ტორსით პოზირებს, ნამეტანი ყვარებია თავისი გამოსახულება. .....
00:25 / 13-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ეს გოგო ოღონდ ჟურნალის ფურცლებზე მოხვდეს და ყველას გამოესარჩლება. თინა ჩვენც ვიცით რომ საქართველოში სიბნელეა, მაგრამ შენისთანა 'ტიპები' ვერ გაანათებენ საქართველოს!
20:45 / 12-12-2016
გამოხმაურება / 0 /
სვანების ძმაკაცი
ზ.კალორია - კითხვა მაქვს შენთან?! ეხლა მე შენ რომ შეგაგინო პრეტენზია არ გექნება? თუ იტყვი რომ დემორატიაა და ყველას თვისი აზრის გამოხატვის თავისუფლება აქვს?! ხოდა ჩათვალე ძმაო რომ ეგ საქციელი სვანების გინება იყო რის გამოც მოახდევინეს ბოდიში! და თუ შენ მაგაზე პრეტენზია თუ არ გექნებოდა მაშინ შენ ვინ გამოდიხარ ეგ ყველავ ვიცით!
19:04 / 12-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ზ.კალორია
მზეჭაბუკის ძეგლი ავიღოთ უნდა სპორტის სასახლის წინ. სირცხვილია. სვანები რას იფიქრებენ.
15:50 / 12-12-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS